x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ლიდერობის ისტორიული ასპექტები
ლიდერობა ადამიანთა ცხოვრების ორგანიზაციის უძველეს ფორმას წარმოადგენს. იგი ყველა სოციალური ერთობისთვისაა დამახასიათებელი. სოციალური ცხოვრების განვითარება კანონზომიერად იწვევდა ლიდერობის ფენომენის ევოლუციას, რთულდებოდა ლიდერობის იერარქია. პიროვნული ტიპის

ლიდერებიდან საზოგადოება

image

გადადიოდა ლიდერობის უფრო რთულ ფორმებზე. სოციალური ფენების და სახელმწიფოს წარმოშობის შედეგად ლიდერობა პოლიტიკური პროცესებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების აქტიური ელემენტ
ი გახდა.
ლიდერობის ფენომენი უძველესი დროიდან იქცევდა მოაზროვნეთა ყურადღებას. ანტიკური ხანის ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები თავიანთ ისტორიულ თხზულებებში უმთავრესად გამოჩენილი ლიდერების სამეფოთა მესვეურების, მონარქების, იმპერატორების მოღვაწეობას აშუქებდნენ და იგი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნდათ.
პლატონის აზრით, ლიდერობა იმ ადამიანს შეეძლო, ვისაც თანდაყოლილი სწრაფვა ქონდა ცოდნის დაუფლებისაკენ, ახასიათებდა სიმართლის სიყვარული, სამართლიანობა და კეთილშობილება, სულიერი სრულყოფილება. ასეთად პლატონს დაბადებით ფილოსოფოსი მიაჩნდა. პოლიტიკურ ბატონობაზე ფილოსოფოსთა უფლებას პლატონი იმით ასაბუთებდა, რომ ისინი ჭვრეტენ მარადიულობას, რომელიც არ წარმოშობს უსამართლობას. ლიდერები ისტორიის ჭეშმარიტი შემოქმედნი არიან.
ლიდერობის იდეის ახლებური გააზრება დაკავშირებულია ნ. მაკიაველის სახელთან (1469-1527). თუ ანტიკურ და შუა საუკუნეებში ლიდერს წარმოადგენდნენ, როგორც იდეალურ და წარმოსახვით ინდივიდს, მაკიაველიმ ლიდერი რეალური ცხოვრების ჭრილში განიხილა. თავის ნაშრომში “ მთავარი” მან განსაზღვრა ლიდერობის ხასიათი და ფუნქციები.



ადამიანის ქცევას, მაკიაველის აზრით, ორი მთავარი მოტივი უდევს საფუძვლად: შიში და სიყვარული. სწორედ ესენი უნდა გამოიყენოს მმართველმა ხელისუფლების განხორციელებისათვის. იდეალურ შემთხვევაში სასურველია ორივე მოტივის გამოყენება. თუმცა რეალურ ცოვრებაში ეს ფაქტიურად მიუღწეველია ამიტომ მმართველმა უმჯობესია ქვეშევრდომები შიშში იყოლიოს. მაგრამ ისე არ უნდა მოიქცეს, რომ შიში სიძულვილში გადაიზარდოს, თორემ ასეთი ლიდერი შესაძლოა აღელვებულმა ქვეშევრდომებმა დაამხონ კიდეც. ეს რომ ასე არ მოხდეს საჭიროა ლიდერმა არ ხელყოს მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებები.
შიშის და სიყვარულის გარდა ადამიანის ქცევას პატივმოყვარეობაც წარმართავს ეს თვისება დამახასიათებლია თითეული ადამიანისათვის. შეძლებულ ადამიანებს იმის შიში ამოძრავებთ, არ დაკარგონ ის, რაც დააგროვეს, ღარიბები კი, მდიდრების მსგავსად ძალაუფლების დაუფლებას ესწრაფიან. ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზაზე მდიდრებიც და ღარიბებიც პრინციპში ერთნაირად იქცევიან: ამორალიზმი დამოკიდებული არაა ინდივიდის სოციალურ წარმოშობაზე, უზნეობას ხელისუფლებისათვის ბრძოლა განაპირობებს.


