x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508603
რა არის სოციალური უარყოფა და გვემუქრება თუ არა მისი სახით საფრთხე ?

უარყოფა თანატოლებისგან ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მწარე გამოცდილებაა და შეიძლება მარტოობის განცდა გამოიწვიოს ბავშვებში. სოციალური უარყოფა ანუ "social rejection" გულისხბობს, ერთი პირის მხრიდან მეორე პირის მიმართ უგულებელყოფას, არარაობად ცნობას. ამ მეთოდს დიდებიც ხშირად მიმართავს სხვაზე გავლენის მოსახდენად ან მისი ქცევის შესაცვლელად.სასურველია ასეთ ხერხებს არ მივმართოთ, რადგან შესაძლოა პიროვნების დეჰუმანიზაცია გამოვიწვიოთ, გავანადგუროთ ფსიქოლოგიურად და ასოციალური გავხადოთ, ამიტომაც შევეცადოთ თუნდაც მარტივი ფორმითაც ნაკლებად გამოვიყენოთ, როგორც ადამიანის დასჯის სახე. სოციალური ფსიქოლოგების დახმარებით, მოვიყვან სახეებს სოციალური უარყოფისა და მის მაგალითებს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველად ინტერპრეტირებით: 1)გახლავთ დუმილის (silencing) მეთოდი: ამ დროს სოციალურად უარყოფილს, არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს, ძირითადად სამხედრო პირების დასჯისთვის გამოიყენება, მათ მხოლოდ შეუძლიათ განცალკევებით ჭამა და ძილი, ლიმიტი შესაძლოა იყოს ერთ თვიანი. რაც შეეხება დუმილს, რომელსაც იყენებენ საეკლესიო პირები, გარკვეული რელიგიის წარმომადგენლებისა, თუნდაც მართლმადიდებლები, სხვა რაკურსში მიმდინარეობს, ისინი თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას განდეგილობისა და მათ არავინ არ სჯის .ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ თვითდასჯა და თვითუარყოფა, სოციალური უარყოფისგან.2) ოსტრაკიზმი-სხვების მხრიდან იგნორირების და უარყოფის განცდა .ის ინდივიდს უკარგავს მიკუთვნებულობის განცდას, რაც ნამდვილად სტრესული და დამთრგუნველია.თუ ჩავვარდებით ოსტრაკიზმის პირობებში დაგვეუფლება ჯგუფიდან გარიყულობის განცდა, გაგვიფუჭდება გუნება-განწყობილება და თვითშეფასებაც დაბლა დაიწევს .მაგალითად: თუ თქვენ უდიდესი კომპანიის ახალი თანამშრომელი ხართ, სადაც კონკურენცია ჩვეულებრივი მოვლენაა, შესაძლოა თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს არავინ მიაქციოს ყურადღება და თავი უმწეო მდგომარეობაში გაგრძობინოთ, ახალბედებს ან სტაჟიორებს ხშირად ემართებათ ასე, ისინი განიცდიან მწვავე ოსტრაკიზმს გარშემომყოფთა მხრიდან.თუ ოსტრაკიზმი ამცირებს მიკუთვნებულობის განცდას, მან შეიძლება გააძლიეროს ჩვენი ყურადღება სოციალური გარემოს შესახებ ინფორმაციის მიმართ, რაც შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ თავიდან დავუკავშირდეთ სხვა ადამიანებს .წარმოვიდგინოთ მშიერი ადამიანი, ის უფრო მეტად ფიქრობს და ცდილობს მოიპოვოს საკვები, ვიდრე მაძღარი. ოსტრაკიზმის პირობებში ადამიანი მეტ ინფორმაციას იმახსოვრებს, მაგალითად იგნორირებულმა სტაჟიორმა შესაძლოა დაიჭიროს უამრავი სასარგებლო დეტალი, აღმოაჩინოს საკუთრივადაც და განსაზღვროს ვისთან დაიჭიროს სამომავლოდ ურთირთობს.ამიტომაც, ოსტრაკიზმითაც გვაქვს უნარი ჩვენთვის სასარგებლო საქმიანობას ხელი არ შევუშალოთ და ის ჩვენდა საკეთილდღეოთ გადავლახოთ.
არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სოციალური უარყოფა შეიძლება ასუსტებდეს ინდივიდის შინაგან კონტროლს და, ამის გამო, ის ვეღარ იკავებდეს ისეთ გრძნობებს, როგორიცა ბრაზი და აგრესია. კვლევებითაც დადასტურებულია ეimage
ს მოსაზრება, დანაშაულთა უმეტესობა, სწორედაც, რომ განხორციელებულია ისეთი პირებისგან, რომლებიც ოსტრაკიზმის, სოციალური უარყოფის და დაცინვა-დაშინების მსხვერპლი იყვნენ ბავშვობასა და მოზრდილობაში.ისინი აგრესიულად ძირითადად მათ ექცევიან, ვინ კრიტიკით არის განწყობილი, ვიდრე ვინც მათ აქებს. მოვერიდოთ სოციალურ უარყოფის მეთოდის გამოყენებას, ამით ჩვენ გვახსოვდეს, შესაძლოა მომავალ კრიმინალებსა და მოძალადეებს ვზრდიდეთ!

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი წულაძე
მეგი წულაძე
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0