x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სულა სულაშვილი მოჭიდავეებს მიმართავს:"მრცხვენიხართ იმიტომ, რომ ფეოდალის მონები ხართ და გონება არ გყოფნით საკუთარი ღირსება დაიცვათ!
image

საფრანგეთში მცხოვრები AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი კორცხელში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი ცემეს.



"ჩემთვის დასრულდა სპორტი. ყველა თქვენგანს სიხარულით და პატივისცემით გიღებდით. ვამაყობდი და მიხაროდით.

ახლა მრცხვენიხართ კუნთმაგარო რაინდებო და იცით რატომ? იმიტომ, რომ გუშინ
თანატოლი დაგიხვრიტეს ოკუპანტებმა და ხმა ვერ ამოიღეთ. შეგეშინდათ ვირთხებო
თოფიანი კაცის და დღეს 5 კაცს 200 სპორტსმენი სასტიკად გაუსწორდით.
მრცხვენიხართ იმიტომ, რომ ფეოდალის მონები ხართ და გონება არ გყოფნით საკუთარი ღირსება დაიცვათ.
თქვენ ხართ უკანასკნელი ლაჩრები და შეგიძლიათ საკუთარი ძმა გაიმეტოთ გროშის ფასად.
image

მიკვირს, სულ უბრალოდ, როგორ არ შეგრცხვათ? სულ ოდნავ მაინც, როგორ არ
გაიღვიძა თქვენში ვაჟკაცის სულმა? ძირს დაცემულ ადამიანზე, როგორ აღმართეთ
ხელი?
დღეს, თქვენი, ყველა გამარჯვება დამარცხდა! ყველა სიხარული დამწუხდრა და მრცხვენიხართ!
თოფიანი კაცის, გეშინიათ ბიჭებო?
მიუხედავად ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობისა, დღესვე გიწვევთ საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტებთან პირისპირ შესახვედრად.

მე თქვენს ასაკში გამოვიარე ომი და ტყვიას არ გავქცევივარ იმის იმედით,
რომ ხვალ, თქვენ, საკუთარ მხრებზე დაიდგამდით პასუხიმგებლობის უღელს და
თქვენი მამების, უფროსი თაობის სისხლს არ შეარჩენდით რუსეთს...
მაგრამ თქვენ ხომ თოფიანი კაცის გეშინიათ ბიჭებო? ამაში ფულს ხომ არავინ გადაგიხდით!
მრცხვენიხართ!


შეგახსენებთ გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილობრივებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით ჩხუბში მონაწილობდნენ ოცნების მხარდამჭერი სპორტსმენები, კერძოდ მოჭიდავეები.


ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, აკო მინაშვილს, ეკა ხერხეულიძეს, ნუგზარ წიკლაურს და თენგიზ გუნავას.


image

0
307
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0