მაკიაველის აზრით ლიდერი უნდა იყენებდეს დასჯისა და წახალისების მეთოდებს. ჭკვიანი ლიდერის თავის თავში უნდა აერთინებდეს ლომისა და მელიის თვისებებს. აქ იგულისხმება როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი თვისებები. ლიდერი მოწოდებულია შეასრულოს გარკვეული ფუნქციები, რომელიც განაპირობებს მის როლს საზოგადოებაში.
მაკიაველის აზრით მთავარმა არჩეული პოლიტიკური გეზის გატარებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ვითარებები, რომელთა დროსაც შეიმუშავა გარკვეული პოლიტიკური კურსი, შესაძლოა შეიცვალოს. მასთან მთავარი “სიტუაციათა შექმნის ინიციატორია”, სიტუაციის შემქნელი და არა გარემოს ტყვე, რომელსაც სეუძლია მხოლოდ ის მოიქმოქმედოს რის საშუალებასაც გარემო იძლევა.


მაკიაველის აზრით მთავარმა სახელმწიფო ინტერესებიდა გამომდინარე შეიძლება ითვალთმაქცოს, მოიტყუოს, მაგრამ მთავარს არასოდეს გამოელევა იმის მიზეზი რომ გაამართლოს თავისი ორპირობა. მისი შეხედულებით პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა იცოდეს ადამიანური მოღვაწეობის მთავარი სტიმულები, უნდა შეისწავლოს და პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს ქვეშევრდომთა მიდრეკილებები და “ადამიანის სულის ფარული სურვილების გამოცნობის უნარის წყალობით” იბატონოს მათზე. მისი აზრით საგანგებო ვითარებაში როცა “ხალხი გარყვნილია” საჭიროა საგანგებო ზომების მიღება.


17-18 საუკუნეებში საზოგადოების ინტელექტუალურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია ფილოსოფიური და იურიდიული დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ადამიანები ნებაყოფილებითი ხელშეკრულების გზით კავშირდებიან და ქმნიან, სუვერენულ ერთიან სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას. ამით ისინი, მართალია გარკვეული დოზით ასხვისებენ თავიანთ თავისუფლებსა და ნებას, მაგრამ ეს გარკვეულწილად ნაზღაურდება იმით, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თითეული ადამიანის პირად უფლებებსა და მათ ჰარმონიულ ცხოვრებას.
საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია უარყოფდა შუა საუკუნებში გაბატონებულ შეხედულებას სახელმწიფო ხელისუფლების ღვთაებრივ წარმოშობასა და მის შეუზღუდაობაზე, აღიარებდა ხალხის უფლებას აჯანყებაზე, თუ უზენაესი ხელისუფლება დაარღვევდა საზოგადოებრივ ხელშეკრულებას, წაართმევდა ხალხს განუყოფელ უფლებებს. ამ თეორიის მიმდევრები ამკიცებდნენ, თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნების ნება-სურვილით შექმნლი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე უფლებათა დაცვა. ამ თეორიის მამამთავრად ითვლება ჰოლანდიელი იურისტი და სოციოლოგი ჰ. გროციუსი(1583-1645). შემდეგ ეს აზრი უფრო განვითარეს ჯ. ლოკმა(1632-1704), შ. მონტესკიემ (1689-1755), ფ. ვოლტერმა (1694-1778).


ლიბერალიზმის სოციალურ-პოლიტიკური დოქტრინის ფუძემდებელი ჯ. ლოკი შენიშნავდა, რომ სახელმწიფომ უმრავლესობის ნება უნდა გამოხატოს და არა მმართველის.
ისტორიული წრებრუნვის თეორიის შემქმნელი იტალიელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჯ. ვიკო (1668-1744), უშვებდა რა ღვთაებრივი საწყისის არსებობას, რომელთაგანაც თითქოს ისტორიული კანონები გამომდინარეობს, ამავე დროს მიუთითებდა, რომ საზოგადოება ვითარდება შინაგანი, კანონზომიერი მიზეზების მეშვეობით. ჯ. ვიკოს მოძღვრების მიხედვით ყოველი ხალხი თავის განვითარებაში გაივლის სამ ეპოქას (ღვთაებრივს, მირულს, და ადამიანურს) რომლებიც ადამიანის ცხოვრების პერიოდების ანალოგიურია. სახელმწიფო წარმოიშვება მხოლოდ გმირულ ეპოქაში და არისტოკრატთა ბატონობას წარმოადგენს. ადამიანურ ეპოქაში მის ადგილს იჭერს დემოკრტიული სახელმწიფო, რომელშიც თავისუფლება და “ბუნებრივი სამართლიანობა” ზეიმობს. ეს არის კაცობრიობის განვითარების მწვერვალი, მისი სიმწიფე, რომლის შემდეგ საზოგადოება უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. შემდეგ კვლავ იწყება აღმავალი ხაზით მოძრაობა.
18-ე საუკუნის ფრანგი მატერიალისტების – დ. დიდროს (1713-1783), კ.ჰელვეციუსის (1715-1771), ჰ. ჰოლბახის (1723-1789) შეხედულებით, ისტორიის სუბეტი, ისტორიის შემოქმედი არიან ბრძენი კანონმდებლები, მოაზროვნეები, განათლებული მონარქები და არა ხალხთა მასები. ისტორიული მოვლენების მთავარ მამოძრავებელ ძალას გამოჩენილ პიროვნებათა შეგნებული სოციალური აქტივობა წარმოადგენს.


