x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
15 ფოტო ათასობით სიტყვის ნაცვლად. ისტორიული ფოტოები, რომლებიც საკუთარ თავზე თავად მეტყველებენ

image


ამერიკელმა გაზეეთის გამომცემელმა არტურ ბრისტეინმა 1911 წელს თქვა, რომ: «არსებობს ფოტოსურათები, რომლებსაც 1 000 სიტყვის ჩანაცვლება შეუძლიათ». ჟურნალი LIFE-ი პერიოდულად ათვალიერებს ფოტოარქივს და თავის მკითხველებს აცნომს ისეთ ისტორიულ ფოტოსურათებს, რომლებშიც დროის სული არის (Zeitgeist) შემონახული და მათი გაგება, ყოველგვარი კომენტარების გარეშე შეიძლება. ეს ფოტოსურათები, თავის დროზე, სტატიების და ახალი ამბების საილუსტრაციოდ იყო გადაღებული, თუმცა დღეს, ჩვენი წარსულის ფასდაუდებელი დოკუმენტები არის, რომლებიც გვეხმარება ისტორიული ტექსტების გაგებაში და მათი კონტექსტის გაცნობიერებაში.

ვინ იცის, იქნებ ამ ფოტოსურათებზე ასახულმა ომის ტრაგედიამ, გლობალურმა სიღატაკემ, თავისუფლების და უფლებებისთვის ბრძოლამ, უმნიშვნელო ფაქტებით გამოწვეულმა სიხარულმა და აღტაცებამ, დღეს მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩაგვიტაროს...


თოჯინების თეატრის წარმოდგენაზე. მომენტი, როდესაც წმინდა გიორგიმ გველეშაპი დაამარცხა. პარიზის პარკი, 1963 წ.


image

image

სეგრეგაციის წინააღმდეგ მოწყობილი მშვიდობიანი მიტინგის დარბევა ბირმინგემში, სახანძრო ბრანდსპოიტის გამოყენებით. ალაბამის შტატი, აშშ, 1963 წ.


image

image

მეორე მსოფლიო ომის დროს, ასობით იაპონელი მოხვდა ალყაში კუნძულ საიპანზე და ამერიკელებს ტყვედ რომ არ ჩაბარებოდნენ, მასობრივი თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინეს. როდესაც ამერიკელებმა კუნძული დაათვალიერეს, ერთ-ერთ გამოქვაბულში ცოცხალი ბავშვი იპოვეს. 1943 წ.


image

image

«ამ ბიჭებს Atarbine მიღება დაავიწყდათ» – წერია მალარიის საწინააღმდეგო წამლის სარეკლამო ბანერზე. პაპუა–ახალი გვინეა. გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისი.


image

image

სამოქალაქო მოსახლეობის სამხედრო სწავლება: ქალი აირწინაღით, მავნე აირებისგან დამცავი საბავშვო ეტლით. დიდი ბრიტანეთი, 1938 წ.

image

image

სამგზავრო თვითმფრინავი მანჰეტენის თავზე. აშშ, 1939 წ.


image

image

ავტორუჯის აპარატი. აშშ, 1949 წ.


image

image

იყიდება ბავშვები. ჩიკაგო, აშშ, 1948 წ.


image

image

კომბოსტო და თალგამურა (მიწამხალა) – საშობაო სადილი დიდი დეპრესიის დროს. აშშ, 30 წლების დასაწყისი.


image

image

ნამდვილი ვინი პუჰი და კრისტოფერ რობინი. დიდი ბრიტანეთი, 1927 წ.


imageimageმაიმუნი, რომელიც მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე, კოსმოსში გაფრენის შემდეგ. აშშ, 1961 წ.


image

image

პირველი დილა შვედეთის ქუჩებში, მას შემდეგ, რაც გზებზე მოძრაობის მიმართულებები შეცვალეს. სტოკჰოლმი, 1967 წ.


image

image

ნიუ-იორკელები გაზეთებში კითხულობენ ინფორმაციას პრეზიდენტ კენედიზე თავდასხმის შესახებ. აშშ, 1963 წ.


image

image

25 000-ზე მეტმა ასწია ხელი ფაშისტური სალმის მისაცემად და მხოლოდ ერთმა თქვა უარი ამის გაკეთებაზე. ჰამბურგი, გერმანია, 1936 წ.


image

image

ავტოკინოთეატრში უყურებენ ფილმს «ათი მცნება». სოლტ-ლეიკ-სიტი, იუტას შტატი, აშშ, 1958 წ.


image

3
570
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
570
  
2016, 17 სექტემბერი, 18:10
ხო, მაგრამ არ უნდა დაეწერა რომ იყიდება. ისევე ბევრ ბავშვს აშვილებდნენ. შეიძლება ის ფული ისევ მათთვის გამოეყენებინა, მაგრამ ბავშვი მაინც ვერ დაივიწყებს, რომ დედამ "გაყიდა"
2016, 17 სექტემბერი, 11:54
შიმშილისგან ძალიან ბევრი ბავშვი დაიღუპა იმ პერიოდში და დედამ იფიქრა, თუ რომელიმეს ვინმე იშვილებდა, ამით სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა თუნდაც ერთ შვილს მაინც.
2016, 16 სექტემბერი, 16:13
ვაიმეე, ბავშვი როგორ უნდა გაყიდო :(((
0 1 3