x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"უკიდურესი სიმახინჯე და სამარცხვინო ქაჯობა!"-ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. გროვდება ხელმოწერები ოლიმპიური სამოსის შესაცვლელად.
image
ქართველი ოლიმპიელები ფიცის დადების და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე, გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე კომპანია "სამოსელი პირველის" მიერ შეკერილი ტანსაცმლით წარსდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიურ თამაშებში ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში იმართება, სადაც 13 ოლიმპიურ სახეობაში მონაწილეობას 39 ქართველი სპორტსმენი მიიღებს, რომელთაგან 9 გოგონაა.


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა, სადაც მან აღნიშნა:

"ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ, რაზეც კომპანია "სამოსელი პირველმა" იზრუნა და ჩვენი შეკვეთა შეასრულა. ჩემი აზრით, გოგონებიც და ბიჭებიც კარგად გამოიყურებიან და აღლუმზე გამოსვლის დროს გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ნაციონალური ორნამენტებით მორთული ფორმაა."

თუმცა, სხვაგვარი რეაქციები ჰქონდათ სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ქართველი სპორტსმენების ოლიმპიურმა ჩაცმულობა საყოველთაო განსჯა და კრიტიკა გამოიწვუია


აი, რას წერენ სოციალურ ქსელში ოლიმპიელების ჩაცმულობაზე.

მაია დარსმელიძე:

"რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე კი არა - რიოს კოსტიუმირებულ კარნავალზე... ჩვენები უჩქუდუკის კოსტიუმებში წარსგდებიან..."

"ყველაზე ცუდი ისაა, რომ სულ არ აქვს მნიშვნელობა ის საოცარი ტანსაცმელი ვის მოგვწონს და ვის არა. გარე თვალისთვის ერთ ბანძუშკა ქვაბში ვართ სუუყველა."

imageimageნანუკა ჟორჟოლიანი:

"შალახო გახსოვთ? საქართველოს ჰიმნს რომ "კიოდა" ვიღაც? ორლანდი ფაქსის წინ რომ დასვეს? მშიერი რომ შევარდა ანტრეში სენდვიჩის საყიდლად. შეცდომით დანგრეული ხიდები და ფაციფუცში დარგული ხეები? ოლიპმიური ცეცხლის ამბავიც გემახსოვრებათ და ეკა ბესელიას და გუგულის ინგლისურიც. რაც არ მახსოვს დაამატეთ, მაგრამ რატომ გავხსენი მემორი? გამოსალოცები არიან ესენი, მემგონი ის შავი ქვები ღუპავს ყველას. ჰოდა ან სწორად დაატრიალე და ან სხვას მიეცი ეგ ქვები თუ ჩემი ძმა ხარ. ვაახ!"


"არ ვიცი ვისი იდეაა, მაგრამ დროულია... იქნებ მოესწროს რამე... ბმულზე უნდა შეხვიდეთ და ხელი მოაწეროთ."imageimageნიკა გვარამია:

"ქართველი ოლიმპიელების სამოსი - უგემოვნებას რომ თავი დავანებოთ, ეს 90-იანი წლების იუდაშკინ-ზაიცევის ესთეტიკის და ყარაყალპაკების ნაციონალური სამოსის ნაზავი, ქართული ეროვნული სამოსის ესთეტიკასთან რა კავშირშია?
უკიდურესი სიმახინჯე და სამარცხვინო ქაჯობა - აი, რა არის ეს, ქართული ოლიმპიელების სამოსი კი არა!"

