x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რონალდუმ თავის ჰონორარი კიბოთი დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხა
imageპორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ "ევრო-2016"-ზე აღებული საპრიზო თანხა, 275 000 ევრო სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდში გადარიცხა.


როგორც Lenta.ru იუწყება, რონალდუმ ამავე ფონდს ჩემპიონთა ლიგის 2015/16 სეზონის გამარჯვებისთვის აღებული თანხაც ჩაურიცხა. საერთო ჯამში პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს საქველმოქმედო ფონდებში 10 მილიონი ევრო აქვს გადარიცხული, რითაც მსოფლიოში #1 სპორტსმენი გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი თანხა აქვს გაღებული ქველმოქმედებაში.



პორტალმა Lenta.ru-მ რონალდუს ქველმოქმედების ფონზე ირონიულად გაიხსენა სიტუაცია, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ჩაფლავების შემდეგ რუსეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი ალექსანდრე კოკორინი და პაველ მამაევი შემჩნეული იყვნენ მონტე-კარლოს ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში, სადაც შამპანურით ღრეობაში 250 000 ევრო დახარჯეს.


მოგვიანებით კოკორინმა ბოდიშიც მოიხადა.




image






3
220
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
2016, 18 ივლისი, 23:57
უბრალოდ ამ ადამიანს რომ სახეზე შეხედავ სიკეთის დ სათნოების განსახიერებააა
2016, 18 ივლისი, 21:41
აბა მესი მაგარი "ჟმოტია". :)))
2016, 18 ივლისი, 18:49
წარმატებული ფეხბურთელია და ღვთის მფარველობაც არ აკლდეს
0 1 3