x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მაიას ტომის გამქრალი ცივილიზაცია
image
თანამედროვე მსოფლიოს არქეოლოგებისათვის ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად მაიას ტომების ცივილიზაცია ითვლება. შუაამერიკული კულტურა, რომლის არსებობის შესახებ ევროპამ საუკუნეების შემდეგ გაიგო, გამოირჩეოდა საოცრად განვითარებული კულტურით, დამწერლობითა და არქიტექტურით.


მაია იყო ტომთა ერთგვარი ჯგუფი, რომელიც აერთიანებდა კოკომის, კანეპის, პეჩის, ტუტულ შპუსა და ჩელის ტომებს. თითოეულ ტომს ჰყავდა თავისი ბელადი, ხოლო ყველა ტომი ექვემდებარებოდა ერთ ბელადს, რომელსაც მთელი სიცოცხლის ვადით ირჩევდნენ და ანიჭებდნენ მოქმედების სრულ თავისუფლებას ყველა სფეროში.


მაიას ისტორია სამ პერიოდად იყოფა: პირველი- მაიამდელი ეპოქა (ჩვ.წ-მდე დაახლოებით 599 წ.- ჩვ. წ. 317 წ)-ეს ის პერიოდია რაც არსებობდა ქრისტესშობამდე; მეორე-ძველი (317-987 წწ); მესამე-ახალი ეპოქა (987-1697 წწ.). 1697 წელს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა და ე.წ.„მექსიკური პირამიდების“ შემქმნელთა ერაც ისტორიამ შთანთქა.


მაიას ტომები თანამედროვე მექსიკის, გვატემალას, ბელიზისა და ჰონდურასის ტერიტორიებს იკავებდნენ. X ს-ში მაიას მიწებზე კუკულკანის მეთაურობით ტოლტეკთა მექსიკური ტომები შეიჭრნენ. დროთა განმავლობაში ადგილობრივები შეერწყნენ ამ ტომების ტრადიციებსა და ადათ-წესებს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მაიას ტომების კულტურის აღმავლობა, გაჩნდა ახალი ქალაქები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია-უშმალი, მაიპალი და ჩიჩენ-იცა. მაიას იმპერიაში თითოეული ქალაქი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდა მაიას ტომების ქალაქების სამგანზომილებიანი ფოტო და ვიდეო-ვერსიების აღდგენა. მეცნიერების თვალწინ გადაიშალა ულამაზესი ქალაქები განსაცვიფრებელი, გრანდიოზული პირამიდებითა და სასახლეებით. მაიას ტომის წარმომადგენლები საოცრად კარგად ერკვეოდნენ მათემატიკაში, ასტრონომიასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.



ქალაქის ცენტრში აუცილებლად შენდებოდა ერთი პირამიდა მაინც. ეგვიპტური პირამიდებისგან განსხვავებით, მათი კედლები მთლიანი სიბრტყით გამოირჩეოდა. პირამიდები საფეხურებრივი იყო, რაც აადვილებდა პირამიდების მშენებლობას. ყველა პირამიდა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ერთმანეთს ჰგავს.
არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ისინი ერთმანეთთან ქვის ხიდებითაც იყვნენ გადაბმული. პირამიდის კედლები გალამაზებული იყო ტომის დამწერლობთ. მათ იეროგლიფური დამწერლობა ჰქონდათ. დღემდე ამ იეროგლიფების მხოლოდ მეოთხედია გაშიფრული. ზოგადად, ცნობილია 5 ათასამდე იეროგლიფი. აქედან ყველაზე გამოყენებადი იყო 800. კონკისტადორების მიერ ამ ტერიტორიების ათვისების შემდეგ 10 ათასამდე ხელნაწერი ესპანეთის ხელისუფლების ხელში მოექცა.


იმ პერიოდის ცენტრალურ ამერიკაში იცოდნენ რა იყო მელანი. წარწერას ჯერ შავი ფერის მელნით აკეთებდნენ, ხოლო შემდეგ მის გარშემო წითელ კონტურს ავლებდნენ. ალბათ ამიტომ უწოდებდნენ აცტეკები მაიას ცივილიზაციას „წითელისა და შავის მიწად“.