"დედას ვფიცავარ, ასეთი გაბრაზებული ნიუსფიდი და ეროვნული ერთსულოვნება თუ მახსოვდეს, 40 წლის მოვიყარე კაცი."image
imageზვიად ციკოლია:image

"ჩემო ძვირფასებო, კრიტიკას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს, მაგრამ სანამ რამის კეთებას დააპირებთ მითუმეტეს ისეთის, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა იხილოს იქნებ გადაგეხედათ ტენდენციებისთვის? ნახეთ რალფ ლორენის ფორმები და კიდევ კალენდარს დახედეთ ხოლმე, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ".

imageანიტა რაჭველიშვილი:

"ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება! სირცხვილია! ქართული ტრადიციული ტანისამოსის ამას არაფერი აქვს მგონი?! არა?!"image

"აი არ ვიცი რა ვთქვა! საშინლად გამოიყურება და ვერ დავხუჭავ ამაზე თვალს!"image

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ხელმოწერებს აგროვებს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობის შესაცვლელეად:

"ვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ არ მოსწონდეთ არსებული ფორმა. მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს, ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება!"

imageimageimageდა ბოლოს, გაშარჟებული ფოტოები:imageimage

5
1529
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1529
  
2016, 25 ივლისი, 16:55
გასაგებია რომ, შეიძლებოდა უკეთესი ფორმა შეკერილიყო, უფრო ადეკვატური ეროვნულ სამოსთან, მაგრამ ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო?... სხვა ამაზე მეტი მნიშვნელოვანი პრობლება აღარ გვაქვს?
2016, 25 ივლისი, 9:45
საინტერესოა ეს რო მიშას დროს გაკეთებულიყო რას იტყოდნენ :)
2016, 25 ივლისი, 0:39
გასაგებია რომ ეს ჩაცმულობა (რბილად რომ ვთქვათ), ცუდია და არ არის შესაბამისი სეზონისა და იმ ღონოსძიებისთვის, რომლისთვისაც შეიკერა. მაგრამ..... მაგრამ N1 - დამნაშავეა არა მხოლოდ ის, ვინც შეკერა, არამედ (უფრო მეტადაც) ის, რომელმაც შეკვეთა მისცა. რადგან ნებისმიერმაიცის, რომ ''სამოსელი პირველი'' მხოლოდ ქართულ (აქ იყო თუ არა ამ ჩაცმულობაში ქარტული ელემენტები და აშკარად არის, ვისაც დანახვა არ უნდა მე ვერაფრით დავეხმარები) ან ქართული ყაიდის სამოსს კერავს და არა სპორტულ ტანსაცმელს. მაგრამ N2 - ყოველთვის რატო გახარებტ სხვების ასეტი წარუმატებლობა (თუნდაც პოტენციური) და რატო ხალისობთ სხვის მარცხზე ვერ ვხვდები (უფრო სწორედ, კი ვხვდები მაგრამ ამაზე საუბრის დრო ახალა არ არის) და მაგრამ N3 - თქვე კაი ხალხო, ერტი წმიტ მაინც გიფიქრიათ თვიტონ სპორტსმენებზე, რომელბმაც სულ მალე ჩვენი ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვან? გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ლაყბობით, (არ უნდა იყოს ქარტული წარმომავლობის სიტყვა, მაგრამ ზუსტად გამოხატავს იმას რაც დღეს ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობასათან დაკავშირებით ატყდა) მხოლოდ პრობლემებს უქმნით ჩვენს სპორტსმენებს? კარგიტ, დაკეტეთ რა ყბები! დააცადეტ ამ ხალხს გამოსვლა და მერე მოხსენიტ პირი და ილაპარაკეთ, რაზეც გინდათ... თუმცა მოხსნილი არა გაქვთ? სპორტსმენებს კი მივმართავ - ჩემო კარგებო, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამდენ უაზრო ლაპარაკს, ჩადით და გაიმარჯვეთ!
2016, 24 ივლისი, 20:54
ნუ აკრიტიკებთ თორე ბოლო ფოტოზე შუაში რომ ტიპია ყველას გიპოვით
2016, 24 ივლისი, 13:18
კიდევ კარგი ასეთი ,,ქაჯობები,, ხდება ქვეყანაში,თორემ ხომ დაიხოცებოდნენ უსაქმურობისგან გვარამია-ჟორჟოლიანი და მათი ,,სასტავი,,)))
0 1 5