x
მეტი
  • 19.10.2018
  • სტატია:81763
  • ვიდეო:333793
  • სურათი:438925
შოკისმომგვრელი, გასაოცარი დამთხვევები ისტორიაში

ისტორიები, რომლებიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ, სავსეა უცნაური და იდუმალი დამთხვევებით. წარმოუდგენელია, რომ ასეთი დამთხვევები ისე, უბრალოდ არსებობდეს და აქ ზეციური ძალა ან ბედისწერის ხელი არ ერიოს.


image

მაშ, ასე, პარალელი გავავლოთ ისტორიაში ცნობილი პიროვნებების-ნაპოლეონისა და ჰიტლერის, ლინკოლნისა და კენედის ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს შორის.


ნაპოლეონი და ჰიტლერი


ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს

ჰიტლერი დაიბადა 1889 წელს

(სხვაობა 129 წელი)


ნაპოლეონი ხელისუფლებაში მოვიდა 1804 წელს

ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა 1933 წელს

(სხვაობა 129 წელი)


ნაპოლეონი ვენაში შევიდა 1812 წელს

ჰიტლერი ვენაში შევიდა 1941 წელს

(სხვაობაა 129 წელი)


ნაპოლეონმა ომი წააგო 1816 წელს

ჰიტლერმა ომი წააგო 1945 წელს

(სხვაობა 129 წელი)


ორივე მათგანი ხელისუფლებაში მოვიდა, როცა იყო 44 წლის

ორივე თავს დაესხა რუსეთს, როცა იყო 52 წლის

ორივე მათგანმა ომი წააგო, როცა იყო 56 წლის


ლინკოლნი - კენედი


ლინკოლნი დაიბადა 1818 წელს

კენედი დაბადა 1918 წელს

(სხვაობა 100 წელი)


ლინკოლნი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა 1860 წელს

კენედი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა 1960 წელს

(სხვაობა 100 წელი)


ორივე მათგანი მოკლეს პარასკევ დღეს, მეუღლეების თანდასწრებით, თავში ნასროლი ტყვიით


ლინკოლნი მოკლეს თეატრში "კენედი"

კენედი მოკლეს ავტომობილში "ლინკოლი"


სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლინკოლნმა მოინახულა ქალაქი მონრო, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს

სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე კენედმა მოინახულა მერილინ მონრო, რომელთანაც რომანი ჰქონდაორივე მათგანი იყო სამხრეთელი, ორივე იყო დემოკრატი და სანამ პრეზიდენტები გახდებოდნენ, ორივე სენატორად მუშაობდა


ლინკოლნის მკვლელი, ჯონ უილკის ბუტი, დაიბადა 1839 წელს

კენედის მკვლელი, ლი ჰარვი ოსვალდი, დაიბადა 1930 წელს

(სხვაობა 100 წელი)


ორივე მკვლელის სახელსა და გვარში 13-13 ასოა

(John Wilkes Booth და LEarvey Oswald)


ლინკოლნის შემცვლელი პრეზიდენტის პოსტზე მისი სიკვდილის შემდეგ იყო ენდრიუ ჯონსონი, დაბადებული 1808 წელს

კენედის შემცვლელი პრეზიდენტის პოსტზე მისი სიკვდილის შემდეგ იყო ლინდონ ჯონსონი, დაბადებული 1908 წელს

(სხვაობა 100 წელი)



ასეთი უცნაური, იდუმალი და მისტიკური დამთხვევები გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც შემთხვევით არაფერი ხდება და ყველა მოვლენა წინასწარაა დაგეგმილი ზეციური ძალების მიერ. თუ ყურადღებით დავაკვირდებით თარიღებს, რომლებიც იდუმალი სახით ავსებენ ჩვენს ცხოვრებას, მივხვდებით, რომ ჩვენ მივდივართ ბედის ლაბირინთებში, რომელიც სპირალივითაა დახვეული და თითოეულ მომენტში ის ახალ-ახალ სიურპრიზს გვიმზადებს.


