x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
როგორ ვასწავლოთ აუტიზმის მქონე ბავშვებს
image აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითრებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში.

როგორ ვასწავლოთ აუტისტ ბავშვს?აუტისტი ბავშვის თერაპიულ დახმარებაში ძირითად პრობლემას ის წარმოადგენს, თუ სად უნდა ისწავლოს ასეთმა ბავშვმა - სპეციალურ სკოლაში თუ ზოგადსაგანმანათლებლო კლასში? ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი არ არსებობს. ეთიკურად ყველა ეთანხმება ფართოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ აუტისტ ბავშვს უნდა ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა და ამიტომ სპეციფიკური დამატებითი დახმარებით უნდა სწავლობდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში; მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად რთულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირობებში აუტისტი ბავშვებისთვის შესაფერისი პირობების და გარემოს შექმნა, ისე რომ მათ ადეკვატური განათლება ან დახმარება

მიიღონ.

აუტიზმის მქონე ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების ადეკვატურად შერჩულ პროგრამებს, ძლიერ სტრუქტურირებულ, წინასწარმეტყველებად და კარგად ორგანიზებულ სასწავლო გარემოს. სწავლების პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს ურთიერთობის, სოციალური დასწავლის, ქცევის და ყოველდღიური ჩვევების გასაუმჯობესებელი მეთოდები. ბავშვი უნდა სწავლობდეს მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით და ინდივიდუალიზებული საწავლო პროგრამით. საკლასო ოთახი ისე უნდა მოეწყოს, რომ ხელს უწყობდეს პროგრამის რეალიზებას. როდესაც აუტისტ ბავშვებს ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც სიტყვიეტად, ისე ვიზუალურად, ისინი უკეთ ითვისებენ და ნაკლებად იბნევიან. ასევე მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი განვითარების მქონე თანატოლებთან ურთიერთობა, რადგან ჯანმრთელი ბავშვები იძლევიან საუბრის, სოციალური და ქცევის ჩვევების მაგალითებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლებისთვის პროგრამების შემუშავებას, რათა ასეთი ბავშვების სწავლის მეთოდები, გამოცდილება და მიდგომები ოჯახსა თუ საზოგადოებაში გავრცელდეს.


აუტისტი ბავშვის სწავლების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მისი “სწავლის სტილის" დადგენა. “სწავლის სტილი"გულისხმობს იმ მეთოდებსა და ხერხებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღება.

აუტისტი ბავშვები, ხშირად, სწავლის ერთ რომელიმე სტილს იყენებენ. ადამიანზე დაკვირვებით, შესაძლებელია, მისი სწავლის ძირითადი სტილის დადგენა. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის უნარი - მიიღოს და გადაამუშაოს მიწოდებული ინფორმაცია. ამაზეა დამოკიდებული ბავშვის წარმატება და ქცევა სკოლაში. ამიტომ აუცილებელია, რომ სკოლაში მისვლისთანავე მასწავლებელმა გაარკვიოს და შეუფარდოს მას მისთვის საჭირო სწავლის სტილი. ასეთ შემთხვევაში აუტისტი ბავშვი მაქსიმალურ წარმატებას მიაღწევს.

აუტიზმის მქონე ბავშვების ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტრუქტურირებული სწავლებისა და ინტენსიური ქცევის ტრენინგის პროგრამაში.

შექმნილია სწავლების სხვადასხვა სტრატეგია, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ხელოვნებით სწავლებასა და ფიზიკურ აღზრდაზე წახალისებისა და სტიმულირების გზით, აგრეთვე - კოგნიტური უნარების, ძირითადად აზროვნების მოქნილობის, გაუმჯობესებაზე.

ერთი სიტყვით აუტისტი ბავშვების ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელია მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება და ამის საფუძველზე ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება. მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ბავშვის, მშობლის და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა.

0
657
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0