x
image
თამუნა გეწაძე
როგორ უნდა მოვხარშოთ ბრინჯი სწორად?

image



თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბრინჯის მარცვლები გარედან დაფარულია თხელი კანით რომელიც შეიცავს სახამებელს, ამიტომ თუ ბრინჯს პირდაპირ ჩავყრით ცხელ წყალში ის წებოვანი გახდება და ერთმანეთს ეკვრის, ამიტომ მოხარშვის წინ აუცილებელია ბრინჯი დავალბოთ ცივ წყალში რამდენჯერმე გამოუცვალოთ წყალი სანამ გამჭირვალე წყალს არ გადავღვრით. 1 ჭიქა ბრინჯს დავასხათ 1, 5 ჭიქა წყალი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი ეს ყველაფერი უნდა მოვათავსოთ 3 ლიტრიან ქვაბში. ადუღებამდე აუცილებელია რამდენჯერმე შევანჯღრიოთ ქვაბი ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიოთ. როდესაც ბრინჯი დუღილს დაიწყებს, აუცილებელია კარგად დავახუროთ ქვაბს თავი და დაბალ ცეცხლზე გადავიტანოთ(15-20 წუთი). წყლის შეშრობის შემდეგ, გადმოვდგათ გაზქურიდან, ავხადოთ თავი და მშრალი, სფთა, ნაჭერი დავახუროთ ქვაბს ცოტახანს, რომ შეიშროს ზედმეტი ნესტი, შემდეგ კი დავახუროთ ისევ თავი კარგად და აუცილებლად გავაჩეროთ 10-15 წუთი.(ამ პროცესს ბრინჯის დასვენებას უწოდებენ).

0
4395
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
4395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0