x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მსხვერპლის ფსიქოლოგია

imageმსხვერპლის ფსიქოლოგიას
შეისწავლის მეცნიერება, რომელსაც ვიქტიმოლოგია ეწოდება. ვიქტიმოლოგია სიტყვასიტყვით
ნიშნავს სწავლებას მსხვერპლის შესახებ. ეს მეცნიერება წარმოიქმნა დანაშაულის მსხვერპლის
შესწავლის საფუძველზე და თავიდან შედიოდა კრიმინოლოგის სფეროში, მაგრამ განვითარების
შემდეგ ეტაპზე ვიქტიმოლოგიაში გაჩნდა ორი განხრა: პირველი - თავის ობიექტად თვლის მხოლოდ
დანაშაულის მსხვერპლს; მეორე - განიხილავს
სხვერპლს უფრო ფართოდ, ეს არა მარტო დანაშაულის მსხვერპლია, არამედ სხვა ნებისიერი
მსხვერპლიც მაგ. უბედური შემთხვევის, სტიქიური უბედურების და. ა.შ.

ვიქტიმურობას ახასიათებს
ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური ნიშნები, რომლებიც გადააქცევენ ადამიანს მსხვერპლად.



ვიქტიმიზაცია გულისხმობს
მსხვერპლად ყოფნის გამოყენების პროცესს, ან ადამიანის გადაქცევას მსხვერპლად.


მსხვერპლის ტიპები და ვიქტიმიზმის სახეობები:


განიხილება ვიქტიმიზაციის
ოთხი დონე:


1 უშუალოდ მსხვერპლები,
ანუ ფიზიკური პირები


2 ოჯახები


3 ადამიანთა ჯგუფები/ორგანიზაციები


4 რეგიონული დასახლებები


ჩვენს თანამედროვეობაში
მსხვერპლი უმეტესწილად არის ფიზიკური პირი.


რაოდენ გასაკვირიც
არ უნდა იყოს, დღემდე არ იყო ჩამოყალიბებული ზუსტი განმარტება, თუ რას ნიშნავდა მსხვერპლი.
არსებობდა რამდენიმე განმარტება იურისპუდენციაში და გამოყოფდნენ: ავარიის, შურისძიების
და ა.შ. მსხვერპლს. ასევე, არსებობენ რელიგიური, პოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონომიკური
მსხვერპლები., მსხვერპლად განიხილება ადამიანი, რომელმაც დაკარგა მისთვის მნიშვნელოვანი
ფასეულობები მასზე მოხდენილი ზემოქმედების შედეგად, სხვა ადამიანის/ადამიანის ჯგუფების,
ან რაიმე მოვლენების გამო.


ადრინდელ ვიქტიმოლოგიაში
მსხვერპლის მაგიერ გამოიყენებოდა დაზარალებული.


ლიტერატურაში ხშირად იყენებენ ტერმინს - ვიქტიმური
მოქმედება, რაც უხეშად - მსხვერპლისათვის დამახასიათებელ
მოქმედებას ნიშნავს, მაგრამ ამ იდეას, ჩვეულებრივ, იყენებენ, როგორც არასწორი, ამორალური
ან პროვოცირებული მოქმედების აღსანიშნავად. ვიქტიმურად ხშირად ახასიათებენ თვითონ პიროვნებას
და გულისხმობენ იმას, რომ თავისი ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათბლებით, ის შეიძლება
გახდეს მსხვერპლი.


კონკრეტულ სიტუაციებში,
ადამიანების მოქმედება მათი შინაგანი არსის გამოხატულებაა. ყოველი ადამიანი ცხოვრობს
და მოქმედებს გარკევეული სოციალური სისტემის ფარგლბში, ასრულებს ბევრ სხვადასხვა სოციალურ
როლს. დღეისათვის, რამდენიმე სახის მსხვერპლთა კლასიფიკაცია არსებობს.
ერთ-ერთის მიხედვით, მსხვერპლის მოქმედების კლასიფიცირებისას აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში
ძალადობრივი დანაშაულის დროს, მსხვერპლი არსებითად ამ დანაშაულის ჩადენის პროვოცირებას
ახდენს. ჩატარებულ კვლევებში მკვლელობებისა და ფიზიკური დაზიანებების მიყენების დროს
დადგინდა, რომ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის წინ დამნაშავესა და მსხვერპლს შორის
(95%) ხდებოდა კამათი. ფსიქოლოგიაში გამოყოფილია დაზარალებულის ქცევის სახეობები:


1 დაზარალებულის
დანაშაულებრივი ქმედებები, საზოგადოდ საშიში,
საზოგადოების ინტერესების ან კონკრეტული პიროვნების ინტერესების უგულებელყოფა,
რომელმაც ჩააყენა ის აუცილებელი თავდაცვის მდგომარეობაში, ან გამოიწვია მისი ძლიერი
აღელვება (შფოთვა).


2 საზოგადოებისთვის
ნაკლებად საშიში, ანუ ქცევა, რომელიც არღვევს
სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ დისციპლინას.


3 ეთიკის ნორმების
დარღვევა.