პირამიდებისგან განხვავებით, სადაც რამდენიმე ოთახი ან დარბაზი იყო, სასახლები გამოირჩეოდა ერთი დიდი დარბაზითა და 4 ან 5 მცირე
ოთახით. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ სწორედ პირამიდებს იყენებდნენ მეფეები საცხოვრებლად, ხოლო სასახლეებს-სამლოცველოდ.


მაიას ტომების პირველი მცხოვრებნი, გამოჩნდნენ იუკატანის ტერიტორიაზე. ესენი იყვნენ პირველყოფილი ადამიანები, რომლებიც მცირე ოჯახებად იყოფოდნენ. თავდაპირველად დაჩეხვისა და დაწვის მეთოდს იყენებდნენ,
მოგვიანებით კი შეძლეს ჯუნგლების გაწმენდა და მიწათმოქმედების წამოწყება.


დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა პატარა სოფლები. მათი მოდგმა ნელ-ნელა ვითარდებოდა. ხისგან დაიწყეს ქოხების აშენება. საკვებს კი ჯუნგლებში შოულობდნენ. მაიას ცივილიზაციის შუა ხანებში ხალხმა ერთგვარი საზოგადოების სახე მიიღო. შენობების აგებისა და სათავეში მეფის მოსვლის შემდეგ დადგინდა მამრისა და მდედრის როლი იმდროინდელ ყოფაში. მატრიარქატი არასოდეს ყოფილა პოპულარული ცენტრალურ ამერიკაში. მამაკაცები მიდიოდნენ საშოვარზე, ქალები კი ბავშვებს ზრდიდნენ. ეს საზოგადოების ის მოდელია, რაც მოგვიანებით მსოფლიოში გავრცელდა და დღესაც აქტიურად მოქმედებს.


შრომის დანაწილების შედეგად წარმოიქმნა სოციალური ფენები: ქალაქებში- მმართველი ფენა, ქურუმთა კასტა, მაგები, მეომრები, ვაჭრები, არქიტექტორები, ასტრონომები, მწერლები. შუალედურ ფენას შეადგენდნენ მშენებლები, მმართველთა მსახურები და ხელოსნები.


ქალაქის ირგვლივ სახლდებოდნენ დაბალი ფენის წარმომადგენლები: მეთევზეები, მონადირეები, მიწის მუშები.


ფენებად დანაწილებამ რელიგიური და საერო ხელისუფლების გაყოფა განაპირობა. საერო ხელისუფალთ განაგებდა ხალაჩ-ვინიკი („კაცი-სამართლიანი“). ხოლო ქურუმობას აჰჰაუ-კანი ( „ბატონი გველი“).მათ მოვალეობები მკაცრად იყო განსაზღვრული.



დამწერლობა და კალენდარი მაიას კულტურის ის ორი საინტერესო ფენომენია, რომლის ამოხსნაც დღემდე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჯერ კიდევ ჩვ.წ-მდე მაიას ტომებში შეიქმნა კალენდარი, რომელიც, ზოგიერთი არქეოლოგის ვარაუდით, 10-ჯერ უფრო ზუსტია, ვიდრე ჩვენი, თანამედროვე. მაიას კულტურაში იყენებდნენ ორი ტიპის კალენდარს-ერთი შეიცავდა 365 დღეს, ხოლო მეორე 260 დღისგან შედგებოდა. ეს კალენდრები იცვლებოდა ყოველ 52 წელიწადში. თანამედროვე გამოთვლებით, მაიას ტომის კალენდრის 52 წელი ჩვენს ერთ საუკუნეს უდრის. 260 დღიან კალენდარში (მას ხშირად უწოდებდნენ
„ცოლკინს“) თვეები შედგებოდა 20 დღისგან, აქედან გამომდინარე, მაიას ტომებს 13 თვე ჰქონდათ. და თვეებს ცხოველების, ფრინველებისა და ღმერთების სახელებს არქმევდნენ.


imageრაც შეეხება მეორე, 365 დღიან კალენდარს(ჰაბი), ის სრულიად განსხვავდება ჩვენი კალენდრისგან. კალენდრის მიხედვით, თითოეული თვე შედგებოდა 20 დღისგან, წელიწადში 18 თვე გამოდიოდა და 4 დღე ზედმეტი რჩებოდა. სწორედ ეს 4 დღე ითვლებოდა ყველაზე საშიშ დღეებად მთელი წლის განმავლობაში. მაიას ერი ახალ წელს ივლისში აღნიშნავდა.

