x
image
ციცი
Mediator image
"თავი ძალით შემამჩნევინეს... გვაგრძნობინეს, რომ ეშმაკს არ სძინავს... სახლთან უკვე შეიძლება ითქვას ალყაში ვიყავით..."

image
ქართველი პოლიტიკოსის და დიპლომატის, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას მეუღლეს ნათია ფანჯიკიძეს უთვალთვალებენ. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს იმ წითელი ავტომობილის ფოტოს, რომლითაც მას და მის სამ მეგობარს აედევნენ:

"დილა მშვიდობის საქართველო. გუშინ საღამოს ამ სამ მეგობართან ერთად ვიყავი კაფეში. მათგან ორი თავდემების წევრია, ორიდან ერთ-ერთი კი ისნის მაჟორიტარი. ალბათ სხვა დროსაც მდევნიან, მაგრამ თავს არ მამჩნევინებენ, ან მე ვარ უყურადღებო. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, თავი ძალით შემამჩნევინეს, გვაგრძნობინეს, რომ ეშმაკს არ სძინავს. დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა, ორი კაცი იჯდა, წრეც დაგვარტყეს ჩემს სახლთან, გაგრძელებული დამშვიდობების საუბარში გართულებს, გამჭრიახი მზერით დაგვაკვირდნენ და მოშორებით დადგნენ იმ შავ მანქანასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობარმა დააფიქსირა ფოტოზე, გორში მიმავალ ირაკლის რომ მისდევდა. მოკლედ, სახლთან უკვე შეიძლება ითქვას, ალყაში ვიყავით.
ცხადია, ისევე არაფერი გაირკვევა, როგორც კამერებით სავსე სოლოლაკის ქუჩაზე ვერ გამოიძიეს, ვინ იყო ჩემს სახლში შემძვრალი პირი დაახლოებით ერთი წლის წინ, რომელსაც მივუსწარი, სახლში შიგნიდან ჩაკეტილს, მაგრამ მაინც მინდა მოვითხოვო პასუხი პრემიერ კვირიკაშვილისგან, ოჯახის წევრების ტერორიც ღიად მოსულა უკვე? რატომ და რა უფლებით დამყვებიან? საშიში პირი ვარ, ტერორიზმში ვარ ეჭვმიტანილი, თუ რა ოფიციალური საფუძველი აქვთ, მდიონ, ხარჯონ სახელმწიფო რესურსი? ფოტო უხარისხოა, მაგრამ ნომრები იკითხება."imageimageimageimage

0
350
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0