ისტორიაში პიროვნების როლის შესახებ მნიშვნელოვანია გ. ჰეგელის (1770-1831) შეხედულებები. მის მიხედვით, ისტორიული აუცილების მატარებელია მსოფლიო გონი, რომელიც მსოფლიოს მართავს. ისტორიული მოძრაობის წამმართველი მსოფილო გონი იყენებს ადამიანების, მათ შორის გამოჩენილი, დიდი პიროვნებების ინტერესებს, ვნებებს, მისწრაფებებს, როგორც თავისი მიზნის – თავისუფალების გაცნობიერებაში პროგრესის განხორციელების საშუალებას. მის მიხედვით, მსოფლიო-ისტორიულ პიროვნებათა მიზნები და მოქმედება საყოველთაო მომენტებს შეიცავს. დიდი პიროვნებები გამოხატავენ სუბსტანციურ ისტორიულ აუცილებლობას, “თავისი დროის სიმართლეს”. ამასთან ერთად როგორც მთელი ხალხები ისე ისტორიული მოღვაწეები მსოფლიო გონის ხელში მხოლოდ იარაღს წარმოადგენენ, რომელიც მათ ფარულად მართავს და მათი საშუალებით ახორციელებს თავის მიზნებს. ჰეგელმა სცადა დიალექტირად გადეწყვიტა თავისუფლებისა და აუცილებლობის თანაფარდობის პრობლემა და ამასთან დაკავშირებით უამრავი შეხედულება ჩამოაყალიბა ისტორიაში გამოჩენილ პიროვნებათა როლის შესახებ.


19-ე საუკუნის კონსერვატიული რომანტიზმის წარმომადგენლებმა წამოაყენეს ისტორული პროცესის ინდივიდუალისტურ-ვოლუნტარისტული გაგება. ამ ტენდენციამ თავისი უკიდურესი გამოხატულება პოვა ინგლისელი ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის თ. კარლაილის (1795-1881) ნააზრევში. ისტორიის ფილოსოფიაში იგი გმირების კულტის მქადაგებლად მოგვევლინა. თ. კარლაილის მიხედვით, გმირი ღვთაებრივი წინასწარგანზრახულობის მატარებელი და ისტორიული პროცესის სულიერი შემოქმედია. ისტორიას ქმნიან გამოჩენილი ლიდერები “ხალხთა მასები კი ფონია ლიდერობისათვის, ისტორიული აქტივობა ყოველთვის დიდი ლიდერისგან მომდინარეობს” თავის წიგნში “ გმირები და გმირობა ისტორიაში” იგი წერს: “ მსოფილო ისტორია იმის ისტორიაა, თუ რა მოიმოქმედა ადამიანმა ამ ქვეყანაზე, ჩემი გაგებით არსებითად არის იტორია დიდი ადამიანებისა, რომლებიც აქ დედამიწაზე იღვწოდნენ”
მარქსის მოძღვრების მიხედვით, იდეალური მამოძრავებელი ძალები სრულიადაც არ წარმოადგენს საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო მიზანს. ცხადი ადამიანის გონებაში უნდა გადაისინჯოს ყველაფერი, რაც მას ამოძრავებს მაგრამ თუ როგორ სახეს მიიღებს ეს მის აზროვნებაში, დიდადაა დამოკიდებული ობიექტურ გარემოებებზე. ისტორიულ მოღვაწეთა იდეური მოტივირების მამოძრავებელი ძალებია: საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, საზოგადოების ეკონომიკური განვითარება და მისი გარკვეული დონე, საზოგადოებრივი ყოფიერება. სხვადასხვა საზოგადოებრივი მოვლენების ფესვები განსხვავებული იდეური მოტივებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ პირიქით, მატერიალური ცხოვრების პირობათა სხვადასხვაობის ბაზაზე აღმოცენდება მრავალფეროვანი იდეები და მისწრაფებანი, იდეური მოტივები და საერთოდ საზოგადოებრივი ცხოვრება.
მარქსის მიხედვით ისტორიული პროცესის საერთო მიმართულება, ძირითადი ტენდენცია ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე კი არაა დამოკიდებული. მათ შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგარამ უფლება არა აქვთ გააუქმონ ან შეცვალონ საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებანი. პლიტიკური ლიერების სამოღვაწეო სარბიელზე გამოჩენა საზოგადოებრივი განვითარების მოთხოვნილებათა შედეგს წარმოადგენს და მათი მოღვაწეობა მით უფრო წარმატებული და რენტაბელურია, რაც უფრო სწორად შეიცნობენ ისინი ამ მოთხოვნილებებს. მისი მიხედვით პოლიტიკური ლიდერების როლი მეტად მნიშვნელოვანია ისტორიის გარდატეხის მომენტში, როდესაც ობიექტური რეალობა და განსაზღვრული სოციალურ პოლიტიკური ვითარება მათგან მოითხოვს სწორ, სიტუაციის ადეკვატურ გადაწყვეტილებათა სწრაფ მიღებას, კონკრეტულ საზოგადოებრივ ამოცანათა გაცნობიერებას. პოლიტიკური ლიდერის როლი ისტორიულად განპირობებულია და შესაძლებელია მისი ობიექტური შეფასება სოციალური და პოლიტიკური განვითარების რეალურ მოთხოვნილებათა, ხალხთა მასების, სოციალური ფენების მოქმედებათა ანალიზთან დაკავშირებით.


