x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
,,გეორგიევსკის ტრაქტატი" ანუ ,,მუგუზალივით შავი წარბებისგან გადარჩენილი ერი".

საქართველოს ელჩმა ამერიკაში, ბატონმა არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ ერეკლე მეორემ “გეორგიევსკის ტრაქტატით" გათვალისწინებული შეთანხმება დადო რუსეთთან არა ერთმორწმუნეობის გამო, არამედ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა “მუგუზალივით შავწარბიანი" მომავალი თაობა(ამიტომ უარყო სპარსეთი, ოსმალეთიimage).

განათლება, როგორც აზროვნების განვითარების და პიროვნების ამაღლების წინაპირობა, საჭიროა ყოველი ადამიანისთვის(პრაქტიკულად ეს

შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად მისაღები).ლაპარაკი აღარ არის თანამდებობის პირებზე და იმ მცირე სამთავრობო ჯგუფზე, რომელთაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა.მარტო განათლებაც არ კმარა, სულ მცირე ანალიზის უნარიც საჭიროა, რომ შეაფასო ფაქტები, მითუმეტეს როცა საქმე ეხება დიპლომატიურ კორპუსს და მათ შეუცვლელ მიზანს-ტრანსცენდეტური და რეალური ძალებით დაიცვან ქვეყნის ინტერესები.
ისტორია მეორდება.მეორდება იმთავითვე, რათავითვეც მსოფლიო ფსიქოლოგიას არ შეუძლია მხოლოდ ერთ შეცდომაზე სწავლა, შეცდომების სისტემატიური განმეორებით თითქმის მივდივართ ჭეშმარიტების გზისკენ.ამ ფონზე “გეორგ
იევსკის ტრაქტატი"-ს თემას, ფაქტს, რომელსაც დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში კრემლი საქართველოს მიმართ პრეტენზიების წამოყენების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს, მოექცე ასე ირონიულად არ არის მართებული.რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამას:
ა)მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ქვეყნები არასერიოზულად მიიღებენ ამ განცხადებას და დიდი შანსია რუსეთის ან ამერიკის მედიასაშუალებებმა დამცინავ პროდუქტად აქციონ.
ბ) ის საზოგადოება და სახელმწიფოები, რომლებიც ამ ეპითეტებით შეამკო ბატონმა არჩილმა დღესაც არსებობენ.ჩვენი არასახარბიელო საგარეო ურთიერთობის ფონზე ვფიქრობ, არ ღირს სხვა ქვეყნებთან ვითარების გამწვავება ან შეცვლა.
გ)კრემლის კიდევ ერთი თვითკმაყოფილება და ილუზია, თითქოს ქართული გენოფონდის გადარჩენა იმ ტრაქტატმა შეძლო, რომლის მოთხოვნებსაც რუსული მხარე ხელის მოწერის წამიდან არღვევდა.
დ)არ შეიძლება ასე მოექცე საკუთარი ქვეყნის ისტორიას, საზოგადო
ებას და მომავალ თაობას.მართალია, პარადიგმები და ფაქტები შეიძლება შეიცვალოს, დეფორმირდეს, მაგრამ შეიცვალოს ახლისკენ, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჭეშმარიტებასთან.ახალი აზრი არც შეპარული ირონია უნდა იყოს და არც ფასი უნდა დაუკარგოს ქართველი მეფებიის შორსმჭვრეტელობას და იმ დიდ ტრაგედიას, რასაც საქართველო უძლებდა.
დიდი იმედი მაქვს ქართული საზოგადოება სწორად აღიქვამს ისტორიულ მოვლენებს და ამ მოსაზრების საფუძველზე გააკეთებს დასკვნას თუ რისკენ ან ვისკენ იყო მიმართული ბატონი არჩილის განცხადება.


2
338
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაქარიშვილი
დათო შაქარიშვილი
338
  
2016, 12 ივლისი, 18:57
ერეკლე ასეთ ტრაკტატებს დებდა ოსმალეთთანაც და ამაზეც დაწერეთ! ერეკლე აგზავნიდა წერილებს დახმარების სათხოვნელად: ავსტრიაში, საფრანგეთში. ერეკლეს ჩემზე კარგად არცერთმა არ იცით თანამედროვე ისტორიკოსებთან ერთად. ისიც კი ვიცი ერეკლეს 62 წლის ასაკში შვილი რომ შეეძინა.
0 1 2