x
image
ახალი თაობა
სამყაროს ბნელი მხარე
imageამბობენ რომ არის შემთხვევები როდესაც გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ვერ ტოვებს დედამიწას, თითქოს ახლობლების მიერ განცდილი ტკივილი თუ მძაფრი მოგონებები აიძულებთ მუდმივ გონებრივ კავშირში დარჩნენ მათთან, ისინი აღარც ამ ქვეყანას ეკუთვნიან და ვერც იმ ქვეყნად წასვლას ახერხებენ, თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ და მოუსვენრობა იპყრობთ.


1974 წლის ნოემბერში რონალდ დეფომ საკუთარი ოჯახის ექვსი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ამ საშინელი ამბიდან მომდევნო წელს, დეკემბერში აღნიშნულ სახლში საცხოვრებლად სხვა ოჯახი გადავიდა მათ მხოლოდ 28 დღე შეძლეს იქ გაჩერება, გავრცელებული ინფორმაციით ისინი მუდმივი შიშის ქვეშ იმყოფებოდნენ რადგან მუდმივად სხვადასხვა ხმა ესმოდათ, სახლში სხვადასხვა კუთხეში მომწვანო ფერის ტალახი ხვდებოდათ, ხშირად ფანჯარაში საშინელ თვალებს ხედავდნენ, ამ საშინელ ისტორიაზე დაფუძნებით მოგვიანებით შეიქმნა საშინელებათა ჟანრის ორი ფილმი და რომანი.image

imageimage

1959 წელს მეიბელ ჩაინერი სასაფლაოზე წავიდა რათა დედის საფლავი მოენახულებინა უკანა გზაზე მან მანქანის უკანა სავარძელზე მარტო მჯდომ მეუღლეს რომელიც მას ელოდა ფოტო გადაუღო, როდესაც მეიბელმა ფირი გაამჟღავნა და სურათი დაბეჭდა გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთა, ფოტოზე გარკვევით ჩანდა მანქანის უკანა სავარძელზე მისი დედის გამოსახულება, მისი სათვალეც გარკვევით ჩანს .


imageimage

ამბავმა რომელიც 1946 წელს ავსტრალიის ქალაქ ქვისლენდში მოხდა ყველა გააოგნა, დედა თავისი გარდაცვლილი თინეიჯერი გოგონას საფლავთან იმყოფებოდა, მან შვილის საფლავს სურათი იმ დროს გადაუღო როცა ირგვლივ არავინ იმყოფებოდა, მოგვიანებით როცა ფოტო გაამჟღავნეს მასზე ბავშვის გამოსახულება გარკვევით გამოისახა, ფოტოდან ჩანს რომ პატარა გოგონა საფლავზე ზის.imageimage
ისტორია აბრაამ ლინკოლნის აჩრდილზე ცნობილი ფაქტია, მისი გარდაცვალების შემდეგ თეთრი სახლის მიდამოებში აჩრდილი გამოჩნდა რომელიც ყურადღებას ხმაურით იქცევდა, თეთრ სახლში მცხოვრებნი და სტუმრად მისულნი ერთნაირად ამტკიცებდნენ რომ ესმოდათ კარზე დაკაკუნების ხმა, ხედავდნენ სწრაფი ტემპით დერეფნებში მოხეტიალე სულს, ასევე ადასტურებდნენ რომ თეთრ სახლში ხშირად ხედავდნენ სხვადასხვა პრეზიდენტების ოჯახის წევრებს.image

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0