ვოლუნტარიზმის წარმომადგენლისა და თანამედროვე ირაციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ფრიდრიხ ნიცშეს( 1844-1900) ფილოსოფიურმა ნააზრევმა ძლიერი ზეგავლენ ამოახდინა ლიდერობის თეორიებზე.
ნიცშეს ფილოსოფიური მოძღვრება იწყება “ღმერთის სიკვდილით”. ამ თეზისიდან ნიცშესთან გამომდინარეობს ყოველგვარი მეტაფიზიკური, ზეგრძნობადი სამყაროს უარყოფა. იგი უარყოფს სამყაროში ყოველგვარ კანონზომიერებას, ლოგოს, როგორც ფარული სუბსტანციური საწყისის გამოხატულებას. ამ უარყოფით ნიცშე მიზნად ისახავს ადამიანის გათავისუფლებას ყოველგვარი ობიექტურობისაგან და მის მომზადებას საკუთარ თავსა და სამყაროზე ბატონობისათვის. ნიცშე ნიადაგს ამზადებს ზეკაცისათვის ზეკაცის ბატონობისათვის. ამისათვის გარდაუვალია მეტაფიზიკური სამყაროს უარყოფასთან ერთად, ამგვარი სამყაროს შემოქმედი გონის უარყოფაც.


ღმერთის, მიღმური სამყაროსა და ძველი მეტაფიზიკის უარყოფის, რაციოსა და სულის უარყოფის შემდეგ, ნიცშესთან ადგილი აღარ რჩება ტრადიციული ქრისტიანული მორალისთვის—სუსტების, ავადმყოფების, მონათა მორალისათვის, რომელიც რეაქციაა ადრე არსებულ გაბატონებულ არისტოკრატიულ მორალზე, ბატონთა მორალზე, არისტოკრატიულ ღირებულებათა სისტემაზე. ნიცშეს ზეკაცი ბოროტებისა და სიკეთის მიღმა დგას, მისთვის უცხოა სიკეთისა და მოვალეობის ტრადიციული ცნებები. ზეკაცის გამარჯვებისათვის საჭიროა დაძლეულ იქნას ტრადიცული ქრისტიანული მორალი, რომელიც ღმერთის სიკვდილის მიუხედავად მაინც მოქმედებს.


