x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2016 წლის თმის შეღებვის ჰიტი – ბალიაჟი (40 ვარიანტი)! აჩვენეთ ეს თქვენს სტილისტს!

წელს თმის შეღებვის ჰიტი, უდავოდ, ბალიაჟია. ბალიაჟი თმის შეღებვის ახალი ტექნიკა არის, რომელიც მელირებას მოგვაგონებს. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთში მოიგონეს, მაგრამ მთელს მსოფლიოში, მხოლოდ წელს გახდა პოპულარული. სწორედ ამაზე არის ნათქვამი “ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო". განსხვავება მელირებასა და ბალიაჟს შორის ის არის, რომ მელირების დროს, შეღებვა ვერტიკალურად ხდება, ხოლო ბალიაჟისას – ჰორიზონტალურად. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, გამოიყენება ერთი ფერის რამდენიმე ტონალობა, რომელიც გლუვად გადადის ერთმანეთში, თუმცა, გადასვლა შეიძლება მკვეთრიც იყოს. ბალიაჟი ყველა ქალბატონს განსაკუთრებულს და განუმეორებელს ხდის, რადგან ორი ერთნაირი ბალიაჟი ვერ იარსებებს, თუ ამისი გაკეთება სპეციალურად არ მოხდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმაზე ნერვიულობა მოგიხდებათ თუ არა? არ არის საჭირო! შეღებვის ამ ტექნიკას საფუძვლად ყოველთვის სახის პროპორციები და თმის ფერი უდევს, იღებება მხოლოდ ბოლოები და თმის ძირითადი ნაწილი ხელუხლებელი რჩება.

imageაქ წარმოდგენილია ბალიაჟის ტექნიკის ყველაზე პოპულარული 40 ვარიანტი. რომელთა შორის, თქვენ აუცილებლად შეძლებთ, თქვენთვის მისაღები ვარიანტის შერჩევას!

image1. თმის ძირებიდან

imageფერის გადასვლა პირდაპირ თმის ძირებთან — საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც უახლოესი სამი თვის მანძილზე არ გეგმავს სალონში წასვლას! ეს არის ბალიაჟი, რომელიც ავტომატურად მიიღება შეღებილი თმის გაზრდის შემდეგ.


2. ფერფლისფერი ნისლი

imageეს ვარიანტი, უფრო მეტად, მოკლე თმას უხდება: ფერფლისფერი თმას მოცულობითს ხდის და ფერების ლამაზ გადასვლებს აკეთებს.


3. ბლონდი
imageძალიან ღია ფერი და ღია წაბლისფერის მიქსი ბუნებრივად გამოიყურება – თითქოს თმის ერთი ნაწილი მზეზე არის გამოხუნებული. ეს ვარიანტი ღია ყავისფერი ან ხორბლისფერი თმის გოგონებისთვის არის.


4. კულლებზე
imageთუ ტალღოვანი თმა გაქვთ, ამოირჩიეთ ბალიაჟი არათანაბარი შეღებვით. ამ შემთხვევაში, შეღებილი კულულები ძალიან ორგანული იქნება, იმისდა მიუხედავად, თუ ერთმანეთზე როგორ დაჯდება.


5. ფერადი

imageამ სეზონზე, ფერადი საღებავებიდან, ლიდერობას არავის უთმობს 3 ფერი: ბორდო, მუქი იისფერი და ალუბლისფერი.


6. შოკოლადი და კარამელი

imageეს ბალიაჟი იდეალურია მათთვის, ვისაც მუქი ფერის თმა აქვს: ყავისფერი ბაზა და კარამელის ანარეკლი – ფერთა ულამაზესი შეხამებაა.


7. ვარდისფერი თაფლი
imageქარვისფერი ტონალობა თმის ძირებში, რომელიც პრაქტიკულად მაშინვე მარწყვისფერ ქერაში გადადის — ამ სეზონის, მეგა-ჰიტია!


8. ოქროს წაბლი

image

მუქი ფერის გრძელი თმა უფრო მოცულობითი და მდიდრული იქნება, თუ ზედა კულულები ოქროსფერი ტონით დაიფერება.



9. ხორბლის

imageყავისფერი თვის გაღიავება ხორბლის ფერამდე, ძნელი არ არის, ხოლო წამოზრდილი თმის ძირები, ვარცხნილობას დამატებით ხიბლს შესძენს.


10. კონტრასტული

imageნუ შემოიფარგლებით მუქიდან ღია ფერზე გადასვლით: მუქი-ღია–მუქი ანუ მუქი აქცენტები თმის ბოლოებზე — არის ახალი ტრენდი, რომელიც დიდი ხნით იქნება მოდაში.


11. ფარული ბალიაჟი

imageფერის გაწელვა მთელს სიგრძეზე – ბუნებრიობის იმიტაციას იძლევა და ვერავინ მიხვდება, რომ ეს სტილისტის ჩარევის შედეგად არის მიღებული.


12. ფენა-ფენა ბალიაჟი
imageამ შემთხვევაში, საჭიროა თმის ზედა და ქვედა ნაწილების გაღიავება, ხოლო შუაში მოქცეული თმა – ხელუხლებელი რჩება. ასე შეღებილი თმა ვიზუალურად მოცულობითი არის და ბუნებრივად გამოიყურება.


13. მხოლოდ ბოლოები
imageვარცხნილობის განახლების ყველაზე ადვილი მეთოდი — ქვედა 10 სანტიმეტრის გაღიავება არის.


14. სახესთან

imageსახის ოვალის ირგვლივ ბალიაჟი, რამდენიმე წლით გაახალგაზრდავების საუკეთესო ხერხი არის.


15. მთელს სიგრძეზე
imageსაკმარისია თმის გაღიავება მხოლოდ ერთი ტონით, რომ თმის ფერი უფრო გამოცოცხლდეს და ნათელი გახდეს.


