x
image
ციცი
Mediator image
"თინა ზესტაფონშიო!!! რატომაო?"-თინათინ ხიდაშელი ზესტაფონში "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება-"წავიდეთ და მოვიგოთ!!!"

image
ყოფილი თავდაცვის მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატია. თუ რატომ იყრის კენჭს ქალბატონი თინა ზესტაფონში, ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


"თინა ზესტაფონშიო!!!
რატომაო?
" ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი ერთად გავიმარჯვოთ, არ გაქვთ კომპლექსები აქტიური ქალის, გაქვთ კავშირი ზესტაფონთან, გინდათ იყო მონაწილე ძალიან მაგარი კამპანიის, მიიღოთ კარგი გამოცდილება კამპანიის, საჯარო პოლიტიკის, დიდი ადრენალინი კეთილ, მაგარ იმერლებთან ურთიერთობით ან უბრალოდ გიყვართ იქაურობა შემეხმიანეთ, აქ, პირადში, ტელეფონზე."
1. მე პირადად დავიბადე და გავიზარდე თბილისში, და არ დაიწყებ ეხლა სინამდვილეში ასე და ისეთქო. თბილისელი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვირელი, სწორედ ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირიდან.
2. თბილისელობის გარდა სრულიად ყველა მხრიდან და ყველა გადასახედიდან იმერელი ვარ და იდენტიფიცირება სწორედ იქაურობასთან მაქვს. 2008-ში ზესტაფონში მიტინგზე ვთქვი, ერთხელ "სახლში მოვედი"-თქო და არასოდეს დამავიწყდება ზესტაფონლების რეაქცია.
3. სწორედ ეს რეაქციაა, რომელიც შემდეგ არაერთხელ გამომიცდია, ჩემი სამწლიანი ქუთაისური ცხოვრების ზესტაფონური დრო მაძლევს ენერგიას და იმედს.
4. 4 წლის წინ საგარეჯოში წავედი. მაშინაც ყველა შოკშო იყო. საგარეჯოდან ერთი ბებია მყავდა და სულ ეს იყო ამ თბილისელი გოგოს ბმა იქაურობასთან, მაგრამ ბევრი გულზე მჯიღის მცემელისგან განსხვავებით, მაშინ ოლქი მოვიგე. არ დაგავიწყდეთ თითქმის 40% აზერბაიჯანულია ის ოლქი და მაინცდამაინც ვერც ვერავინ მოიგო მაშინ ე.წ. განწირული წითელი ოლქები.
5. ხოდა, არც არასდროს მივლია ადვილი გზით და არც ეხლა ვგეგმავ.
6. მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების, ვიცი ზესტაფონი იმსახურებს დეპუტატს, რომელსაც მისი ფუნქცია ესმის და რომელიც მზად არის დღე და ღამე თქვენთან ერთად, თქვენთვის იშრომოს და იბრძოლოს.
7. ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი ჩემთან ერთად გაიმარჯვოთ, არ გაქვთ კომპლექსები აქტიური ქალის, გაქვთ კავშირი ზესტაფონთან, გინდათ იყო მონაწილე ძალიან მაგარი კამპანიის, მიიღოთ კარგი გამოცდილება კამპანიის, საჯარო პოლიტიკის, დიდი ადრენალინი კეთილ, მაგარ იმერლებთან ურთიერთობით ან უბრალოდ გიყვართ იქაურობა შემეხმიანეთ, აქ, პირადში, ტელეფონზე.
წავიდეთ და მოვიგოთ!!!"
image

0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0