არსებობს, ასევე
უშუალოდ დანაშაულის ჩადენის წინ, ან ქმედების დროს მსხვერპლისათვის დამახასიათებები
ქცევის ტიპები: 1 ფიზიკური ძალადობა


2 შეურაცხჰყოფა


3 ფიზიკური ძალადობის
მცდელობა


4 ფსიქიკური ძალადობა
- მუქარა ფიზიკური ძალადობის, განადგურებით ან დამნაშავის ქონების განადგურებით.


ჩამოყალიბებუყლია,
აგრეთვე დაზარალებულების კატეგორიები ხასიათის, მოქმედების და მიდრეკილებების მიხედვით:


ჯგუფში “უდანაშაულეობი“
შედის ადამიანთა ისეთი ფართო წრე, რომელიც მკვლეობის მსხვერპლი ხდება სპეციფიკური სამუშაოს,
(მილიციის თანამშრომლები, მძღოლები) ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო, , ასევე შემთხვევითი
ადამიანები.


ასევე ხდება ასაკის,
სქესობრივი და როლური სტატუსის მიხედვით დაყოფა. პირები რომლებიც რისკავენ აღმოჩნდნენ
დანაშაულის მსხვერპლი, იქცევიან ან აგრესიულად,
ან სხვა მაპროვოცირებელი სახით, ან პასიურად
აძლევენ გზას დამნაშავეს, როგორიცაა დამნაშავის ხრიკების მიმართ სრული გულუბრიყვილობა
და ელემენტარული დაუდევრობა. მათი ქცევა შეიძლება იყოს, როგორც სამართლიანი ან კანონდამრღვევი,
დანაშაულებრივიც კი. ამ სიტუაციური როლებიდან გამომდინარე, მოცემულ კლასიფიკაციაში
გამოიყოფა: აგრესიული, აქტიური, ინიციატივიანი, პასიური, არაკრიტიკული და ნეიტრალური
მსხვერპლის ტიპები.


აგრესიული მსხვერპლის ქცევა გამოიხატება თავდასხმაში და ზიანის მიყენებაში,
ან აგრესიის სხვა ფორმებით (წყევლა, დაცინვა და სხვა) ქმედებაში აქტიური მსხვერპლის
ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არ ესხმიან თავს, მაგრამ გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად, ირიბად უწყობენ
ხელს მათთვის ზიანის მიყენებაში


ინიციატორი მსხვერპლი:
ისეთი თანამდებობის, საზოგადოებრივი მდგომარეობის, ან პიროვნული თვისებების მქონე ადამიანია,
რომლის ქმედებაც იწყვევს მისთვის ზიანის მიყენებას.


პასიური მსხერპლი
სხვადასხვა მიზეზთა გამო, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს დამნაშვეს .


არაკრიტიკული მსხვერპლი:
ავლენს დაუკვირებლობას, ვერ ახერხებს სიტუაციის სწორად შეფასების, განათლების დაბალი
დონის, არასრულწლოვნების, ან სხვა წინაპირობების გამო, არაკრიტიკულობის დემონსტრირებას.


ადამიანები, რომლებიც
ახშობენ საკუთარ სევდას ცხოვრობენ ამ ლოზუნგით : “მე ვერავინ მაიძულებს ტირილს”. თამაშობენ
ძლიერი ქალისა და მამაკაცის როლს. ისინი, ვინც
ახშობენ საკუთარ ბრაზს, ვისაც ეშინია უკონტოლო ქცევის, რომ ამ მომენტში არ განახორციელონ
მიუღებელი ქმედება, მსხვერპლის როლში აღმოჩენის რისკის მატარებელნი არიან.


ზოგადად, ვიქტიმურობის
გამოკვლებებმა აჩვენა, რომ თანამედროვე მსხვერპლის ტიპს აერთიანების შემდეგი მახასიათებლები:
პათოლოგიური სწრაფვა თავგადასავლებისაკენ, გარემოცვის მტრულად შეფასება, გენერალიზებული შიში დანაშაულის მიმართ. ვიქტიმური
გამოცდილებით განპირობებული მძაფრი შიშის განცდა კრიტიკულ სიტუაციებში, ძილთან დაკავშრირებული ვიქტიმური ილუზიები, რომელიც
ხასიათდება სუბიექტების ემოციური მდგომარეობით; განსაკუთრებით, შიშით, რომ სიზმარი
ახდება.. ასეთი ვიქტიმური ქცევის ფორმები სხვადასხვა
კომპლექსის გამოვლინებაა, როგორიც არის არასრულფასოვნების კომპლექსი, მსხვერპლის კომპლექსი,
უსაფრთხოების დაკარგვის შიში, ან იმის რწმენა, რომ საკუთარი შფოთვითა და შიშებით ხდება
უბედურების მოზიდვა.


მოცემულ ჯგუფში
შედის როგორც ტიპური ვიქტიმური გადახრები (მაზოხიზმი, სადიზმი ეგზიბიციონიზმი, ნიმფომანია)
და არატიპური ვიქტიმური თავისებურებები (პროსტიტუცია, ალკოჰოლიზმი და ჰომოსექსუალიზმი).









0
2316
2-ს მოსწონს
ავტორი:ანნი გოხელაშვილი
ანნი გოხელაშვილი
2316