x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"დავხვრიტოთ და პრობლემაც მოხსნილი იქნება"–რამზან კადიროვმა ნარკომანების დახოცვა მოითხოვა



image
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის ძალოვანებს მოსთხოვა ნარკომანები ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახოცონ.


როგორც "Новая газета" იუწყება თათბირი ეხებოდა ნარკომანისთან ბრძოლას და მომატებულ სიკვდილიანობას გზებზე.ტელეარხმა "Грозный" -იმ გააშუქა ეს ამბავი, თუმცა შემდგომ ახალი ამბების გამოშვებებში ჩეჩნეთის მეთაური ეს სიტყვები ამოჭრეს.


კადიროვი განარისხა სტატისტიკურმა მონაცემებმა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.


სტატისტიკამ აჩვენა, რომ დარღვევები მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან გამკაცრდა კანონი მძღოლების წინააღმდეგ:მათ არა მარტო მართვის მოწმობას, არამედ ავტომობილსაც ართმევენ.თუმცა ჩეჩნეთში ავტოსაგაზაო შემთხვევა სასიკვდილო შედეგით თითქმის ყოველდღე ხდება, ხოლო ნარკომანების რაოდენობა არ კლებულობს.(მარტო ორ დღეში პოლიციამ 700 ნარკომანი დააკავა).



კადიროვმა ძალოვნებს სიტყვასიტყვით შემდეგი განუცხადა:"ის ვინც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მყუდროებას არღვევს დახვრიტეთ ეშმაკმა დალახვროს!არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.კანონიერია, უკანონო.დახვრიტეთ!გაიგეთ?ეხება საკითხი უსაფრთხოებას?დახვრიტეთ ასალამალეიქუმ და პრობლემაც არაა!"


უფრო ადრე კადირმოვმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ნარკომანები ტერორისტებს შეადარა და აღნიშნა, რომ ნარკომანების ამოძირკვა ჩეჩნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.



6
801
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
801
  
2017, 13 სექტემბერი, 11:11
პრიმიტივი
2016, 3 ოქტომბერი, 14:41
შარიათის სასამართლო საომარ პერიოდში სამხედრო ტრიბუნალის მიახლოებითი ანალოგია ისლამურ ქვეყნებში.
2016, 3 ოქტომბერი, 13:38
შენც კარგი ვინმე ხარ რა, პირველად გაიგე რამზანას თავში ქარები რომ უქრის? ვერაა ეს ნორმალური და საიდ მიერეკება თავადაც არ იცის. :))
2016, 3 ოქტომბერი, 12:55
"არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.კანონიერია, უკანონო.დახვრიტეთ!"

ეს რისი კანონია?
2016, 3 ოქტომბერი, 12:13
შარიათის კანონებით ნარკომანი სიკვდილით ისჯება...
2016, 3 ოქტომბერი, 11:23
აბა ამასა ჰყოლია აი?!:-)
0 1 6