ვარსკვლავები ცნობილი ქალბატონები, რომლებიც "შიშვლები" გამოჩნდნენ MTV VMA 2016-ზე 2016, 2 სექტემბერი, 15:08 28 აგვისტოს ნიუ-იორკში ჩატარდა გრანდიოზული ვარსკვლავური ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ცნობილ სახეს უყრის თავს. ცნობილებმა, განსაკუთღებით ქალბატონებმა, ტრადიციას წელსაც არ უღალატეს და წითელ ხალიჩაზე საკმაოდ პროვოკაციული ჩაცმულობით წარსდგნენ.
MTV VMA 2016-ის დაჯილდოება, რომელიც მედისონ-სკვერ-გარდენზე ჩატარდა, უკანასკნელი რამდენიმე თვის ყველაზე "შიშველი" ღონისძიება აღმოჩნდა ქალბატონების სამოსის მხრივ. სანახაობა მართლაც რომ "საინტერესო" იყო. კიმ კარდაშიანი, რომლისგან უკვე დიდი ხანია აღარავის უკვირს პროვოკაციული ჩაცმულობა, ახლაც გამოირჩეოდა ჩვეული "სიშიშვლით". იგი პუბლიკის წინაშე თავისი ახალი, 30 კგ-ით დაკლებული ფიგურთ წარსდგა. თუმცა კილოგრამებთან ერთად კარდაშიანის კაბის ქსოვილის სიგრძემაც იკლო... MTV VMA 2016-ის წითელ ხალიჩაზე კიმი "გაბრწყინდა" უმოკლესი გამჭვირვალე შავი კაბით, რომელიც სადაც იყო ჩამოცურდებოდა მისი საკმაოდ მადისაღმძვრელი მკერდიდან. თუმცა, დაუმორჩილებელ სამოსს თვალყურს დაუღალავად ადევნებდა კიმის მეუღლე, კანიე უესტი, რომელიც გვერდიდან არ სცილდებოდა ცოლს და ფაქტიურად ხელით ეჭირა მისი კაბა. კარდაშიანის სამოსი უკვე აღარავის აკვირვებს, რასაც ვერ ვიტყვით ბიონსეზე. ფემინისტი ქალბატონი არც თუ ისე ხშირად ანებივრებს თაყვანისმცემლებს "შიშველი" კაბებით. თუმცა MTV VMA 2016-ისთვის მან გამონაკლისი დაუშვა. კაბა, რომლითაც ბიონსე პუბლიკის წინაშე წარსდგა, მხოლოდ სანახევროდ იყო "შიშველი": მომღერლის მკერდს ფუმფულა მომწვანო ფერის ბუმბულები გულმოდგინედ ფარავდა, ქვედა ნაწილის დანახვა კი, გამჭვირვალე ქსოვილის ქვეშ ყველას შეეძლო. რამდენიმე ვარსკვლავმა, თითქოდა პირიც კი შეკრა და გადაწყვიტა პუბლიკისთვის ბებიების დროინდელი გიპიურებიანი თეთრეული ეჩვენებინა. მათ შორის აღმოჩნდნენ რიტა ორა, ეშლი გრემი, ჰეილი ბოლდუინი და ემბერ როუზი. ისეთებიც იყვნენ, ვინც იმ საღამოს ქვედა საცვლებზე საერთოდ თქვეს უარი, მაგალითად შანელ უესტ კოსტი. მან წითელი ხალიჩისთვის ტყავის მინი ქვედაბოლო და აჟურული ტოპი აირჩია. ბიონსე რიტა ორა ნიკი მინაჟი ემბერ როუზი შანელ უესტ კოსტი ჰეილი ბოლდუინი ეშლი გრემი კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 912 7-ს მოსწონს
|