x
image
მანჩო 777
სტივ ჯობსის "დროის კაფსულა" მიწიდან ამოთხარეს
კომპანია Apple-ის დამაარსებლის, სტივ ჯობსის მიერ მიწაში დაფლული "დროის კაფსულა", მისი პირადი ნივთებით, ამოთხარეს მიწიდან ტელეშოუს "მთხრელები" (Diggers) მონაწილეებმა. კაფსულა დაფლული იყო კოლაროდოს შტატის ქალაქ ასპენში. იგი მიწაში იმყოფებოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში.


image


ოთხმეტრიანი "ასპენის დროის მილი"(Aspen Time Tube) ჩაფლული იქნა მიწაში 1983 წელს, დიზაინერთა საერთაშორისო კონფერენციის დამთავრების შემდეგ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა სტივ ჯობსიც. ნავარაუდევი იყო, რომ კაფსულას იპოვიდნენ 20 წლის შემდეგ, მაგრამ ამ ადგილმდებარეობის რეკონსტრუქციის გამო პოვნის თარიღმა საგრძნობლად გადმოიწია.

მილში იპოვეს კომპიუტერის თაგვი Lisa, რომელსაც სახელი სტივ ჯობსმა თავისი გოგონას - ლიზას პატივსაცემად დაარქვა. აქ იყო აგრეთვე სხვადასხვა სურათები, კასეტები და ექვსი ქილა ლუდიც, რომელიც ჯილდო იქნებოდა კაფსულის მპოვნელისათვის.
ამბობენ, რომ შოუს - "მთხრელები" მონაწილეებმა ორი საათი მოანდომეს მილის ამოღებას მიწიდან. სანამ ისინი მის ზუსტ ადგილმდებარეობას დაადგენდნენ, მინდორში ორი უზარმაზარი ორმო ამოთხარეს.



image

0
483
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0