x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ ეძინათ ადრე ევროპელებს მჯდომარე მდგომარეობაში

image

ევროპის სასახლეებში ექსკურსიის დროს, გიდები ყვებიან, რომ შუა საუკუნეებში, ევროპელებს მჯდომარე მდგომარეობაში ეძინათ, ხანდახან კი ისინი, კარადებშიც იძინებდნენ. ამით აიხსნება იმ დროინდელი საწოლების მცირე ზომები და კარადების უცნაური ფორმები. მაგრამ, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იქცეოდნენ ისინი ასე, არ არსებობს. უფრო სწორედ, ამ კურიოზს, არაერთი ახსნა აქვს. ზოგი სერიოზული და ზოგიც ძალიან სახალისო.

image
მაშ, ასე, ევროპელებს ნახევრადმჯდომარე, 45 გრადუსით გადახრილ მდგომარეობაში, ზურგით ბალიშზე მიწოლილებს იმიტომ ეძინათ რომ:


– ასეთი წინდახედულობა გადაარჩენდათ, მტრის თავდასხმის შემთხვევაში.
– ეშინოდათ, რომ ეშმაკები, თუ დაინახავდნენ მათ მიცვალებულის მდგომარეობაში, სულს წაიღებდნენ.
– მჯდომარე მდგომარეობაში ძილი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლებოდა. მათი აზრით, ასეთი პოზა ახანგრძლივებდა სიცოცხლეს, რადგან სისხლი თავს არ აწვებოდა.
– მკურნალების რეკომენდაციით, უფროსებს და განსაკუთრებით მოხუცებს, თავი ყოველთვის ზემოთ უნდა ჰქონოდათ აწეული, რომ ტვინში სისხლის ჩაქცევა (ინსულტი) აეცილებინათ თავიდან. ითვლებოდა, რომ მხოლოდ ბავშვებს შეეძლოთ დაწოლ მდგომარეობაში ძილი.
– ასეთ მდგომარეობაში უფრო ადვილი იყო მძიმე საკვების მონელება.

image
– მიცვალებულივით წოლის შემთხვევაში, ისევე შეიძლებოდა მოქცეოდნენ ადამიანს, როგორც მიცვალებულს: გახდიდნენ და გაქურდავდნენ.
– ასეთ მდგომარეობაში ადვილი იყო სითბოს შენარჩუნება.
– პატარა საწოლებით საცხოვრებელი ფართის ეკონომიას აკეთებდნენ.
– არ ხვრინავდნენ, რადგან პირ-ხახის ვერტიკალურ მდგომარეობაში ხვრინვა შეუძლებელია.
– ვირთხები ღამე ცხვირს და ყურებს ვერ მოაჭამდნენ.

image
– მაღალი წრის ქალბატონებს მჯდომარე მდგომარეობაში იმიტომ ეძინათ, რომ ვარცხნილობა არ გაეფუჭებინათ, რომლის გაკეთებაზეც არაერთი საათი იხარჯებოდა. ამიტომ მას კვირაში ერთხელ იცვლიდნენ, ან კიდევ უფრო იშვიათად. სამეფო კარის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები, ამ სახით ხაზს უსვამდნენ, უბრალო ადამიანებთან შედარებით, თავიაანთ უპირატესობას და გამორჩეულობას.


image
ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში ეძინათ მეფეებსაც. ამის მტკიცებულებას წარმოადგენს საძინებლის კარადა, რომელიც, ჰოლანდიაში, პეტრე I საწოლის ფუნქციას ასრულებდა. ამჟამად ის ქ. ზაანდამის მუზეუმის ექსპონატია.

image


საინტერესოა, დღეს თუ დაიძინებს ვინმე საკუთარი ნებით, მჯდომარე მდგომარეობაში, თუნდაც ასეთ მდიდრულ აპარტამენტებში?


image

0
1571
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0