52 წელიწადი, ანუ ერთი საუკუნე მაიას ტომელებისთვის მნიშვნელოვანი თარიღი იყო. მათ მიაჩნდათ, რომ ყოველი საუკუნის დასასრულს ღმერთები განიხილავდნენ ადამიანთა საქციელს დედამიწაზე და თუ იმედგაცრუებულნი დარჩებოდნენ, ცა ჩამოიქცეოდა და ყველაფერი დაიღუპებოდა. 52 მაიას ტომელებისთვის, რიცხვზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ პირამიდების და სხვა ნაგებობების მშენებლობა რეკონსტრუქცია 52 წელიწადში ერთხელ ხდებოდა.


რელიგია უმთავრეს როლს ასრულებდა მაიას ხალხის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და ამდენად, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ხალხის ბრწყინვალე კულტურის შექმნაში. მაგრამ სწორედ რელიგიამ მიიყვანა
უძველესი ტომი გადაგვარებამდეც. მაიას რელიგია იყო ბარბაროსთა და კანიბალთა რელიგია, სადაც ადამიანებს ღმერთებს სასტიკი ფორმით სწირავდნენ.


მაიას პანთეონში გამოიყოფა ღმერთების ჯგუფი: ნაყოფიერებისა და წყლის, ნადირობის, ცეცხლის, სიკვდილის, ვარსკვლავებისა და პლანეტების და ა.შ.


კოსმოგონიური მითების მიხედვით, სამყარო 13 ცისა და 9 მიწისქვეშა სამყაროსგან შედგებოდა.


თითოეულ ტომს ჰყავდა ბელადი, რომელსაც თან ახლდა ბერების ჯგუფი. მათი რელიგიური რიტუალები, უმეტესწილად გულისხმობდა ადამიანის შეწირვას. მსხვერპლს საკურთხეველთან აბამდნენ, მკერდში ნაჯახის დარტყმით სხეულს შუაზე უპობდნენ, გულს იღებდნენ და დებდნენ რომელიმე ღმერთის გამოსახულებასთან. შემდეგ გარდაცვლილს ტყავს აძრობდნენ და ამ ტყავს ბელადი მოსასხამად იყენებდა. ბოლოს სხეულს წვრილად ჭრიდნენ და ჭამდნენ. გასაკვირი არცაა, რომ არ რიტუალების დროს მსხვერპლთა რაოდენობა ასობით ადამიანს აღემატებოდა.


ერთ-ერთ მიზეზად მაიას ხალხის დეგრადირებისა მათი კანიბალური ქცევებიც შეილება მივიჩნიოთ.


1502 წელს, ესპანელები გენერალ ფრანსისკო დე მოტეხოს მეთაურობით
მაიას ხალხს შეხვდენ. კოსკისტადორებმა ადვილად დაიპყრეს ცივილიზაცია, რომელიც ერთ დროს დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა. 170 წლის მანძილზე ევროპელებმა შეძლეს პირველი ლათინოამერიკელების თავიანთ ზნე-ჩვეულებაზე გადაყვანა. 1690 წლისთვის კი დედამიწიდან უკვალოდ გაქრა მაიას ტომის უკანასკნელი ქალაქი- ტაისალი.

1
1071
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნუცა ასაკაშვილი
ნუცა ასაკაშვილი
1071
  
2016, 11 მაისი, 22:15
ეს სტატიაც მომეწონსა :)) მომწონს თქვენი სტატიები :)) ასე გააგრძელეთ, არ ინანებთ :)))
0 1 1