x
უიჯას დაფა და სულებთან კონტაქტი

imageსპირიტიზმი და სულის გამოძახება ყოველთვის ინტერესის საგანი იყო და დარწმუნებული ვარ ზოგიერთებს თქვენ თვითონაც გიცდიათ, ან გაგონილი მაინც გაქვთ მეგობრისგან ან მეგობრის მეგობრისგან.
სულების გამოძახება ხდება უიჯას დაფის მეშვეობით, რომელზეც გამოსახულია ციფრები 1-დან 9-მდე და ბოლოში 10-ის მაგივრად 0, ანბანის ყველა ასო რამდენიმე რიგში, ასევე მაღლითა კუთხეებში: მარცხნივ "კი" და მარჯვნივ "არა". სულ ქვემოთ კი სიტყვა "ნახვამდის" რითაც ამთავრებენ სულებთან კონტაქტს.
ასევე შეგიძლიათ იგივე "დაფა" გააკეთოთ თქვენ თვითონ თაბახის ფურცელზე.
მაშ ასე, როგორ ხდება სულების გამოძახება ამ ყველაფრით. მაგიდასთან სხდება ერთი ან მეტი კაცი (სასურველია სამზე მეტი). გამოძახების დროს ასევე უნდა იდოს რაიმე საგანი რაც მიგითითებთ ციფრზე ასოებზე ან სხვა გამოსახულებაზე. ხშირად ასეთი საგანი არის დანა ან უბრალოდ გადაბრუნებული თეფში რომელზეც ჭვარტლით გამოსახულია ისარი, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს სანთლები, პური, წყალი, მარილი და სარკე. სეანსის ყველა მონაწილებ უნდა მოიხსნას მეტალისგან დამზადებული ყველა აქსესუარი, და შუქები უნდა იყოს ჩამქვრალი. ასევე ოთახში დაუშვებელია კატის ყოფნა.
ჩაკიდებთ ხელებს ერთმანეთს და ამბობთ: "მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვ გამოიძახოთ .... სული" (მრავალწერტილის ადგილას იმ ადამიანის სახელი და გვარი ვისი სულის გამოძახებაც გსურთ). ცოტაოდენი პაუზის შემდეგ კი ვეკითხებით: "გამოძახებულია?"
თეფშმა კი წესით მოძრაობა უნდა დაიწყოს და ან "კი"–სთან ან "არა"-სთან მივიდეს.
არ უნდა შეგეშინდეთ თუ თეფშმა მოძრაობა დაიწყო და შიშისაგან თეფშს ხელი არ უნდა აუშვათ და გაიქცეთ, იცოდეთ შემდეგ ცუდ დღეში აღმოჩნდებით. სასურველია სული უკან დააბრუნოთ იმავე შელოცვით: "მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვთ წაიყვანოთ .... სული". ცოტახნის შემდეგ კი ვკითხოთ: "წაყვანილია?" სავარაუდო პასუხი იქნება "კი" მაგრამ თუ არ გაგიმართლათ შეგიძლიათ ხელახლა სცადოთ და მანამ თხოვოთ წაყვანა სანამ არ წაიყვანს. როგორც კი სული დატოვებს თქვენს სახლს არ დაგავიწყდეთ ბოდიშის მოხდა შეწუხებისთვის.
თანდათან სპირიტიზმით მეცნიერები და მწერლები დაინტერესდნენ და მათ შორის იყო არტურ კონან დოილიც.

აქვე გეტყვით სპირიტიზმზე ცნობებს ბიბლიიდან, იგი მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევა..!
1. სულებთან ანდა მკვდრებთან კავშირი ბილწავს ადამიანს და მას აღარ ძალუძს ღვთის წინაშე წარდგომა და თაყვანისცემა. - "ნუ მიმართავ მესულთანეებსა და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმინდურებ თავს, მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი" (ლევ. 19, 31)
2.ძველი აღთქმის ეპოქაში, ღვთის განჩინებით ჩაქოლვა ელოდა ნებისმიერს ვინც სულებს იძახდა. - "თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით ჩაქოლონ, მათზეა მათი სისხლი" (ლევ. 20, 27).
3. ღმერთმა მოაკვდინა ყველა, ვინც კი დახმარებისათვის ჯადოქარს მიმართა. - "თუ ვინმე ჯადოქრებსა და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართონ, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვვეთ თავისი ხალხის წიაღიდან" (ლევ. 20, 6)


0
309
1-ს მოსწონს
ავტორი:qeti araviashvili
qeti araviashvili
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0