x
image
ახალი თაობა
100 000 წიწილა ბილ გეითსისგან

imageბილ გეითსი სიღარიბის წინააღმდეგ, მილირდელმა მაშტაბური კამპანია დაიწყო რომლის მიზანია აფრიკის ღარიბი ქვეყნების დახმარება, კერძოდ მაიკროსოფთის დამაარსებელი რეგიონს 100 000 წიწილას საჩუქრად გადასცემს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ფერმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცათამბრჯენის სამოცდამერვე სართულზეა განთავსებული.


ბილ გეითსი მიიჩნევს რომ ქათმის მოშენება და გაყიდვა სიღარიბესთან ბრძოლის ეფექტური და სწრაფი ხერხია, როგორც პროექტის ვებ გვერდზეა ნათქვამი მეფრინველეობა იაფი და მომგებიანი ბიზნესია ღარიბი ოჯახებისთვის, ხოლო ქათმის კვერცხი განსაკუთრებით სასარგებლოა.

image

მისი გათვლით ფერმერს რომელსაც სულ 5 ქათამი ჰყავს სამი თვის შემდეგ შეუძლია მისი რიცხვი ორმოცამდე გაზარდოს, ამ შემთხვევაში მისი წლიური შემოსავალი 1000 დოლარს გადააჭარბებს, სიღარიბის ზღვარი კი წელიწადში 700 დოლარით განისაზღვრება, გეითსის კამპანიის მიზანია აფრიკის მოსახლეობის 30 პროცენტს ჯანმრთელი ქათმების გამრავლებაში დაეხმაროს, ამ ეტაპზე აღნიშნული საქმიანობით მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტია დაკავებული.

0
101
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0