x
image
ახალი თაობა
ქრისტინა გრიმის მკვლელობის დეტალები
imageფლორიდის უსაფრთხოების დეპარტამენტმა ამომავალი ვარსკვლავის მომღერალ ქრისტინა გრიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა ეს არის 27 წლის კევინ ჯეიმს ლოიბლი ფლორიდიდან მას დანაშაულის ჩადენის დროს თან ჰქონდა ორი დატენილი იარაღი, სანადირო დანა და დამატებითი საფრძოლო მასალები.

image

ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ რომ ლოიბლს არ ჰქონდა კრიმინალური წარსული გარდა ამისა პოლიცია არავითარ საბუთს არ ფლობს ეჭვმიტანილისა და გარდაცვლილის ინციდენტამდე რაიმე კავშირის შესახებ, სავარაუდოდ ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.



დეტექტივების გუნდი გამოძიებას აგრძელებს საკონცერტო დარბაზ პლაზა ლაივში, უახლოეს მომავალში ეჭვმიტანილის სახლის გაჩხრეკა და ლოიბლის მობილური ტელეფონის და კომპიუტერის შემოწმება იგეგმება.imageვოისის მონაწილე და იუთუბის სენსაცია ქრისტინა გრიმი პარასკევს საკონცერტო დარბაზიდან გამოსვლისას ავტოგრაფების დარიგების დროს მოკლეს, თავდასხმის დროს მის გარშემო დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის იყო მისი ძმა რომელიც პირველი მიიჭრა მკვლელთან, გრიმი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს ის შაბათს გამთენიისას გარდაიცვალა, საკოცნერტო დარბაზის შესასვლელში არ იყო დამონტაჟებული მეტალის დეტექტორები და შეუიარაღებელი დაცვა მხოლოდ დამსწრე აუდიტორიის ჩანთებს ამოწმებდა, ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში “ვუთანაგრძნობ ქრისტინას ოჯახს ეს დიდი ტრაგედიაა" ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა თვითერის გვერდზე ჯოშ კაუფმანმა რომელიც გრიმს 2014 წელს ვოისის მოგებაში დაეხმარა.


imageimage
image

2
227
6-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
227
  
2016, 14 ივნისი, 4:30
საინტერესო ტემაა
2016, 14 ივნისი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2