x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134575
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სამსახურებრივი ურთიერთობების რეგულირება (ნაწილი III )
imageკიდევ მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე მოსაზრება სამსახურებრივი ურთიერთობების რეგულირების შესახებ. ალბად დამეთანხმებით, რომ სამივე ნაწილი მოიცავს ისეთი სახის რჩევებს, რომლებიც სრულიად უწყინარია და ადვილად შესასრულებელი:

1. თუ მოსაუბრე თანამშრომელს არ ეთანხმებით, ან ფიქრობთ რომ რაღაც არარეალურ საკითხზე საუბრობს უთხარით, რომ მისი მოსაზრება კი საინტერესოა, მაგრამ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, არსოდეს არ უთხრათ პირდაპირ, რომ არა მას არ ეთანხმებით.

2. თუ ადამიანს ეუბნებით, რომ რაღაც საკითხი იმ კუთხით ვერ მოგვარდება რაზეც ის საუბრობს, აუცილებლად შესთავაზეთ ალტერნატიული გზა, არას თქმა ადვილია ყველასთვის.

3. აუცილებლად შეაქეთ ადამიანი, თუ ის რაიმე საკითხს კარგად აკეთებს, ან კარგად გამოიყურება. თუ თქვენს კომპლიმენტს დადებითი კომენტარით გამოეხმაურება, კიდევ შეგიძლიათ კარგი თქვათ მასზე, მაგრამ თუ თქვენი კომპლიმენტი ურეაქციოთ დატოვა ესეიგი არ გეთანხმებათ და ჯობია სხვა საკითხზე გადაიტანოთ საუბარი.


4. ეცადეთ როდესაც ორი თანამშრომელი საუბრობს ხელი არ შეუშალოთ.

5. თუ თქვენ ახალი თანამშრომელი ხართ და ისეთი საყვედური მიიღეთ, რომ ფიქრობთ არ იმსახურებდით, ვფიქრობ გამოსავალი დროა. პერიოდი გაივლის და ყველა თქვენს დადებით თვისებას დაინახავენ და მოსაზრებას თავად შეიცვლიან.

0
44
4-ს მოსწონს
ავტორი:PAPILLON
PAPILLON
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0