x
image
lady.ge
ჰოლივუდის საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს მიხედვით

imageრამდენიც არ უნდა ამტკიცონ ადამიანებმა ეს ზოდიაქოები სისულელეა და პირად ურთიერთობაში მხოლოდ გულის კარნახს უნდა მიენდოო, არ არის მასე ჩემო კარგებო და კეთილებო. ვინც ასე თუ ისე ჩახედულია ასტროლოგიაში, იცის ალბათ რომ ერთი სტიქიის ადამიანები უფრო უკეთ ეწყობიან ერთმანეთს ვიდრე განსხვავებული სტიქიის წარმომადგენლები. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს უფრო ზუსტი გათვლა და ის რომ მაგალითად თქვენ ლომი ხართ, თქვენი შეყვარებული კი ვერძია სულაც არ იძლევა იმის გარანტიას რომ თქვენ იდეალურად გაუგებთ ერთმანეთს. თუმცა ეს ყველაფერი უფრო ღრმა მსჯელობის საგანია, ამიტომ აჯობებს ამ ეტაპზე უფრო ზოგადი ახსნით შემოვიფარგლოთ და ცნობილი წყვილების მაგალითზე განვიხილოთ ვინ ვის როგორ და რატომ ეწყობა.

image

დავიწყოთ ყველაზე ცნობილი წყვილით, რომელმაც ამდენწლიანი თანაცხოვრების და ბავშვების მთელი ინკუბატორის დაგროვების შემდეგ როგორც იქნა გადაწყვიტეს დაქორწინება-ბრედი და ანჯელინა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ისინი ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებს მშვილდოსანს (ბრედ პიტი) და ტყუპს (ანჯელინა ჯოლი) წარმოადგენენ. თუმცა მათ შორის მაინც აღმოცენდა და საკმაოდ მყარი ფესვები გაიდგა სიყვარულმა.

image


კიდევ ერთი ძლიან მყარი და მრავალშვილიანი წყვილი მსახიობების ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის წყვილია, რომელთაც კლასიკური თავსებადობა აქვთ ლომი (ბენ აფლეკი) და ვერძი (ჯენიფერ გარნერი), ვერძი ქალისთვის ლომი მამაკაცი ერთერთი საუკეთესო წყვილია, რომელიც უძლებს და იტანს ამ რთული ხასიათის ქალს.


image

ასეთივე კლასიკური ცეცხლის სტიქიის წყვილია მსახიობი ბენ სტილერი (მშვილდოსანი) და მისი მეუღლე ასევე მსახიობი ქრისტინ ტეილორი (ლომი).


image

საკმაოდ საინტერესო წყვილია მომღერალი ბიონსე (ქალწული) და მისი მეუღლე, ცნობილი რეპერი ჯეი ზი (მშვილდოსანი). მსგავსი წყვილი იშვიათად მაგრამ მაინც გვხვდება, ამ შემთხვევაში მშვილდოსანს ქალწულის მოთმინება და გაწონასწორებული ხასიათი "აბამს" როგორც ჩანს. თან ბიონსე არ გახლავთ ქალწულის ზოდიაქოს ტიპიური წარმომადგენელი, მას მორიელის და ლომის დიდი გავლენა აქვს, ამიტომ გასაკვირი არაა რატომ მიიზიდა ცეცხლოვანი მშვილდოსანი, მიწიერმა ქალბატონმა ასე ძალიან.


image


ტაბლოიდების საყვარელი საჭორაო საგანია ასევე ორი მომღერლის, ჯასტინ ბიბერი (ლომი) და სელენა გომესი (კირჩხიბი) ურთიერთობაც. ლომი კაცისთვის კიბო ქალი საკმაოდ კარგი წყვილია, თუ კიბო მას გამუდმებული ეჭვებით და ზედმეტი მესაკუთრული გრძნობების გამომჟღავნებით არ დაღლის.


ამ ეტაპზე სულ ეს იყო.. მომდევნო სტატიაში კიდევ რამოდენიმე წყვილს განვიხილავთ


მომავალ პოსტამდე


1
1268
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1268
  
2013, 25 აპრილი, 14:05
აქ ასტროლოგია არაფერს შუაში არ არის... სიყვარული სხვა რამეა და ასტროლოგია ვერ განაგებს ვინმე წყვილის თანაცხოვრების ურყევ წლებს. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლეც ასტროლოგიური თვალსაზრისით ვერძი-ქალი და მშვილდოსანი-მამაკაცი იდეალური წყვილი, ცხოვრებაშიც იდეალურად ვართ, მაგრამ ეს ასტროლოგიის გავლენა სულაც არ მგონია. სიყვარული რწმენა ღვთისა, ურთიერთგაგება, ზრუნვა და სხვა გრძნობათა ერთობლიობის ფონია.
0 1 1