x
image
-გიჟი
5 რჩევა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულთათვის
image

რჩევები მოდური ქალბატონებისთვის, რომელსაც უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ტარება:

#1 გადადგით ნაბიჯი ქუსლით

მთლიანი ფეხის გადადგმას მოერიდეთ. თუ დავუკვირდებით, როცა დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდივართ, ჯერ ქუსლს ვადგამთ, ამიტომ, ეცადეთ ყოველთვის ასე მოიქცეთ.


#2 იარეთ ტემპში. არც ძალიან ნელა და არც სწრაფად

სწრაფად სიარულისას მხრებში იხრებით, ზედმეტად გაწელილი სიარული კი არაბუნებრივი და ულამაზოა. ეცადეთ აკონტროლოთ ნაბიჯის სიგრძეც.

#3 ნუ მოხრით მუხლში ფეხებს

ასე მხოლოდ მოხუცები დადიან! მაგრამ შტანგისტსაც რომ არ დაემსგავსოთ, საჭიროა გადადგმამდე მოასწროთ ფეხის ნორმამდე გასწორება.

#4 შეეცადეთ, უყუროთ გზას

ტელეფონში ყურებისას ( მე კი წიგნის თვალიერება და კითხვა მიყვარს შუა გზაში), შესაძლოა დაკარგოთ წონასწორობა, ამიტომ პირდაპირ გაიხედეთ და თავი ოდნავ ასწიეთ

#5 ბოლო, მაგრამ მაინც პირველი-იყავით თავდაჯერებული!

არაფერს მიაქციოთ ყურადღება და მუდამ გახსოვდეთ მერლინ მონროს სიტყვები:"მიეცით გოგონას სწორად შერჩეული ფეხსაცმელი და ის სამყაროს დაიპყრობს!"

P.S.რჩევები საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ, ვიმედოვნებ დაგეხმარებათ!

0
147
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0