x
image
მანჩო 777
კანალიზაციაში ნაპოვნი ყველაზე უცნაური ნივთები
ლეგენდები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იმალებოდეს ცივილიზაციის გამდინარე წყლებში, ასწლეულების მანძილზე აღელვებდა ადამიანებს. კანალიზაციის მილებსა თუ კოლექტორებში ნაპოვნი უცნაური ნივთები ცეცხლზე ნავთს ასხამს და კიდევ უფრო აინტრიგენს ამ ვერსიების მრავალფეროვნებას.


image


როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, კანალიზაციაში შეიძლება უამრავი უცნაური ნივთის პოვნა, მათ შორის შეიძლება იყოს:


ოქრო



image

იაპონიის ქალაქ ნაგანოს კანალიზაციაში ნაპოვნი იქნა ოქრო, რომლის საერთო ღირებულება 47 ათას დოლარს აჭარბებდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ძვირფასი ლითონი სიბინძურეში მოხვდა ფურცლოვანი ლითონის დამამზადებელი ქარხნების ნარჩენების არასრული ფილტრაციის გამო. ეს ქარხნები წარმოების პროცესში ოქროს იყენებენ.


ძვირფასი საათები


image

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ესეკსში დამლაგებელმა კანალიზაციის ჭაში აღმოაჩინა Omega, Franck Muller და Rolexes-ის საათები, რომელთა საერთო ღირებულება 70 ათას დოლარს უდრიდა.


ცხიმოვანი საცობი


image

გამდინარე წყლების მილები ძალიან ხშირად ბინძურდება ცხიმით და სხვა ამდაგვარი ნივთიერებებით. ასე, მაგალითად, ლონდონის კანალიზაცია გაჭედა 15 ტონიანმა ცხიმის საცობმა, რომელიც სიმაღლით ორმეტრიანი ავტობუსის ტოლი იყო.



ალიგატორი


image

2016 წელს ტეხასის ერთ-ერთი კანალიზაცია გაიჭედა. სანტექნიკოსებმა ძლივს იპოვეს ამის მიზეზი: ალიგატორი, რომელიც 136 კილოგრამს იწონიდა. სხვათა შორის, ნიუ-იორკშიც საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა კანალიზაციაში ნიანგებს პოულობენ.


ცხვარი


image

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, სურექსის საკანალიზაციო სისტემაში მოსეირნე ცხვარი იპოვეს. ცხოველის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ის იქედან ამოათრიეს.


ძროხა


image


ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, საკმაოდ ხშირად ხდება უცნაური ამბები. ერთხელ სოფელში ძროხა დაიკარგა. პატრონი მას ოთხი დღე ეძებდა; ბოლოს, მეხუთე დღეს, ერთ-ერთმა მეზობელმა კანალიზაციიდან უცნაური ხმები გაიგონა. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ფური.


უცნაური ყბის ძვალი


image


რამოდენიმე წლის წინ ედმონტონში, კანადაში, ერთ-ერთ კანალიზაციის ჭაში იპოვეს უცნაური ყბის ძვალი. მეცნიერები დიდხანს სწავლობდნენ მას, მაგრამ ვერ გამოარკვიეს, თუ რა ცხოველს ეკუთვნოდა ეს ძვალი... შესაძლებელია, კანალიზაციაში მუტანტები ცხოვრობენ.


მარიხუანის პლანტაცია


image

მწეველების ჩვევამ, პოლიციის თვალის ასახვევად ჩაყარონ ტუალეტში მარიხუანის მარცვლები, გამოიწვია ამ მცენარის საკმაოდ დიდი პლანტაციების გაზრდა აშშ-ის კანალიზაციის სისტემაში. იქ შესანიშნავი გარემოა ამ მცენარის გასახარებლად: სითბო და ნესტი, აგრეთვე უამრავი ბუნებრივი სასუქი.


ავტომობილი


image

და ისევ ლონდონი, სადაც ერთხელ რაღაც საგანმა მთელი საკანალიზაციო სისტემა გაჭედა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მანქანის ნახევარი. მეტდ უცნაური და აუხსნელი ნაპოვნია, არ მეთანხმებით?


ხელყუმბარა


image

კვლავ ლონდონი: ერთ ერთ საკანალიზაციო სისტემაში ვინმე რობ სმიტმა ხელყუმბარა შენიშნა და მაშინათვე გამოიძახა პოლიცია. იყო ხელყუმბარა მოქმედი თუ არა-პოლიციამ ამაზე დუმილი ამჯობინა.


ფაქსი


image

შოტლანდიის ერთ-ერთ ქალაქში ვიღაცას ისე მოაბეზრა თავი ფაქსის აპარატმა, რომ ის კანალიზაციაში მოისროლა. ფაქსთან ახლოს იპოვეს აგრეთვე ჯინსები, პლუშის ვინი-პუჰი და ცოცხალი გველი.


ჭიების უზარმაზარი გუნდი


image

ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთ საკანალიზაციო სისტემაში დაბრკოლება გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ საკანალიზაციო გვირაბი გაჭედილი იყო, ოღონდ არა ცხიმის გროვით, არამედ ჭიების უზარმაზარი გუნდით, რომლის საერთო წონა ორ ტონას აღემატებოდა.


დინოზავრის ძვლები


image

დინოზავრის ძვლებს, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, არამარტო პალეონტოლოგიურ მუზეუმში შეხვდებით. ასე, მაგალითად, დინოზავრის გაქვავებული ძვალი აღმოაჩინეს კანადაში, ტორონტოს კანალიზაციაში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძვალი ჰიპაკროზავრს ეკუთვნის.


პლაცენტა


image

ყველა ქალმა კარგად იცის, რომ მშობიარობა უნდა მოხდეს სამშობიარო სახლში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ როგორც სხვადასხვა ქვეყნების კანალიზაციებში ნაპოვნი პლაცენტების რაოდენობა გვიჩვენებს, ქალების დიდ ნაწილი უპირატესობას ანიჭებს სახლში მშობიარობას, თანაც ჭიპლარის საკუთარი ხელით გადაჭრას.


ცოცხალი ახალშობილი


image

სიდნეიში, ავსტრალიაში, ველოსიპედისტებმა კანალიზაციაში ახალშობილი ბავშვი იპოვეს. უსულგულო დედამ ის უსირცხვილოდ ჩააგდო კანალიზაციაში. ჩვილი დახმარებას მთელი ხუთი დღე ელოდა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. პოლიციამ მალე იპოვა დამნაშავე და მას ბრალი წაუყენეს ბავშვის სიცოცხლის ხელყოფაში (სამწუხაროდ, უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი შეთხვევები არამარტო ავსტრალიაში, არამედ საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ხდება).

0
699
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0