x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508855
რას ურჩევდა კოკო შანელი ქალებს ?
image




კოკო შანელი - ეს სახელი უკვე მრავლის

მთქმელია და ამ ქალბატონის რჩევები კი

ყველა ქალისთვის საინტერესო. ამიტომ


ბევრი შესავლის გარეშე გთავაზობთ ამ

ქალბატონის რჩევებს.



1. შარვალი ქალებს აძლევს თავისუფლებას.


დღეისთვის ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ შანელის წყალობით მშვენიერი სქესის

წარმომადგენლებს ეხლა უკვე შეუძლიათ სწრაფად იარონ და თავისუფლად ისხდნენ.

თავად კოკოს უყვარდა შარვალთან ძვირადღირებული სვიტერის ჩაცმა კლასიკურ

ქურთუკთან ერთად ან დაშვებული ფართო შარვალი, რომალსაც ატარებდა მარლენ

დიტრიხი.


2. იდეალური ბოლოკაბა უნდა ფარავდეს მუხლებს.

მადმუაზელ კოკოს გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალის მუხლები მახინჯია და ისინი

დაფარული უნდა ყოფილიყო ტანსაცმლით.

კლასიკურ სიგრძედ კი მუხლსქვემოთ კაბას თვლიდა.


3. აქსესუარები უნდა იყოს ბევრი - რაც ბევრი მით უკეთესი.

შანელი მათ უბრალოდ აღმერთებდა და ატარებდა დიდი რაოდენობით. მან მისცა

საშუალება თავს არეია ბიჟუტერია ძვირფას სამკაულებში. უყვარდა მარგალიტები,

ძვირფასი თვლები. მაშინაც კი, როცა იცვამდა უბრალო მამაკაცურ თეთრ კოსტიუმს.


4. იდეალური კოსტიუმი აერთიანებს მამაკაცურს და ქალურს ერთად.

1920-იან წლებში გოგოების ვიზუალი ასეთი იყო. შეჭრილი თმა და მამაკაცური

სილუეტი.

კოკო შანელის ამ სტილმა მალე მოიპოვა თავისი თაყვანისმცემლები და მომხმარებლები.

მას ასევე უყვარდა მეზღვაურის ზოლიანი ტანსაცმელი და მეთევზის უხეში ნაქსოვი

მატერიები.

5. მოდური ფეხსაცმელი შეიძლება იყოს ორ ფერში.

მოსწონდა შავი და თეთრის კომბინაცია. მან შექმნა ცნობილი მოდელი - თეთრი ლაკის

ბასანოშკი შავ წინდებთან. ის თვლიდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი უფრო სექსუალურს

ხდიდა ქალს და ფეხსაც, უფრო პატარას აჩენდა. მისი აზრით ეს ფეხსაცმელი თუნდაც

დაბალ ძირზე, იყო არაჩვეულებრივი, რადგან მისი ტარება შესაძლებელი იყო თითქმის

ყველა კოსტიუმზე.

6. ხელჩანთა უნდა იყოს გადასაკიდებლით, რათა ქალს ხელები ჰქონდეს

თავისუფალი.

პატარა შავი ხელჩანთა ჯაჭვით, რომელიც შექმნა შანელმა გარდა ბიზნეს ლედის ვიზუალისა, დღემდე ითვლება კლასიკურ მოდელად ქალის ჩანთებში და საკმაოდ

ძვირადღირებულია.

7. თაყვანი ეცით პატარა შავ კაბას.

შანელი ფიქრობდა შეექმნა კაბა, რომლის ტარებაც შესაძლებელი იქნებოდა დღისითაც

და საღამოებზეც, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა სამკაულების

გაკეთება. როდესაც მან მომხმარებელს შესთავაზა “პატარა შავი კაბა " ის ეცვა ყველას,

რადგან არის : კომფორტული, ელეგანტული და ჰარმონიული.



8. ქურთუკი უნდა იყოს რბილი, როგორც ჟაკეტი.

1925 წელს შანელმა შექმნა “რბილი ქურთუკების" კოლექცია. ესენი იყო რბილი მოსახერხებელი ქალის სილუეტის ქურთუკები. მანამდე კი უხეში მამაკაცური ქურთუკები იყო. კოკომ კი ნაზი აბრეშუმის მაღალყელიანი და ვიწროსახელოებიანი ქურთუკები შესთავაზა მომხმარებელს.

9. გამოიყენეთ სუნამოები.

სუნამო - ეს უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. “ეს გვაცნობებს ქალის მოსვლას და გვახსენებს მას, როცა ის წავა" შანელის ეს ცნობილი ფრაზა დღესაც აქტუალურია. ასევე მისი ცნობილი გამოთქმა იყო “სუნამო უნდა გამოიყენოთ იქ, სადაც გსურთ მიიღოთ კოცნა" შანელმა არც აქ უღალატა თავის სტილს და სუნამოს დიზაინის ფლაკონი არის მამაკაცური ოთხკუთხედი ფორმის.

10. ფუფუნება უნდა იყოს კომფორტული, სხვანაირად ეს ფუფუნება არ არის.

ეს არის კოკო შანელის წარმატების მთავარი მიზეზი. მისი კაბები, ხელჩანთები, ფეხსაცმელი ყოველთვის მოსახერხებალი და კომფორტული იყო, იგი მხოლოდ მოდის

გამო არ ქმნიდა კოლექციას.

ოდრის კაბა

0
223
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბექაური
ნინო ბექაური
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0