x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
დამივიწყე, თუ შეძლებ 3 .....
image
საით გაგიწევია ასე გამოპრანჭულს?

თინამ არ იცოდა რა ეპასუხა საუკეთესო მეგობრისთვის..

-ცოტას გავისეირნებ...იცრუა და თავად შერცხვა მის მიერ ნათქვამი ტყუილის...

-კარგი რა დაგავიწყდა ტორტი მოვიტანე მინდოდა ერთად შევკრებილიყავი თამო და სალოც მოვლენ ერთ საათში და ცოტა დავლიოთ...


-აუ არ გეწყინოს გთხოვ, რატომღაც ცუდ ხასიათზე ვარ...

-რა გჭირს?მოგენატრა...

-ეხ ნეტა ვიცოდე რა მჭირს..არ დამელოდოთ დაიწყეთ უჩემოდ მე გვიან შემოგიერთდებით...

თინა ოთახიან გამოვიდა კიბეები უკან მოუხედავად ჩაირბინა და ქუჩაში გავარდა...რატომ მოვიტყუე? რატომ ვერაფერს ვამბობ მასზე?ვერ გამიგებენ, გიოს გამო ვერ გამიგებენ...

თინა რას აკეთებ? რატომ გინდა მასთან შეხვედრა? რატომ ცდილობ იმ ბიჭს თავი შეაყვარო? გიო რას იზამს ამას რომ გაიგებს?შენ ხომ გიყვარს გიო? არა !შენ არ ხარ ეგეთი შენ არ შეგიძლია სხვისი გრძნობებით ითამაშო...ის უბრალოდ მეგობარია ყველას მოუყვები მის შესახებ დასამალი არაფერი გაქვს...

თინა ფიქრებიდან გამოერკვა...მხოლოდ ეხლა იგრძნო რომ ნახევარი გზა სირბილით გამოიარა..დაღლილობისგან სუნთქვა ეკვროდა..სასწრაფოდ ტაქსი გაჩერა და კინოსკენ წავიდა...ფილმი დაწყებული იყო თაზო კი შესასველთან დასჯილი ბავშვივით იდგა...

-დავიგვიანე?

-დაიგვიანე...

-მაპატიე...

-შევიდეთ..ლამაზად გამოიყურები...

-ვიცი...

-ოხ, მას უყურეთ...

დარბაზში ჩუმად შეიპარენ..

-რა ფილმი უნდა ვნახოთ?

-მოჩვენებებზე..

-რა?

-რამე უფრო საიამოვნე არაფერი იყო?

-კი მაგრამ მერე იფიქრებდი რომანტიულ ფილმს მაყურებიებს ჩემს შებმას ცდილობსო..

-მაინც ეგრე ვიფიქრებ, გინდა შემეშინდეს და შენც ამით ისარგებლო და თავი დაცულად მაგრძნობინო...

-ჩუმად თორემ გაგვყრიან...

ორივე გაჩუმდა..თინას არ უყვარდა საშინელებათა ფილმები...შიშისგან სკამის სახელურს ისე უჭერდა ხელს ცოტაც და თითები მოტყდებაო...რაც არ გამოპარვია თაზოს თვალს...

-გეშინია? ხელზე მოკიდა თინას ხელი...

-არა!არ აღიარა თინამ და სასწრაფოდ გაითავისუფლა ხელი თაზოს ხელიდან..

თუმცა ცოტახანში შიშისგან სულ დაავიწყდა ყველაფერი და ჩავად ჩასჭიდა ხელი თაზოს ხელს....თაზოს არაფერი უთქვამს ჩუმად გააპარა მზერა თინასკენ და კმაყოფილმა ჩაიღიმა...

-თინა?

-ხო...მხოლოდ ეხლა მიხვდა თუ როგორ ძლიერად უჭერდა თაზოს ხელს და სწრაფად გაუშვა..

-წავიდეთ..

-კარგი...

დაღამებულიყო...წვიმაც წამოსულიყო...

-რა მაგარია წვიმს...პატარა ბავშვივით გაუხარდა თინას...

-წამო სადმე ყავა დავლიოთ და მერე სახლში გაგაცილებ....

-კარგი მაგრამ ერთი პირობით....

-არ მიყვარს პირობები...

-კარგი..არც ყავს დავლევთ მაშინ...

-კარგი...რა გინდა...

-ფეხით წავიდეთ...

-არა!

-კი..

-არანაირი სურვილი არ მაქვს დასველების...შეყვარებული რომ იყო მაშინ ვიქნებოდი რომანტიკოსი და გამოგყვებოდი...

-კარგი მაშინ მე წავალ...მადლობთ ფილმისთვის... ნელი აუღელვებელი ნაბიჯით გავიდა შენობიდან..თაზო უყურებდა სანამ თვალს არ მოეფარა..."ფუ ამის რას მიშვება ეს გიჟი გოგო...დებილო სად უშვებ? ვერა ვერ გაუშვებ ჩემს იქეთ "

საკუთარ თავს თავადვე გასცა პასუხი და თინას დაეწია..

