x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ქვეყანა,სადაც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ცხოვრება და დასვენება
რომელ ქვეყანაში შეიძლება დაისვენო ან იცხოვრო სიამოვნებით, კომფორტულად და თან ამისთვის მინიმალური ხარჯები დაგჭირდეს?ფორუმ Quora-ზე ყველაზე პოპულარული პასუხები გამოქვეყნდა.



10)ნიკარაგუა-ბევრი ამბობს, რომ ნიკარაგუა ახალი კოსტა-რიკაა, ფანტასტიური კურორტები, კომფორტული და ამასთანავე ხალხმრავლობა არ შეგაწუხებთ.ადგილზე ცხოვრება და გართობა გროშები ღირს.


მაგალითად სერფინგით გასეირნება ცენტები დაგიჯდებათ, საწოლი ჰოსტელში დღე-ღამე 5$ ღირს, ხოლო კომფორტული სახლი თვეში 200$-ად შეგიძლიათ იქირავოთ.

image




9)ბულგარეთი-(ან მეზობელი რომელიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა) ხშირად ითვლება, რომ ევროპაში ყოველთვის უფრო ფასები ძვირია, ვიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ან აფრიკის ტურისტულ ცენტრებში.თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფასები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე.

მაგალითად, ბულგარეთში ლიტრი ლუდი 1, 50$ შეგიძლიათ შეიძინოთ.

image



8)ჩინეთი-ჩინეთში განსაკუთრებით იაფია ტრანსპორტი, მაგალითად შეგიძლიათ ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე სულ რაღაც 1$-ად გადაადგილდეთ.



image



7)ნეპალი-2015 წლის აპრილში აქ საშინელი მიწისძვრა მოხდა, თუმცა ქვეყანა ღიაა ტურისტებისათვის, კომფორტი და სიიაფე, თუმცა ჯობია იქ სექტემბრამდე არ დარჩეთ, რადგან მაგ დროს წვიმების სეზონი იწყება.


image




6)ინდოეთი-ეს დიდი ლამაზი ქვეყანაა, თუმცა საკმაოდ ბინძური.თუ დააპირებთ აქ ცხოვრებას, შესაძლებელია აქაც იპოვოთ სუფთა და განცალკევებული ადგილი.


ფასები საოცრად დაბალია, მაგალითად შემწვარი ქათამი ბრინჯით აქ 60 ცენტი დაგიჯდებათ, ხოლო 2$-ად შესაძლებელია იმოგზაუროთ მატარებლით, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება.


image



5)ტაილანდი-მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ტურისტებისთვის უკვე ძალზე პოპულარული გახდა, ფასები მაინც არ მომატებულა.კვლავ სიიაფე და კომფორტი.


სოფელში, ჯუნგლების სიახლოვეს შეგიძლიათ დასახლდეთ დღე-ღამეში 4$-ად.

image



4)ლაოსი-ნამდვილი სამოთხეა ტურისტებისათვის, ულამაზესი მთები, ბუდისტური მონასტრები, ულამაზესი ჩანჩქერები .

ნავი აქ გადაადილების ძირითადი საშუალებაა, საოცრად სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხია.საოცრად იაფია თევზი, ქუჩაში ჭამა 1$-ზე მეტი არ დაგიჯდებათ, ხოლო სასტუმროს ნომერი 10-იდან 30 $-მდე ღირს.

image



3)-ვიეტნამი-ვინც ამ ქვეყანაში ნამყოფია ყველა ადასტურებს, რომ იქ ულამაზესი ადგილებია.

ამ ქვეყნაში შეგიძლიათ კომფორტულად იცხოვროთ და გემრიელად მიირთვათ, თითქმის ყველა კერძი 20-22 ათასი ვიეტნამური დონგი ღირს ანუ 1$-ი.

image



2)კამბოჯა-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასვენების ადგილი მცირებიუჯეტიანი ტურისტებისათვის, ულამაზესი ადგილები, კომფორტი და სუპერდემოკრატიული ფასები.

აქაურ რესტორანში სადილი 5$ დაგიჯდებათ, ხოლო ერთი კათხა ლუდი სულ რაღაც 0, 25 ცენტი ღირს.

image




1)ინდონეზია-ამ მშვენიერ ქვეყანაში შესაძლებელია მაშინაც კი ამაყად იგრძნოდ თავი თუ რამდენიმე ათეული დოლარი გიჩხავით ჯიბეში...აქ თამამად შეგიძლიათ კარგად ისადილოთ 1 დოლარად, ხოლო კომფორტული სასტუმროს ნომერი $9 -დან $25 -მდე ღირს.

image

0
877
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0