x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
Samsung -ის სარეცხის მანქანები საშიშია
imageSamsung -მა ოფიციალურად აღიარა, რომ მათი სარეცხი მანქანები ფეთქებადსაშიშია.


ამერიკის საყოფაცხოვრებო ნივთების მოხმარების უსაფრთხოების კომისიამ(Consumer Product Safety Commission, CPSC) გააფრთხილა მომხმარებლები, რომ "სამსუნგის" ფირმის სარეცხის მანქანებიы ექსპლუატაცია სახიფათოა.ამის შესახებ იუწყება CNN Money.

image

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პრობლემები აქვს ვერტიკალური ჩატვირთვის "სამსუნგის" ყველა სარეცხ მანქანას, რომელიც 2011 წლის მარტიდან 2016 წლის აპრილამდეა გამოშვებული. დასკვნაში სარეცხის მანქანის კონკრეტული მოდელი არ არის მითითებული.



CNN Money-ის ინფორმაციით კომისიამ დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, როდესაც მომხმარებლებმა ერთობლივი საჩივარი შეიტანეს კომპანია "სამსუნგის" წინააღმდეგ.


ტეხასის, ინდიანას და ჯორჯიას შტატებიდან შემოდიოდა დიასახლისების იდენტური ჩივილი, რომ სარეცხის მანქანა მუშაობის დროს მოულოდნელად ფეთქდებოდა.


კომისიამ მომხმარებლებს მისცა რეკომენდაცია ამ მარკის სარეცხის მანქანები გამოიყენონ მხოლოდ თეთრეულის და მსხვილი საგნების რეცხვისთვის, რადგან ამ დროს გაწურვის დაბალი სიჩქარე ამცირებს ტრავმების მიღებას და ქონების დაზიანების ალბათობას.


შეგახსნებთ კომპანია 'სამსუნგს" პრობლემები შეექმნა სექტემბრის დასაწყისშიც, როდესაც ახალი Galaxy Note 7-ის აკუმლიატორებს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.


3
282
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
2016, 29 სექტემბერი, 17:37
ერთში ზემოდან და მეორეში წინა ილუმინატორივით კარიდან.
2016, 29 სექტემბერი, 17:26
ზემოდან იყრება სარეცხი?
2016, 29 სექტემბერი, 17:24
ჩვენი ჯერ 1 წლის არაა, მაგრამ ინტენსიური მუშაობა უწევს ბავშვების გამო, მაგრამ მადლობა ღმერთს ჯერ მშვიდობაა. :)
0 1 3