x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
საინტერესო ფაქტი

imageამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ს ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი. - ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ?! რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა რა გავაკეთოთ?! - ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარგვიდგინონ. - და თუ წარგვიდგინეს? - მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას. - ჩავთვალოთ გააცოცხლა, მერე? - მერე ის რომ ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა რაკეტას გაასწრებ!

1
974
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით ჭიხორია
დავით ჭიხორია
974
  
2019, 26 თებერვალი, 7:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1