x
image
მანჩო 777
შემზარავი ქალაქური ლეგენდები, რომლებიც სინამდვილეშიც მოხდა
ვინ იცის, რამდენი მითი, ლეგენდა და საშიში ისტორია გამოიგონეს ადამიანებმა...საკმარისია გავიხსენოთ ყველასათვის კარგად ცნობილი ქალაქური ლეგენდები. ბავშვობაში რამდენ თქვენგანს უკანკალია შიშით მათი მოსმენის დროს. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ შემზარავი ლეგენდების უკან სიმართლე დგას და ბევრი მათგანი სინამდვილეშიც მომხდარა.


image


მაშ ასე, ერთად გავიხსენოთ სისხლის გამყინავი ქალაქური ლეგენდები, რომლებიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული.


1. სიკვდილისათვის განწირული



image

ეს ისტორია სინამდვილეში მოხდა 1975 წელს აშშ-ში. ბიჭმა მეგობარ გოგონას კამათის დროს ელექტროშოკერით დაარტყა. მას ეგონა, რომ გოგონა მოკვდა და ის ცოცხლად დამარხა. რამოდენიმე ხნის შემდეგ საბრალო მსხვერპლი გონს მოვიდა. საბედნიეროდ, მან შეძლო მიწის გადაყრა და საფლავიდან თავის გათავისუფლება.


2. გვამი საწოლის ქვეშ


image

ეს ქალაქური ლეგენდა გვიამბობს, რომ სასტუმროს ნომერში დაბინავებულ ახალგაზრდა წყვილს საწოლის ქვეშიდან უსიამოვნო სუნი ეცა. მათ სასტუმროს ზედამხედველს გამოუძახეს, რომელმაც საწოლის ქვეშ გახრწნადაწყებული გვამი იპოვა. მხოლოდ აშშ-ში ასეთი რამოდენიმე შემთხვევა იქნა დაფიქსირებული.


3. ტოქსიკური პაციენტი


image

1994 წელს ფლორიდის ერთ-ერთ ჰოსპიტალში პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდებოდა. პირველივე ჭრილობის გაკეთებისთანავე ექიმებმა მუცლის ღრუდან არასასიამოვნო სუნი იგრძნეს და გონება დაკარგეს. გრძობაზე მოსვლის შემდეგ ისინი რამოდენიმე წუთის განმავლობაში საკუთარ სხეულსაც კი ვერ გრძნობდნენ.


4. კიბეზე დაგორებული საკაცე


image

ბევრ პაციენტს აქვს ფობია, რომ საგორავიანი საკაცე, რომლითაც მათ გადაადგილებას ახდენენ კლინიკებში, შეიძლება კიბეზე დაგორდეს და ისინი სერიოზულად დააზიანოს. 1991 წელს ერთ-ერთ ჰოსპიტალში მედიცინის დებმა უმეთვალყურეოდ მიატოვეს საკაცეზე მწოლიარე ხანდაზმული მამაკაცი. საგორავი კიბეზე დაგორდა და მამაკაცმა თავის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა კიდეც.


5. გვამი კედელში


image

2011 წელს, ერთ-ერთი ბანკის რემონტის დროს, მშენებლებმა კედელში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც 27 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მძარცველი, რომელიც ცდილობდა ბანკში საკვამლე მილის გავლით შეღწევას, მაგრამ შიგ გაიჭედა და თავის დახსნა ვერ შეძლო.


6. მატლები თავში


image

პერუში ტურისტული მოგზაურობის შემდეგ როშელ ჰარისს თავში უცნაური ხმები დაეწყო. რამოდენიმე ხნის შემდეგ გოგონა სახის და ყურის აუტანელმა ტკივილმა შეაწუხა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ მის ყურში ბუზს კვერცხები დაეყარა, რომლისგანაც მატლები იყო გამოჩეკილი.


