x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეფე სოლომონის დირიჟაბლი

ძველ მითებში, ლეგენდებში და წმნიდა ტექსტებში უამრავი რეალური ფაქტის ნახვა შეიძლება უძველესი საფრენი აპარატების და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. უძველეს ხელნაწერებს თუ დავუჯერებთ, მეფე სოლომონი (ძვ. წ. აღრ. 1011 – 928 წწ.) მხოლოდ ბრძენი კი არ იყო, მას მოწინავე და რთულ – «უცხოპლანეტურ» ტექნოლოგიებზეც ჰქონდა წვდომა.


image
ცნობილია, რომ სოლომონის ტაძარში, აურაცხელი სიმდიდრის და ფუფუნების გარდა, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებიც იყო. მაგ., ზოგიერთი წყაროს ცნობით, მას ჯადოსნური შამირი (Solomon's shamir‎) ჰქონდა, რომლის მეშვეობით ნებისმიერი სიმაგრის ქვის დამუშავება და დაჭრა შეიძლებოდა.
ძველ წყაროებზე დაყრდნობით, იმასაც ვგებულობთ, რომ მეფე სოლომონი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო და რომ ის ტონობით ოქროს ფლობდა.
მაგრამ საიდან უნდა მოეტანა ეს სიმდიდრე?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ სოლომონის მსახურები ოფირში წავიდნენ და 420 ოქროს ტალანტი (1 ტალანტი – 50, 4 კგ. ოქრო ან 72 კგ ვერცხლი იყო) მოიპოვეს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები და დღემდე, ოფირის მდებარეობის დადგენაც ვერ მოხერხდა.
გარდა სიმდიდრისა, ძველი ისრაელის დიდი მეფის შესახებ ისიც არის ცნობილი, რომ ის საოცარი საფრენი აპარატის – დირიჟაბლის მფლობელი იყო.
«კებრა ნეგასტის» («მეფეთა დიდების წიგნი») თანახმად, მას ისრაელში საბის სამეფოს (თანამედროვე ეთიოპია) დედოფალი ეწვია (ამ ფაქტის შესახებ, ბიბლიაშიც არის საუბარი, თუმცა დედოფლის სახელი ნახსენები არ არის), რომელმაც წითელი ზღვა გადალახა, გაიარა თანამედროვე იემენის და არაბეთის ტერიტორია და იერუსალიმში ჩავიდა. როგორც ამბობდნენ, დედოფალს ძალიან უნდოდა აღქმის კიდობნის ნახვა და მეფე სოლომონის სასამართლოზე დასწრება. ამასთან, ის იმდენად იყო მოხიბლული სოლომონის სიბრძნით, რომ ქვიშიან უდაბნოს არ შეუშინდა და მასთან ჩავიდა.

დედოფალი ისრაელში რამდენიმე თვე დარჩა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მეფე სოლომონისგან ვაჟი გააჩნია, რომელსაც მენელიკი დაარქვა. მეფეს შვილის მონახულება უნდოდა და «კებრა ნეგასტის» თანახმად, საბის სამეფოში «ზეციური მანქანით» ჩავიდა: «მეფე… და ყველა ვინც მისი სიტყვა იწამა, ეტლით გაფრინდა, ყოველგვარი ტკივილის და შიშის გრძნობის, ძალისხმევის და წვალების გარეშე, მათ ერთ დღეში, იმხელა მანძილი გაიარეს, რასაც აქლემით მგზავრობის შემთხვევაში, 3 თვე დასჭირდებოდა».
ქ. ოშის (ყირგიზეთი) მახლობლად მთა მდებარეობს, რომელსაც ძველთაგანვე «ტახტ-ი სულეიმანს» («სოლომონის ტახტს») ეძახიან. მისი 5 მწვერვალიდან ერთ–ერთი ბრტყელია და არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის მეფე სოლომონის საფრენი აპარატის დასაფრენი მოედანი იყო.
მართალია, ჩვენამდე დოკუმენტებს არ მოუღწევია, მეფე სოლომონის დირიჟაბლის შესახებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობდა. ამის მტკიცების საფუძველს კი ის გვაძლევს, რომ სოლომონი იყო ერთ-ერთი, საფრენი აპარატის უამრავ მფლობელს შორის, რომლის შესახებ ინფორმაცია არაერთ ძველ წყაროშია დაფიქსირებული და ამის მტკიცებულებებიც არსებობს, არტიფაქტების სახით. მაგ.:

ქ. აბიდოსში, ოსირისის ტაძრის კედელზე, იეროგლიფებთან ერთად, ამოტვიფრულია მფრინავი ობიექტის ფორმის ფიგურები.


image


ხოლო, სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილია 33 «ინკების ოქროს ფრინველი», რომელიც სინამდვილეში საფრენი აპარატის პატარა მოდელია და ეს ექსპერიმენტალურად დასასტურებულია. გაგრძელება >>>


image


ძველ დროში, საფრენი აპარატების არსებობაზე მეტყველებს ნასკას პლატოს გეოგლიფები... გაგრძელება >>>

იუკატამის ნახევარკუნძულზე კი, მეცნიერებმა, ერთ-ერთი სამარხის გახსნის დროს, კედელზე აერონავტის გამოსახულება და ჩანახატი აღმოაჩინეს, რომელზეც კარგად ჩანს, თუ როგორ ასწავლის მფრინავი ადგილობრივი ტომის ბელადს ხომალდის მართვას.


image


და თუ ჰეროდოტეს (ძვ. წ. აღრ. 490-425 წწ.) დავუჯერებთ, ძველ დროში, მხოლოდ მფრინავი აპარატები კი არა, წყალქვეშა ნავებიც იყო. როგორც მეცნიერი ამტკიცებდა, მან თავისი თვალით ნახა ლითონისგან დამზადებული ნავი, რომელიც დიდი სიჩქარით ჰერაკლეს სვეტებიდან (გიბრალტალის სრუტე) შემოვიდა და ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარდაო. ის ამტკიცებდა, რომ ნავს არც აფრები ჰქონდა და არც ნიჩბები. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage






0
1062
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1062
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0