აი, კიდევ ერთი მაგალითი გასაოცარი დამთხვევისა:

1838 წელს ამერიკელმა მწერალმა ედგარ ალან პომ დაწერა მოთხრობა " არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი". ის მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ოთხი ადამიანი ღია ზღვაში ხომალდის დაღუპვის შემდეგ. შიმშილისაგან სასოწარკვეთილებამდე მისულებმა, სამმა მათგანმა მოკლა და შეჭამა მეოთხე. წიგნში მისი სახელია რიჩარდ პარკერი. 1884 წელს წყნარ ოკეანეში კატასტროფა განიცადა გემმა "მაგნონეტი". ოთხი გადარჩენილი, ისევე როგორც ალან პოს გმირები, ერთ პატარა ნავში აღმოჩნდა. უსაზღვრო ოკეანეში რამოდენიმედღიანი ხეტიალის შემდეგ, შიმშილით ჭკუაზე შეშლილებმა, სამმა მათგანმა მოკლა და შეჭამა მეოთხე, რომლის სახელიც ... რიჩარდ პარკერი იყო.


და კიდევ ერთი მაგალითი გასაოცარი დამთხვევისა:

ყველა თქვენგანმა კარგად იცის "ტიტანიკის" ტრაგედია, რომელიც 1912 წელს მოხდა, მაგრამ ალბათ ბევრმა როდის იცის, რომ 1898 წელს გამომცემლობა ''მენსფილდმა'' გამოსცა ნაკლებად ცნობილი მწერლის მორგან რობერტსონის რომანი "უიღბლობა", რომელსაც თანამედროვეებში არავითარი ინტერესი არ გამოუწვევია. რომანში მოქმედება ვითარდება ხომალდზე სახელად "ტიტანი", რომელსაც, წიგნის მიხედვით, შემდეგი მახასიათებლები ჰქონდა: ხომალდის სიგრძე იყო 245 მეტრი, წყალწყვა 70 000 ტონა, სიჩქარე 25 კვანძი საათში, გემს ჰქონდა 4 ძრავა და 3 ხრახნი.

აპრილის ცივ ღამეს "ტიტანი" ეჯახება აისბერგს და იძირება...

რომანის დაწერიდან 14 წლის შემდეგ ზღვაში გასული რეალური გემი "ტიტანიკი" 249 მეტრი სიგრძის იყო, წყალწყვა 69 000 ტონა, სიჩქარე 25 კვაძი, ჰქონდა 4 ძრავი და 3 ხრახნი. აპრილის ცივ რამეს "ტიტანიკი" აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა.

გასაოცარი დამთხვევაა, არა? - მწერალმა იწინასწარმეტყველა კატასტროფის თითქმის ყველა დეტალი: წიგნშიც და რეალობაშიც ხომალდი ჩაუძირავად იყო აღიარებული. იქაც და იქაც არ იყო მაშველი ნავების საკმარისი რაოდენობა, მგზავრების რაოდენობა ავტორის ფანტაზიით და რეალობაშიც 3000-ს აღწევდა. ლოგიკის მხრივა ამის ახსნა უბრალოდ შეუძლებელია.


image

12
6822
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
6822
  
2016, 1 ნოემბერი, 15:59
...და ვენაშიც 1809 წელს შევიდა, 1812-ში სად ეცალა ავსტრიისთვის... :)
2016, 1 ნოემბერი, 15:58
ნაპოლეონზე მოტანილი ფაქტები "შოკისმომგვრელად" არასწორია და სიცრუეა, სანამ რაღაცას დაწერთ, გადაამოწმეთ ხოლმე...
2016, 18 აგვისტო, 19:31
ამქვეყნად არაფერი არ ხდება ქაოსურად..ყველაფერი გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება:)
2016, 18 აგვისტო, 0:33
ნაპოლეონზე და და ჰიტლერზე არ ვიცოდი საინტერესოა.... კიდევ არის უამრავი საინტერესო და გამაოგნებელი დამთხვევები
2016, 15 აგვისტო, 19:49
ვაიი :/ :(
2016, 15 აგვისტო, 19:19
კი ეწერება, მაგრამ არ ზიარდება..თავად საიტი აზიარებს ხოლმე ხანდახან, ისიც თუ მოეპრიანათ :დდდ
2016, 15 აგვისტო, 19:17
მე აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ და რომ დაეწერა გაზიარდაო?
2016, 15 აგვისტო, 19:15
მადლობაა, თუმცა გაზიარება კაი ხანია, აღარაა ::)
2016, 15 აგვისტო, 18:55
ძალიან საინტერესოა, გავაზიარეე
2016, 15 აგვისტო, 16:43
დიდი მადლობა შენიშვნებისათვის და კიდევ იმისათვის, რომ ამდენი წერა არ დაგეზარათ:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10