x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
კულტურული განსხვავებები გარიგებით ქორწინებასა და სიყვარულით ქორწინებას შორის!

image
გაგიკვირდებათ მაგრამ, არსებობს განსხვავება, როგორც ქორწინების ტიპებს შორის, ასევე იმ ქორწინებათა შორის, რომლებიც სხვადასხვა კულტურაში მიმდინარეობს.სიყვარული ყველასთვის უაღრესად პირად გრძნობად ითვლება, თუმცა ზოგიერთ კულტურასა და ქვეყანაში ქორწინება მიბმულია კულტურის ნორმატიკასთან .სწორედ კულტტურა განსაზღვრავს და აყალიბებს რომანტიკულ განცდებს. მოგეხსენებათ, რომ სამყარო გეოპოლიტიკურად დაყოფილია, აღმოსავლეთ და დასავლეთ კულტურებად, შესაბამისად გასაკვირიც არ უნდა იყოს თუ რა გზით მოხდება პოლარიზება გარიგებასა და სიყვარულით ქორწინებებს შორის. დასავლეთი აშშ-ს თაოსნობით, რომელიც ინტერ-ინდივიდუალისტურია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირად არჩევანს სასიყვარულო საკითხებში. ამის საპირისპიროდ ბევრი ტრადიციული საზოგადოება მსოფლიოში, უარყოფს ინდივიდუალისტურ არჩევანს და სასიყვარულო ურთიერთობებს, როგორც ქორწინების საფუძველს. აღმოსავლეთში, კოლექტივისტურ ქვეყნებში სასიძოს არჩევისას წამყვან როლს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კაცის განათლება და პოტენციური შემოსავალი ასრულებს.არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება გრძნობათა მთელ დასს, და რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს, ტრადიციული ოჯახის წარმომადგენელი თინეიჯერები, ხშირად მიესალმებიან საქორწინო პარტნიორის არჩევაში მშობელთა დახმარებას.აქვე მინდა მოვიყვანო ერთ-ერთი მაგალითი, კვლევის სახით, რომელიც მიუთითებს მსჯელობასა და არგუმენტაციაზე, თუ რატომ თვლიან სხვის ზემოქმედებას საკუთარ გადაწყვეტილებაში მოზრდილები გამართლებულად:აღმოსავლეთის კულტურის წარმომადგენელი გოგონების კომენტარი თავისუფალი არჩევანის სარისკო შედეგების გამო: "ეს ქორწინება აქცევს ერთგვარ შეჯიბრს, სადაც გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ებრძვიან ბიჭების მოსაპოვებლად, და ეს აიძულბს გოგონას თავი მოაჩვენოს თითქოს იმაზე უკეთესია, ვიდრე სინამდვილეშია". ასევე მათი აზრით, პარტნიორები კარგი ოჯახებიდან შეეჩვევიან და ისწავლიან სიყვარულსა და დაფასებას. ახსნა თუ რატომ არის ესოდენ რადიკალური განსხვავება კულტურათა შორის დაქორწინების თაობაზე საკმაოდ რაციონალურია. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნების წარმომადგენელ ადამიანებს უფრო რომანტიკული წარმოდგენა აქვთ სიყვარულზე, რადგან მატერიალური მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს მათ. ახლა კი წარმოიდგინეთ, ღარიბი, კოლექტივისტური ქვეყანა, თუნდაც განვითარებადი, ისინი ქორწინებას პრაგმატულად უდგებიან და გარიგებას უკავშირებენ სხვა გამოსავალის არ ქონის პირობებში. სწორედ ამიტომაც ხდება, ინდივიდუალისტურ ქვეყნებში ხშირი განქორწინება, სიყვარული, ხომ შეიძლება შეიცვალოს, განელდეს ან სხვა ადამიანზე გადაერთოს, ინდივიდუალისტები აფასებენ, როგორც პირად არჩევანს ასევე პირად გრძნობას და შესაბამისადაც მოქმედებენ. გარიგებით შექმნილ ოჯახებში განქორწინების მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია.
ისმის კითხვა სად ვართ ჩვენ ქართველები და სად გვინდა, რომ ვიყოთ? ფაქტი კი, ის გახლავთ, რომ დრო მიდის გენერაცია კი იცვლება, მოდის ტენდციაში ახალ იდეათა გაზიარების კორიანტელი. გვეცვლება შეხედულებები და თაობაც იცვლება .ჩვენთან გარიგებას "მაჭანკლობა" ეწოდება, რომელიც რარიტეტულია, თუმცა მაინც ასრებობს და რომლის მორყევა აუცილებელია, ტრანსფორმირება მაინც. საქართველო წარმოადგენს ერთგვარ ნაზავს ჩემეული ხედვით აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურებისა, რომლის ცალკე ჭრილში განხილვა, დამატებით დროსა და კვლევას საჭიროებს.

0
211
1-ს მოსწონს
ავტორი:მეგი წულაძე
მეგი წულაძე
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0