16. პლაჟის ვერსია

image

მკვეთრი განსხვავება მუქ და ღია ფერის თმას შორის – ამ სეზონის კიდევ ერთი ტრენდია.

17. კარამელი და რძე

imageფერთა იდეალური შეწყობა არის, რომელიც ყველას უხდება.


18. ცალკეული კულულები

imageეს აღმოჩენა არის მუქი ფერის თმის მქონეთათვის: მხოლოდ ცალკეული კულულების გაღიავება და ისიც სანახევროდ!


19. ლაით-ვერსია

imageწინა ვერსია თუ მეტისმეტად მკვეთრად და გამომწვევად მიგაჩნიათ, შეგიძლიათ უფრო მსუბუქი ვერსია სცადოთ: ნაკლები თმა გაიღიაოთ და კონტრასტული მხოლოდ თმის ქვედა ნაწილები გახადოთ.


20. ცეცხლოვანი

imageფერის ინტენსივობას თუ თმის ძირებიდან ბოლოებისკე გაზრდით — თქვენს თმას ცეცხლოვანს გახდით!


21. მარწყვი შოკოლადში

imageეს საუკეთესო ვარიანტია მუქთმიანებისთვის: ყავისფერი თმა გადადის კრემისფერ-მარწყვისფერ ტონალობაში. ამის გაკეთება მხოლოდ სუპერპროფესიონალ სტილისტებს შეუძლიათ!


22. ჟოლოს შეიკი

imageწელს ჟოლოს ფერი წამყვან პოზიციაზეა: ძალიან ლამაზი გამოდის ნატურალურ თმაზე ღია ჟოლოსფერ ტონები!


23. ქალთევზა

imageეს კი ქერა თმიანებისთვის არის: ფერფლისფერ თმის ძირებზე და ბოლოებზე ძალიან კარგად ჯდება ღია ლურჯი ფერის საღებავი.


24. წითელი მოცხაარი

imageნაზი ვარდისფერი ტონალობა, ცალკეულ კულულებზე, ქერა თმას მოცულობითს, ხოლო ფერს — ინტენსიურს გახდის.


25. უნდინა (ტალღა) – წყლის სული

imageმრავაჯერადად თმის ქერად შეღებვის შემდეგ, გარისკეთ და მწვანე ტონალობა დაიმატეთ. ზაფხულის საზონზე, ასეთი ბალიაჟი, სრულ ჰარმონიაში არის გარემოსთან.


26. ტყის ია

imageფერფლისფერი ქერა თმა და იისდერი ბალიაჟი – განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება დაწნულ თმაზე.


27. ვიწრო ზოლებით

imageთმის სულ ვიწრო ზოლების ტონირებაც კი, სულ სხვანაირს ხდის ვარცხნილობას: ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც ჯერ-ჯერობით ვერ ბედავს თმის მთლიანად გადაღებვას.


28. ფერფლისფერი ქერა

imageღია წაბლისფერი და თეთრი — კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც თეთრი სახის კანი და ცისფერი თვალები აქვს!


29. პლატინა

imageწაუგებელი ვარიანტია მათთვის, ვინც თვლის რომ რუხი, ჩამქრალი თმა აქვს.


30. ბუმბული და ელვარება

imageრადიკალურად მუქი თმის ძირებში და ძალიან კონტრასტული ბოლოებში: სქელი და მოცულობითი თმისთვის, საუკეთესო ვარიანტია, საფეხურებრივი ვარცხნილობის ხაზგასასმელად.


31. ცოტა-ცოტა ყველაფერი

imageფერფლისფერის, ვარდისფერის და თაფლისფერის მიქსს, შეუძლია განუმეორებელი თმის ფერი შექმნას მხოლოდ თქვენთვის, რომლის კოპირება, უბრალოდ შეუძლებელი იქნება.


32. კასკადი

image

ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, მაგრამ ძალიან ეფექტურად გამოიყურება სრულიად სწორ თმაზე.


33. ჭაღარა

imageმოდაში შემოსული ჭაღარა ტონები, არც ბალიაჟისთვის არის უცხო: ასეთი თმა — ნამდვილად მდიდრულად გამოიყურება!


34. ვარდის კოკორი

imageმწვანე ფერის ტონალობა ვარდისფერ ქერა თმაზე — სტილისტებმა ასე რომანტიკულად მონათლეს.


35. ნათელი

imageთუ 90-იანებში თქვენი ოჯახის წევრებმა არ მოგცეს თმის ვარდისფერად შეღებვის უფლება, ეხლა სწორედ ის დროა, რომ ძველი სურვილი აისრულოთ.


36. ასიმეტრიული ბალიაჟი

imageთუ გრძელ თმას ატარებთ და ის მთლიანად უკან გაქვთ გადატანილი ან ერთ მხარზე გაქვთ გადაწეული, მაშინ ეს ბალიაჟი სწორედ თქვენთვის არის.


37. დაწნული

imageთქვენს სტილისტს შეუძლია თმის მხოლოდ იმ ნაწილის გაღიავება, რომელიც ნაწნავში მოხვდება.


38. წითელი და შავი

imageგოთურია, მაგრამ როგორ იზიდავს თვალს!


39. იასაამანი

imageცოტაოდენი იისფერი აქცენტები და თქვენ არ დარჩებით შეუმჩნეველი.


40. ოქრო და ვერცხლი

imageმუქი ძირებიდან ოქროსფერ შუაგულზე გადასვლა, ხოლო იქიდან — ვერცხლისფერ ბოლოებზე, ძალიან ლამაზად გამოიყურება და შეიძლება ითქვას, რომ ელეგანტურობის პიკია!

0
5765
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5765
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0