ნიცშე ზარატუსტრას მთელი იმედები მომავალს უკავშირდება. ამ მომავლით ადამიანთა ცხოვრების ახალი, ჭეშმარიტი საზრისით - ზეკაცით უნდა გამართლდეს კაცობრიობის აწმყო და წარსული. ზეკაცის გარეშე კაცობრიობის მთელ ისტორიას არავითარი საზრისი არ გააჩნია. ზეკაცი ინდივიდია, პიროვნებაა, იგი თავად უნდა იყოს ახალი ღირებულებების დამფუძნებელი, მისგან უნდა მიიღოს საზრისი ყოველმა არსებამ, მან უნდა მისცეს საზრისი სამყაროს ყოფიერებას, ცხოვრებას. ნიცშე ზეკაცს ათავისუფლებს გონისაგან, რათა მასზე მთლიანად გაბატონდეს ირაციონალური საწყისი. ეს ირაციონალური საწყისი “ირაციონალური ობიექტურობაა”, ეს არის “ძალაუფლების ნება”. ნიცშეს აზრით, ძალაუფლების ნება წარმართავს ადამიანთა ყველა ქმედებას, იქნება ეს კეთილშობილური თუ მდაბალი, ქვენა.
ზეკაცი ღვთაებრივია, ყველაფერი დიდი და ამარლებული რჩეულთა ხვედრია. ზეკაცის საზოგადოება ეს არის ადამიანთა უმაღლესი კასტა. ეს ზეკაცთა არისტოკრატია პოლიტიკურად უნდა ბატონობდეს საზოგადოებაზე.


ლიდერობის კონცეფციის შემუშავებაზე მეტად მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფროიდიზმმა. (სახელწოდება დაერქვა ავსტრიელი ნევროპათოლოგისა და ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939) მიხედვით). ფროიდის ახალმა იდეებმა და საკითხისადმი ახლებურად მიდგომამ დიდი როლი შეასრულა 20 ს-ის დასავლეთის ინტელექტუალურ ცხოვრებაში.


ზ. ფროიდისთვის ადამიანის ფსიქიკური მოქმედების ძირითად იმპულსს წარმოადგენს ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი მისწრაფება “ლიბიდოსაკენ” (ტკბობისაკენ არაცნობიერი მისწრაფება), რაც არსებითად ადამიანის ქცევის მოტივაციის საფუძველს წარმოადგენს. ქცევისათვის ენერგიის მიმცემი, მისი ენერგეტიკული საფუძველი არის “ლიბიდოური ენერგია”, ისე რომ თვით მორალი ღირებულების ნებისმიერი ქცევის ფსიქოლოგიურ მექანიზმს “ლიბიდოური ლტოლვები” წარმოადგენს, ოღონდ “სუბლიმაციის” სახით გამოვლენილი. ასეთ სუბლიმაციაზე დაიყვანება ზოგადად საზოგადოდ კულტურული განვითარება. ცივილიზაციას ფროიდი განიხილავს, როგორც არაცნობიერი, პირველ რიგში სექსუალური მიდრეკილებების სუბლიმაციას.


ფსიქოანალიზში სექსუალურ ლტოლვებზე ყურადრების შეჩერება არ უნდა იქნეს ისე გაგებული, თითქოს ავტორი სხვა ლტოლვების არსებობას უარყოფდეს. აქ საქმე გვაქვს შემეცნების ცალმხრივობასთან და არა ფაქტობრივი ვითარების უგულვებელყოფასთან. ყოველი ახალი საფეხური ცივილიზაციის პროგრესის გზაზე მოითხოვს არქაული მეკვიდრეობის შინაარსისა და ლტოლვების დაკმაყოფილების მზარდ შეზღუდვასა და ლიბიდოს სუბლიმაციას. ამგვარი ვითარების კვალობაზე სულ უფრო ძნელდება ლტოლვების ენერგიის გადატანა სოციალურად მისაღებ ქმედებებზე, ვინაიდან სოციო-კულტურული გარემო ინსტინქტების დათრგუნვას ახდენს, თუმცა ინსტინქტებით წარმოქმნლ იმპულსებს გზა ეხშობა ცნობიერებისაკენ, მაგრამ “ფსიქიკური ენერგიის” მუხტი არ იხსნება. იგი ეძებს შემოვლით გზებს რეალიზაციისათვის, იწვევს ნევროზებს. ასეთ ნევროტიკულ პიროვნებებს, ნახევრად შეშლილებს წარმოადგენენ დიდი ადამიანები, ლიდერები. მათ ინსტიქტებში ჭარბობს სხვებზე ბატონობის სწრაფვა. დათრგუნული ლიბიდოს სუბლიმაცია ხდება, უწინარეს ყოვლისა, ძალაუფლებისადმი სწრაფვაში.


