x
დეფიციტის თეორია

image

ხშირად ადამიანები სხვადასხვა სახის გავლენის ქვეშ ექცევიან ისე, რომ ამას თვითონაც ვერ აცნობიერებენ, ჩადიან მოქმედებებს, რომელთაც არასწორ მიზეზებს მიაწერენ.

დეფიციტის თეორიაც სწორედ ერთ-ერთი მსგავსი ფენომენია, ის საკმაოდ ხშირად იმორჩილებს ადამიანებს .



რას გულისხმობს ის?

დეფიციის პრინციპის თანახმად ჩვენ მოტივირებულები ვართ ვიყიდოთ, დავისაკუთროთ, ვნახოთ ის საგნები და ადგილები, რომლებიც ძალიან ცოტაა, იშვიათია და შესაძლოა აკრძალულიც.

ფსიქოლოგებმა, რომლებიც ბავშვთა განვითარებას იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ეს ტენდენცია შეინიშნება ჯერ კიდევ 3 წლამდე პატარებში . ამის დასადასტურებლად ჩატარდა კვლევა, რომელშიც ბავშვებს უნდა მოეპოვებინათ მათგან გარკვეული მანძილით დაშორებული სათამაშოები.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე სასურველი სათამაშო იყო სწორედ ის, რომელიც ყველაზე შორს იმყოფებოდა და რომლის მიღების შანსიც ყველაზე ნაკლები იყო.

წინააღმდეგობის ფენომენი ასევე აქტიურად გამოიხატება მოზარდობის პერიოდში .

შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს ვინმესთვის ის ფაქტი, თუ როგორ ცდილობენ თინეიჯერები აკრძალულის მოპოვებას და როგორ ესწრაფიან თავისუფლებას.

ამ ასაკში ეს ფენომენი "რომეო და ჯულიეტას ეფექტის" სახელით არის ცნობილი . სოციალური ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ რომეოსა და ჟულიეტას სიყვარულის ასეთი გაძლიერება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ეს ურთიერთობა მათი მშობლების მხრიდან აკრძალული იყო. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ მშობლების წინააღმდეგობის შემთხვევაში წყვილს კიდევ უფრო მეტად უყვარდება ერთმანეთი.


იმისათვის, რომ დეფიციტური პროდუქციის გავლენა თვალნათლივ დავინახოთ წარმოგიდგენთ რობერტ ჩალდინის მიერ მოყვანილ რამდენიმე მაგალითს :


1) კოლექციონერები განსაკუთრებულად დიდ თანხას სწორედ ისეთ საგნებში იხდიან, რომლებიც ძალიან დეფიციტურია, ან სულაც ერთადერთია . მაგალითად ჯორჯ ვაშინგტონის მარკას, რომელსაც სამი თვალი აქვს ისინი გამალებით ეძებენ .ირონიაა, როდესაც დეფექტიანი ნივთები ძვირად ღირებულთა სიაში ხვდებიან, მაშინ, როცა მათი სიმრავლის შემთხვევაში ისინი მხოლოდ სანაგვე ყუთებში იქნებოდდნენ.


2)ეს ფენომენი არა მხოლოდ საგნებზე მოქმედებს, არამედ ინფორმაციაზეც, აკრძალული და რთულად მოსაპოვებელი ინფორმაცია ბევრად უფრო საინტერესო და საიმედო გვეჩვენება, ვიდრე ადვილად მოსაპოვებელი .

სექსუალურ თემებზე ტაბუს დადებაც სწორედ ამიტომ იწვევს ხოლმე გაორმაგებულ დაინტერესებას.


3)ჩალდისნ ასევე მოჰყავს ერთი მაგალითი, რომელიც ეხება მანქანების გადამყიდველს . მანდ განაცხადა გასაყიდი მანქანის შესახებ და ყველა მსურველი ერთდროულად მიიყვანა ავტომობილის დასათვალიერებლად, ამან გამოიწვია დეფიციტის გრძნობა და თვითოეული მათგანისათვის მანქანის სასურველობა გაიზარდა, რამაც გადამყიდველს დიდ მოგება მოუტანა.


4) ერთ-ერთ სავაღრო ცენტრში ჩაატარეს კვლევა- მომხმარებლებს სთავაზობდნენ პეჩენიას ორი სხვადასხვა ქილიდან, ერთში მათი რაოდენობა ბევრი იყო, ხოლო მეორეში ძალიან ცოტა . დაგემოვნების შემდეგ სთხოვდნენ, რომ შეედარებინათ ისინი ერთმანეთისათვის . აღმოჩნდა, რომ აქაც იჩინა თავი დეფიციტისნგანცდამ და თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც ნაკლები რაოდენობით იყო დარჩენლი.


ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს "მსხვერპლი" . საჭიროა, რომ ვისწავლოთ უარის თქმა, რაც არ თუ ისე მარტივი, მაგრამ შესაძლებელია.

ყოველთვის როდესაც დეფიციტურობის გავლენის ქვეშ ვართ, უნდა დავფიქრდეთ რაში გვჭირდება ეს საგანი და შევიძენდით თუ არა მას იმ შემთხვევაში თუ დიდი რაოდენობთ იქნებოდა.


0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბოჭორიძე
ანა ბოჭორიძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0