x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გავლენის იარაღები
ადამიანებს ერთმანეთზე გავლენის მოხდენა სხვადასხვა
გზით შეგვიძლია.ეს გზები შეიძლება გაუცნობიერებელი ან გაცნობიერებული იყოს.ჩვენ ამ ხერხებს ვიყენებთ რადგან ვიყოთ მოწონებულები და მიღებულები სხვების მიერ, შევასრულებინოთ ჩვენთვის სასურველი მოქმედებები სხვებს და სხვა მრავალი მიზეზით. საინტერესოა იმ მაგალითების განხილვა, რომლებითაც შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ სხვა ადამიანებზე საჭიროების შემთხვევაში:

1.როდესაც ვინმეს რაიმეს გაკეთებას ვთხოვთ ამას უნდა დავურთოთ მიზეზი.image მაგალითად, თუ ჩვენ ვდგავართ ქსეროქსის რიგში და ძალიან გვეჩქარება, შეგვიძლია ჩვენზე წინ მდგომს ვუთხრათ:”უკაცრავად, მხოლოდ 5 გვერდი მაქვს და ძალიან მეჩქარება, რიგს ხომ ვერ

დამითმობდით?”. ამას ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.



2.ურთიერთგაცვლა-ჩვენვალდებულნი ვართ სამაგიერო გადავუხადოთ მათ, ვინც ჩვენთვის რაიმე გააკეთა.მაგალითად, ჩვენცუნდა დავპატიჟოთ ისინი წვეულებაზე, ვინც ჩვენ დაგვპატიჟა.ეს საზოგადოებაში მიღებული ნორმაა, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ეს წესი, რადგანაც ვიყოთ მოწონებულები და მიღებულები.


3.ჩვენ ”კი”-ს ვეუბნებით მას, ვინც მოგვწონს.ჩვენ მოგვწონს
ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანები, რადგანაც მათ მივაწერთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა სიკეთე, ნიჭიერება, ინტელექტუალობა, გულითადობა და ა.შ. ამიტომაც არჩევნებში ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანები უფრო მეტ ხმას იღებენ.


4.ჩვენ მეტად ვეხმარებით ჩვენ მსგავს ადამიანებს.

ეს შეიძლება იყოს imageთვისებები, ინტერესები, იუმორის გრძნობა, ჩაცმის სტილი, შეიძლება ეს მსგავსი დაბადების თარიღიც კი.















5.კომპლიმენტები-ჩვენ ხშირად ვეუბნებით ან გვეუბნებიან კომპლიმენტებს, ამით
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის რაც გვსურს.


6.ავტორიტეტი-ჩვენ ბავშვობიდან ვსწავლობთ, რომ მორჩილება სწორია.ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ავტორიტეტს, ამიტომაც ამას კარგად იყენებენ, როგორც გავლენის იარაღს, რადგანაც ჩვენ შეიძლება არც გადავამოწმოთ ავტორიტეტის ნათქვამი ისე დავემორჩილოთ მას.


ამ და სხვა მრავალი გავლენის იარაღებით შეგვიძლია ვიმოქმედოთ
სხვებზე.თუმცა, ასევე ჩვენც უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგანაც მარკეტოლოგებიც დიდი წარმატებით იყენებენ ამას ჩვენს წინააღმდეგ.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0