ზ. ფროიდის მიხედვით ადამიანის საქციელს სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ინსტანცია განაგებს: “იგი”, “მე, ” “ზე-მე”. “იგი” ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა და ლტოლვათა სფეროს აღნიშნავს, “მე”-ცნობიერების სფეროს, ხოლო “ზე-მე”-გარემომცველი საზოგადოებისაგან მომდინარე და ინდივიდის ცნობიერებაში დალექილი, ძირითადად ზნეობრივი ხასიათის შეხედულებების, მოთხოვნილებებისა და ნორმების სფეროს. ინდივიდის საქციელს უშუალოდ “მე” განაგებს, ოღონდ ისე რომ ამასთან ერთი მხრივ ბიოლოგიური ლტოლვებიდან გამომდინარე იმპულსებით ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე მხრივ-“ზე-მეს” მოთხოვნილებითა და ნორმებით. რამდენადაც ლტოლვები თავიანთი იმპულსებით ზოგჯერ “ზე-მეს” მოთხოვნებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება, ამდენად ცენზორი განდევნის მათ, “მეს” შიგნით არ უშვებს და მასასადამე შესატყვის საქციელში რეალიზაციის უფლებასა და საშუალებას არ აძლევს. Mმაგრამ განდევნილი ლტოლვები არ ქრება და ხელს არ იღებს რეალიზაციაზე, არამედ საამისო გზას ეძებს. ხოლო რამდენადაც ეს გზა ცნობიერებაზე გადის ამდენად ისინი ცნობიერებაში შეღწევის საშუალებას ეძებენ და ბოლოს პოულობენ კიდეც: გარეგნულ სახესა და მანერებს იცვლიან, ინიღბებიან ანუ “სუბლიმაციას” ეწევიან, ამით “ცენზურა” შეცდომაში შეჰყავთ ცნობიერებაში იჭრებიან შეუმჩნევლად და ამგვარად რეალიზაციას აღწევენ. რამდენადაც განდვნილ ლტოლვას ცნობიერება ვერ შეიცნობს და სხვად იღებს, ამდენად, იგი არაცნობიერი ფაქტორის სახით მოქმედებს და მისგან განპირობებული საქციელიც არაცნობიერ საქციელს წარმოადგენს.


ფროიდის ჯგუფურ ფსიქოლოგიაში ლიდერი საკვანძო ფიგურას წარმოადგენს. სწორედ ლიდერთან ჯგუფის წევრების ურთიერთობა პირველი რიგის კავშირს წარმოადგენს, იგი გარკვეული აზრით განსაზღვრავს ჯგუფის წევრების ურთიერთდამოკიდებულებას. ლიდერთან კავშირის დარღვევის შემდეგ ჯგუფი იშლება. ფროიდის თვალსაზრისით, ლიდერის ფსიქოლოგია მკვეთრად განსხვავდება ჯგუფის სხვა წევრების ფსიქოლოგიისაგან. საკუთარი “მე-ს”გარდა, ლიდერი არავის მიმართ არ ავლენს ემოციურ ერთგულებას. მას არავინ არ უყვარს, საკუთარი თავის გარდა, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელია. ნარცისიზმის ეს თვისება ხდის მას ლიდერად. იგი ყველა იმ თვისებითა და უნარით არის დაჯილდოებული, რომლამდეც ვერ მაღლდებიან მისი ჯგუფის წევრები.
გ. ლებონის (1841-1931) კონცეფცია გადმოცემულია წიგნში “ბრბო”. ავტორის შეხედულებით “ჯგუფში ან მასაში ქრება პიროვნებათა ინდივიდუალური განსხვავებანი და ამ ვითარების შედეგად წარმოქმნილ პიროვნებათა ნიველირება შესაძლებლობას უქმნის ძლიერ ლიდერს თავისი ნება განვრცოს მასაზე. ამას იგი მოიმოქმედებს საზეიმო განცხადების (აფირმაცია), განმეორებების (რეპეტიცია) და მსმენელსა და მაყურებელზე საკუთარი მიზნების, შეხედულებების და ღირებულებათა ორიენტაციების “გადადების” გავრცელების მეშვეობით.

0
1918
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
1918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0