7. მკვლელი-ლიფტი


image

ყველას გსმენიათ ისტორიები მკვლელი ლიფტების შესახებ, რომლებიც იჭერენ და კლავენ ადამიანებს. ამაზე არაერთი ფილმი გადაუღიათ. 2003 წელს შემზარავი შემთხევვა მოხდა ჰიუსტონის ჰისპიტალში: ექიმის ლიფტში შესვლის დროს კარები მოულოდნელად ჩაიკეტა და ლიფტი ადგილიდან დაიძრა. უბედურ მამაკაცს ლიფტმა თავი წააცალა.


8. ხალიჩაში გახვეული გვამი


image

მკვლელობის ჩადენის შემდეგ ყველა დამნაშავე ცდილობს გვამი თავიდან მოიშოროს: როგორც ჩანს, ბევრ მათგანს მხსნელად ხალიჩა ევლინება. ასე, მაგალითად, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქუჩაში გადაგდებული ხალიჩა იპოვეს, რომელიც ახალივით გამოიყურებოდა. ახალგაზრდებმა ის საერთო საცხოვრებელში წაიღეს, მაგრამ როგორი შიში განიცადეს მათ, როცა ხალიჩა გახსნეს და იქ გვამი აღმოაჩინეს.


9. თავის ჩამოხრჩობა ჰელოუინის ღამეს


image

ჰელოუინის დროს დღესასწაულის მონაწილეები ხეზე ფიტულებს ჰკიდებენ, ამიტომ "ჩამომხრჩვალი კაცის" დანახვა ამ დღეს არავის უკვირს. სწორედ ჰელოუინის ღამეს დელავარის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ქალმა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ის, რომ ხეზე ნამდვილი ადამიანის გვამი ქანაობდა და არა ფიტული, მოქალაქეებმა მხოლოდ მესამე დღეს შენიშნეს.


10. შავი წყალი ონკანიდან


image

2013 წელს ლოს-ანჟელესში მდებარე სასტუმრო Cecil-ში დაბინავებულმა ადამიანებმა სასტუმროს მენეჯერთან უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ონკანიდან ამღვრეული და ცუდი სუნის მქონე წყალი მოდიოდა. სასტუმროს მომსახურე პერსონალმა წყალგაყვანილობა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ ავზში გოგონას ცხედარი ეგდო.


11. მარტო არ ხარ!


image

ეს შემთხვევა 2008 წელს მოხდა: ერთმა მარტოხელა იაპონელმა აღმოაჩინა, რომ მისი ბინიდან ნივთები იკარგებოდა. კაცმა ბინაში სათვალთვალო კამერა დააყენა და გაიგო, რომ მის კარადაში ხანდაზმული ქალი ცხოვრობდა. როგორც გაირკვა, ქალმა სხვის ბინაში თითქმის ერთი წელი გაატარა.


12. მოპარული ორგანოები


image

გახსოვთ საშიში ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ აძინებენ ადამიანებს და აცლიან ორგანოებს?- სამწუხაროდ, ეს შემთხვევები რეალურ ცხოვრებაშიც ბლომად ხდება. ინდოეთში აღმოაჩინეს კორუმპირებულ ქირურგთა ჯგუფი, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს იტყუებდნენ, აიძულებდნენ მათ გაევლოთ სამედიცინო კომისია, შემდეგ კი მათ უსვამდნენ ფიქტიურ დიაგნოზს, რათა საჭირო ორგანო ამოეჭრათ.


13. ცოცხლად დამარხული


image

მხოლოდ XIX საუკუნეში ადამიანების ცოცხლად დამარხვის 220 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. საბედნიეროდ, მაშინ ნაკლებად გამძლე კუბოებს აკეთებდნენ და საღათას ძილიდან გამოფხიზლებულებს საშუალება ეძლეოდათ იყო ხმა მიეწვდინათ ახლომახლო მყოფ ადამიანებამდე, რათა ისინი დაეხსნათ კუბოს ტყვეობისაგან.

2
634
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
634
  
2016, 10 ივნისი, 12:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2