x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
უჩვეულო რეკორდები, რომლის მოხსნა შეუძლებელია

მას შემდეგ, რაც გინესის რეკორდების წიგნი გაჩნდა, ადამიანები უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, წარმოუდგენელი მიღწევის დაფიქსირებას, სხვადასხვა სფეროში. ყოველწლიურად ძველი რეკორდები ახლებით იცვლება, მაგრამ არის ისეთი რეკორდებიც, რომლის მოხსნაც შეუძლებელია. ამ რეკორდებმა სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ისტორიაში:


მაიკლ ჯექსონის ალბომი "Thriller" იყო პირველი, რომელიც გახდა 30-ჯერადი პლატინის ალბომი ისტორიაში.


image

image


"Thriller" 1982 წელს გამოვიდა და 30 მილიონი ეკზემპლარი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში, ხოლო მთელს მსოფლიოში – 100 000 000 ცალი. იმ დროს, მხოლოდ ოქროს (გაყიდული 500 ათასი ალბომი) და პლატინის (გაყიდული 1 მლნ. ალბომი) ალბომები იყო, რომლებსაც ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაცია (RIAA) გასცემდა. «ბრილიანტის» ალბომი მხოლოდ 1999 წელს დააწესეს და მას იმ ალბომებს ანიჭებენ, რომლის გაყიდვების ტირაჟი 10 მლნ.-ს გადააჭარბებს. ახალი სტატუსის მიხედვით, "Thriller" სამგზის ბრილიანტის ალბომი არის.

აღსანიშნავია, რომ მ. ჯექსონის ანგარიშზე Grammy-ის 15 პრემია და ასობით სხვა ჯილდო არის. 25-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში და მისი გაყიდული ალბომების საერთო ტირაჟმა 1 მილიარდს გადააჭარბა.



ფეხბურთის ანგარიში 222-0


image


1916 წელს გრანტ-ფილდის (ატლანტა, ჯორჯიას შტატი) ფეხბურთის სტუდენტურმა გუნდმა Georgia Tech მოწინააღმდეგე Cumberland ანგარიშით 222-0 დაამარცხა.




28 ადამიანი Mini Cooper-ში


image


2012 წლის ნოემბერში, პატარა Mini Cooper-ში 28 ბრიტანელი ქალბატონი “ჩაჯდა" 10 წუთში.



ყველაზე მაღალი ადამიანი


image


რობერტ უოდლოუ (Robert Wadlow) - ყველაზე მაღალი დარეგისტრირებული ადამიანია. მას ჰიპოფიზის სიმსივნე და აკრომეგალია ჰქონდა, რის გამოც, მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდებოდა. სწრაფი ზრდის გამო, მას მგრძნობელობა ჰქონდა დაქვეითებული ქვედა კიდურებში და ის ყავარჯნებით დადიოდა.

რობერტი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა და მაშინ მისი სიმაღლე 272 სმ. იყო.



ადამიანი, რომელსაც ელვამ 7-ჯერ დაარტყა


image
რეი სალივანს მეტსახელად "კაცი ელვის ამცილებელი" შეარქვეს, რადგან მას ელვამ 7-ჯერ დაარტყა. 1936 წლიდან ის შენანდოას ეროვნულ პარკში (Shenandoah National Park) მუშაობდა ზედამხედველად და ელვის ყველა დარტყმა, სწორედ ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოხდა.

1942 წელს მას პირველად დაარტყა ელვამ, როდესაც ის სახანძრო კოშკზე იმყოფებოდა. მაშინ ის ადვილად გადარჩა – ფეხის დიდ თითზე ფრჩხილი დაკარგა.

1969 წელს, ელვის დარტყმის შედაეად, რეი წარბების გარეშე დარჩა და გონება დაკარგა.

1970 წელს ელვის მორიგი დარტყმის დროს, მარცხენა მხარი დაუზიანდა, რამაც ხელის დამბლა გამოიწვია.

1972 წელს ელვის დარტყმის გამო, თმაზე ცეცხლი წაეკიდა. ამ შემთხვევის შემდეგ, მას ყოველთვის თან დაჰქონდა წყალი, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავზე გადაევლო. 1973 წლის 7 აგვისტოს, რეი მანქანით ტყის ტერიტორიაზე მოძრაობდა, როდესაც ელვამ პირდაპირ თავზე დაარტყა და ისევ ცეცხლი წაეკიდა თმაზე. დარტყმის შედეგად, ის მანქანიდან გადმოვარდა და ფეხსაცმელი გასძვრა.

1976 წლის 5 ივნისს, ელვის მეექვსე დარტყმის შედეგად, ფეხის ტერფის მძიმე ტრამვა მიიღო.

1977 წლის 25 ივნისს, ელვის დარტყმის შედეგად, ის საავადმყოფოში მოხვდა, გულ-მკერდის და მუცლის დამწვრობით.

71 წლის ასაკში, სალივანმა ცეცხლსასროლი იარაღით, თავი მოიკლა — როგორც ამბობდნენ, უპასუხო სიყვარულის გამო.

image 5 221 საჯარიმო ბურთი კალათში

image

image
1996 წლის 28 აპლილს, ჯექსონვილში (ფლორიდის შტატი, აშშ), ტედ მარტინმა 5 221 ბურთი ჩააგდო კალათში, საჯარიმო ხაზიდან. უნდა აღინიშნოს, რომ დამყარებული რეკორდის მიუხედავად, ტედს არასოდეს უთამაშია კალათბურთი.

0
301
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0