x
მეტი
  • 18.08.2018
  • სტატია:79554
  • ვიდეო:332295
  • სურათი:436802
როგორ გავარჩიოთ ბრენდული სამოსი, კარგი ხარისხის ან იაფფასიანი პატენტისგან?

image


1. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ ქსოვილის ხარისხი. ამის გაკეთება, მისი სინათლესთან მიტანით შეიძლება.

image

რაც უფრო თხელია ქსოვილი, მით უფრო მაღალია სამოსის ხარისხი!


2. ქსოვილის ხარისხის შემოწმების მეორე ეტაპზე, მუჭაში მოაქციეთ ის, მუშტი მჭიდროდ შეკარით და რამდენიმე წამი მოჭმუჭნილ მდგომარეობაში გააჩერეთ.

image

ხელის გაშვების შემდეგ, თუ ქსოვილი მაშინვე გასწორდა, ე. ი. კარგი ხარისხის არის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე წამიან მოჭმუჭვნას ვერ გაუძლო და დაიჭმუჭნა, სავარაუდოდ, მალე გაცვდება.


3. ქსოვილის ხარისხის შემოწმება მისი გაწელვითაც შეიძლება.

image

ფრთხილად გაწელეთ ქსოვილი, ხოლო შემდეგ, ხელი გაუშვით. თუ ქსოვილი ძველ ფორმას მაშინვე დაიბრუნებს, ნამდვილ ბრენდთან გექნებათ საქმე. ხოლო, თუ დეფორმაციას მიიღებს, - ბრენდი გაყალბებულია.


4. თუ სამოსის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, ის მამაკაცების განყოფილებაში შეიძინეთ.

image


რადგან მამაკაცის მოდა უფრო შეზღუდული ვარიანტით არის წარმოდგენილი, როგორც წესი, უფრო იაფია და გაყალბებაც ნაკლებად ხდება. ამიტომ, თუ მაისურის ან შარვლის შეძენა გინდათ, - შეიძინეთ მამაკაცების განყოფილებაში.


5. თავი აარიდეთ ისეთი სამოსის შეძენას, რომელზეც ელვა ზემოდან არის. ეს შეიძლება დაბალი ხარისხის ნიშანი იყოს.

image

იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ელვის ზევიდან დაკერება - დიზაინერის ჩანაფიქრია. გარდა ამისა, ელვა იგივე ფერის უნდა იყოს, რა ფერისაც ქსოვილია და ქსოვილით უნდა იფარებოდეს.


6. შეამოწმეთ, აქვს თუ არა, კაბას ან შარვალს, ბრტყელი გადანაკეცი.image

გადანაკეცის სიგანე სქელი ქსოვილის ქვედაბოლოებზე და შარვლებზე 3, 5-4 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.


7. მხედველობაში მიიღეთ, რომ ხარისხიანი შარვალი ყოველთვის ფრანგული ნაკერით არის დაგვირისტებული.

image

ფრანგული ნაკერი – ყველა დიზაინერის საყვარელი ტექნიკაა, რადგან ის კარგად მალავს ქსოვილის დაუმუშავებელ კიდეებს.


8. ყოველთვის გაეცანით ქსოვილის შემადგენლობას.

image

ნატურალური ქსოვილისგან (ბამბა, შალი, აბრეშუმი) შეკერილი სამოსი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე სინთეტიკური ტანსაცმელი.


9. დააკვირდით გადაბმის ადგილებს.

image

სამოსის ხარისხის კიდევ ერთი ნიშანი, გვერდითი ნაკერები და ჯიბის ჩასმის ადგილებია. თუ პერანგი, კაბა ან პიჯაკი კუბოკრული ქსოვილით არის შეკერილი, გადაბმის ადგილებში ზოლების და ხაზების მიმართულება და ფერები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.


10. შეამოწმეთ ძაფი. მისი ფერი ქსოვილის ფერს უნდა ემთხვეოდეს.

image

ხარისხიან სამოსზე, ნაკერი ყოველთვის სწორედ არის გატარებული და მისი ფერი, ყოველთვის ქსოვილის ფერს ემთხვევა. თუ რა თქმა უნდა, ძაფის ფერი დიზაინერის სპეციალური განკარგულებით არ არის შეცვლილი.


11. სამოსის ხარისხის შემოწმების უმარტივესი გზა, ჩასაღილავის (ე. წ. პეტლი) ნახვაა.

image

ხელით მოსინჯეთ ჩასაღილავი. ის სქელი უნდა იყოს და ღილი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს მასში. გარდა ამისა, ვიზუალურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, - ლამაზად უნდა იყოს დაგვირისტებული და ძაფები არ უნდა ჰქონდეს გამოძენძილი.


12. ფრთხილად გაჭიმეთ ნაკერის ხაზი, რომ ნახოთ ინტერვალი ნაკერებს შორის.

image

ეს უმარტივესი ხრიკია უხარისხო სამოსში ფულის გადაყრისგან თავის დასაცავად. ხარისხიან ტანსაცმელზე ნაკერი ყოველთვის თანაბარი დაშორების, მჭიდრო არის და გაწევისას, ქსოვილის დაფარული ნაწილი არ ჩნდება.


13. ქვესადები – ყოველთვის კარგი ნიშანია.

image

ხარისხიან პიჯაკს ყოველთვის აქვს ქსოვილის ქვესადები, რომელიც დამატებითი ნაკერით არის შეერთებული მის საყელოსთან.


14. თუ გინდათ დარწმუნდეთ, რომ ხელნაკეთ სამოსს ყიდულობთ, დააკვირდით ნაკერებს.

image

მანქანით ნაკერი ყოველთვის სწორი და ბრტყელია, ხოლო ექსკლუზიურ ნივთზე, - ის ოდნავ გვერდით იქნება გადახრილი.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageნივთები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 2018 წლის ზაფხულის გარდერობში
ყოველდღიური ჩაცმის სტილი მოდის ექსპერტისგან

სამოსის გალამაზების საუკეთესო ხერხი. 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი

14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად

1
264
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
264
  
12 ივნისი, 11:30
SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
0 1 1