სიბნელეში თინა ვერ ხედავდა თაზოს სახეს მაგრამ მისი სურთქვა ესმოდა და ეს სუნთქვა მასაც სუნქვას უჩერებდა..

უკვე სულ დასველებულიყო კაბა ტანზე მოტმასნოდა...ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე გავიდნენ ...თინამ ფეხსაცმელები გაიძრო ფეხშიშველი განაგრძო სიარული...

თაზო თვალს არ აშორებდა მის წინ მიმავალ თინას...

"ეს გოგო მჭირდება"

რაც შეხება თინას მან იცოდა რომ ეს საქციელი კარგს არაფერს მოუტანდა იცოდა რომ ამას აუცილებლად ინანებდა მაგრამ იმ წუთას რაც უნდოდა ის იყო რომ ამ ბიჭს რომელიც ეხლა მის კვალს მიყვებოდა სიგიჯებდე ყვარებოდა....

ფიქრი ტკივილმა შეაწყვეტია..

ფეხი რაღაცას დარტყა იგრზნო როგორ წამოვიდა სისხლი..

სწორედ ამ დროს თაზომ წელზე მოხვია ხელი და ხელში თოჯინასავით აიტაცა...

-აი, დაისაჯე ჩემი არდაჯერებისთვის...

-გიხროდეს...დამსვი...

-აქ დაჯექი....მოსაცდელში სველ სკამზე დასვა თაზომ...

-სველია...

-რასამბობ? შენ სულ მშრალი იყავი...მაჩვენე ფეხი...

-არაფერი მიჭირს ...

-კარგი ““ფეხზე ჩაიცვი...

-კარგი..

-ძალიან გტკივა...

-არაუშავს...სკამიდან წამოდგა თინა და ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდენ...მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთნენ...

ორივე დაიბნა...მათი გულისცემა მგონი მსოფლიოს ესმოდა იმ წამს...

-ნუ მიყურებ მაგ თვალებით თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ...

-და როგორი თვალებით?

-როგორითაც ეხლა მიყურებ..

-ესეიგი აღიარებ რომ ჩემი გეშინია?ტუჩზე იკმინა თინამ...

-მე გაგაფრთხილე...წელზე ხელი მოხვია მისკენ მიიზიდა და სველ ტუჩებში აკოცა...თინას წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია..

- გთხოვ, აღარასოდეს მომქცე ასე...

-თინა...თინას ტელფონმა დარეკა თაზოც გაჩუმდა...

თინამ ტელფონს დახედა გიო იყო..ისე რომ თაზოსთვის მზერა არ მოუშორებია ტელეფონს გააგონა...

-გისმენ...

-როგორ ხარ სიხარულოო? უნდა გაგახარო ათ დღეში ჩამოვალ და შენთვის ძალიან მაგარი სურპრიზი მაქვს...

-კარგად...შენ როგორ ხარ?

-უშენოდ ცუდად პატარა, კარგი ეხლა გავიქეცი შენი ძმა მელოდება...მენატრები...ერთი სული მაქვს როდის ჩაგიკრავ გულში და ლამაზ ტუჩებს დაგიკოცნი...

-მეც...ეხლა უკვე სიმწისგან იკბინა ტუჩზე თინამ.ტელეფონი გათიშა...თვალები აემღვრა არ უნდოდა თაზოს შეემჩნია თვალები მოარიდა, არ უნდოდა თაზოს დაენახა მისი ცრემლები...

-თინა...

-გთხოვ გამიშვი სახლში...

-მე გაგაცილებ..

-არა გთხოვ მარტო გამიშვი...

თაზოს თინასთვის წიინაღმდეგობა არ გაუწევია პირველივე გამვლელი ტაქსი გააჩერა და თინა სახლში გააცილა თავად კი ფეხით გუყვა გზას..

სახლში მისულს დათა დახვდა...

-რა გჭირს ბიჭო? ფეხით რატო მოხვედი? თან სულ სველი ხარ...კარგად ხარ?

-რამდენადაც კარგად იმდენად ცუდად ვარ...

-ეხლა ვიღაცას მოხვდება..

-დამერხა ძმაო...

-დაიკერება...რომელი ქალი არ დაკერილა...ჰა ვინა ვიცნობ? დალაშქრე უკვე?

-არაა!არაფერია...

-მაგის ბრალია შენი აფორიაქება სექსი ყველაფერს დაალაგებს...

-მაგ პონტში საერთოდ არ ვეჩალიჩები...მართლა მომწონს...თავს მაკარგვინებს..

-ის გოგოა აქ რომ გყავდა...ისევ შეხვდი

-ხო..

-ლამაზია?

-ლამაზიცაა, ეშმაკიც, მაცდურიც, ჭკვიანიც, თავნებაც ყველაფერია ამ პატარა ბავშვში თავმოყრილი...

-ბავშვი?

