x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
შოკოლადის ნაჭრები
imageცხვება საცხობ ფირფიტაზე გამოდის 16 ნაჭერი.

მასალა ფხვიერი ცომისთვის:

200 გ. მწარე შოკოლადის ფილა

75 გ. ნაღები (35%-იანი)


6 კვერცხი

1 მწიკვი მარილი

150 გ. შაქარი

100 გ.ფქვილი

200 გ.დაფქული ნუში

3 ს.კ. გარგარის ჯემი

მასალა მინანქრისთვის:

100 გ. მწარე შოკოლადის ფილა

50 გ. შაქრის პუდრა

30 გ. კარაქი

ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა საცხობი ფირფიტისთვის.



გააცხელეთ ღუმელი.წაუსვით ცხიმი საცხობ ფირფიტას და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.

შოკოლადი დატეხეთ, ნაღებთან ერთად შეათბეთ და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე.

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ.ცილა ათქვიფეთ მარლთან ერთად გამაგრებამდე, თანდათან შეურიეთ 50გ. შაქარი. კვერცხის გულს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, შოკოლადის კრემი და ურიეთ კრემისებური მასის მიღებამდე.დაუმატეთ ჯერ ნუში, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა და ფქვილი, შემდეგ ფრთხილად მოურიეთ.

ცომი თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე.შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთი.შეათბეთ გარგარის ჯემი და წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს.

მინანქრისთვის დატეხეთ შოკოლადის ფილა.ქვაბში ჩაასხით 75 მილილიტრი წყალი, დაუმატეთ შაქრის პუდრა და წამოადუღეთ, თან ურიეთ.ჩაყარეთ შოკოლადის ნატეხები და გაადნეთ, დაუმატეთ კარაქი.ნამცხვარს თანაბრად წაუსვით შოკოლადის მინანქარი.დადგით გასაცივებლად 1 საათი, სანამ მინანქარი კარგად არ გამაგრდება.




მოსამზადებლად 30 წუთი

გამოსაცხობად 40 წუთი

გასაცივებლად 1 საათი

1 ნაჭერი=310კ/კალ











1
1293
5-ს მოსწონს
ავტორი:beroo
beroo
1293
  
0 1 1