-ხო რა 19 წლისა...

-ისე დროა ძმაო სიყვარულის....შენს გვერდით ვარ...

თაზო ოთახში გავიდა თუმცა დაძინება ვერ მოახერხა... თვალწინ სულ თინას ცრემლიანი თვალები ედგა....

"შევაშინე" რა სულელი ვარ აწი უფრო გამექცევა მაგრამ ამ კოცნის გამო ღირდა ისევ გავიარო უკვე გავლილი გზა...

თინას გოგოები ისევ სამზარეულში დახვდნენ უკვე კარგად შემთვრალიყვნენ...

-რა ქათამივთ გაწუწულხარ რას გავხარ ქალოო? შეიცხადა სალომ...

-წვიმაში ვისეირნე...

-კარგად ხარ?

-კაგად ვარ ჯულია კარგად...შენი წვენის ჭიქა მათხოვე...

ჭიქა კონიაკით ნაზევარზე მეტზე გაავსო და სულმოუთქმელად გადაკრა...

-წავედი დავიძინე...მიყვარხართ ..

ლოგინზე პირქვე დაემხო და პატარა ბავშვივით ატირდა...

"მასაც მოვწონვარ" ეს ფაქტი ახარებდა და წყინდა...

ოთახში თამო შემოვიდა....

კარგახანს ჩუმად იყო, არც თინას აუწევია თავი უნდოდა თამოს ეფიქრა რომ ეძინა....

-ვიცი არ გძინავს..არ გინდა რამე მითხრა...

თინამ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი გაცნობის დღიდან დღემდე...თამო ყურადღებით უსმენდა მერე ცოტახანს გაჩუმდა..

-რას აპირებ?

-არვიცი..ვცდილობ შევეშვა მაგრამ ბედისწერა ისევ მახვედრებს..შენ მირჩიე რამეე

-არვიცი მაშინებს ეგ ამბავი, მაგ ბიჭსაც რომ ყურებამდე შეუყვარდე გიო მოგცემს უფლებას წახვიდე მასთან, შენ გიოს ავადმყოფურად უყვარხარ...

-ვიცი განა არ ვიცი“მისიც მცხენია“ვღალატობ..

-არ ვიცი რას გრძნობ მაგ ბიჭის მიმართ მაგრამ რაც შეეხება გიოს შენ მან იმდენად პატარას ჩაგინერგა რომ მისი ხარ ხანდახან მგონია რომ შენ უბალოდ შეგუებული ხარ მას და საერთოდაც არ გიყვარს...

-რატომ არასდროს გითქვამს ჩემთვის ეს?

-რა საჭირო იყო...თუ გაუძლებ ცდნებას გაუმართლებს გიოს მას მართლაც ერთგული და მასზე შეყვარებული ცოლი ეყოლება თუ არადა მაშინ იბრძოლე შენი ახალი ნამდვილი სიყვარულისთვის...თუმცა იოლი არ იქნება შენი ოჯახი, გიოს ოჯახი, შენი ძმა გაგიჟდებიან შენ რომ ის მიატოვო..

-ვიცი, მცხვენია მათი და მეშინია..მაგრამ თავს ვერ ვერევი, რაღაცას სხვას ვგრძნობ რაც არასდოს მიგრძვნია გიოსთან მიმართებაში..არ ვაძლევ უფლებას რომ ჩემზე არ იფიქროს..

-მას რომ არ უყვარდე, უბრალოდ ჩემთან სექსი უნდოდეს...

-წინასწარ ნუ გამოიტან დასკვნებს დრო გვიჩვენებს..მან იცის რომ შეყვარებული გყავს?

-არა...

-ესეიგი მასაც ატყუებ ...მასაც აიმედებ...მას მარტო სექსი რომ უნდოდეს ამდეხანს დაგკერავდა...პირველ დღესვე მოექცეოდი მის მკლავებში.შენ იმდენად აღფრთოვანებული ხარ მისით..არ იქცვი სწორად ვიცი მაგრამ რავქნა? ჩემი ხარ..შენს გვერდით მიგულე...

-მადლობა ჩემო გოგო..შენ ყოველთვის გესმის ჩემი...გთხოვ ჯერჯერობით ჩვენს შორის დარჩეს..

-რათქმაუნდა... გაუჭირდებათ იმ ფაქტთან შეგულება რომ შენ გიო მიატოვო...

თინას ტელეფონზე მესიჯი მოვიდა...

-მიდი უპასუხე, ოღონდ დამპირდი რომ გამოუსწორებელ შეცდომას არ დაუშვებ...

-გპირდები...

" მაპატიე ის ცრემლი რომელიც დღეს ჩემს გამო დაღვარე....ჩემი არ შეგეშინდეს"

თინამ ტელეფონი იატაკზე დადო თავად ბალიშს ჩაეხუტა და ტკბილად დაიძინა...

გაგრძელება იქნება





სიყარულით ინტერ-გოგონა

0
202
6-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0