x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ქალის სილამაზის სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში

ჩვენ დიდ სამყაროში ვცხოვრობთ და ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ საგნებისა და მოვლენებისადმი, მათ შორის, ქალის სილამაზესა და სექსუალურობაზე. აქ წარმოდგენილია ქალბატონების ფოტოები, პლანეტის სხვადასხვა კუთხეებიდან. ისინი, რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ საკუთარ ქვეყნებში, უბრალოდ ლამაზები კი არა, სილამაზის ეტალონები არიან. ჩვენ მათ მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, თუ სილამაზის რა სტანდარტები არის დაწესებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, აზიის ქვეყნებში და ამერიკაში.


საფრანგეთი – ნატურალური


image

image

საფრანგეთში უპირატესობას ნატურალურ სილამაზეს ანიჭებენ. რაც უფრო ნაკლებია მაკიაჟი – მით უკეთესია. თმა – ბუნებრივად მოუწესრიგებელი უნდა იყოს. ამასთან, ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არ არის. როგორც ფრანგები ამბობენ, ქალი მომხიბვლელი, ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს.



მალაიზია – ფერმკრთალი და მინიატურული


image
მალაიზიაში ყველაზე მეტად, ღია ფერის კანს აფასებენ, ისევე, როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში. რაც უფრო ღია ფერის არის კანი – მით უკეთესია. და თუ გოგონა ე. წ. «თეთრი მარგალიტია», სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა. ფიგურაც კარგი უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა.


ავსტრალია – სპორტული და აქტიური


image
ავსტრალიაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ გოგონა ბიკინებში კარგად გამოიყურებოდეს. სხვანაირად სილამაზე არ არსებობს. ეს ქვეყანა ათლეტური აღნაგობის, გარუჯული ლამაზმანების ცენტრად ითვლება. გასაკვირიც არ არის, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სანაპიროზე ან მის სიახლოვეს ცხოვრობს.


პოლონეთი - სანდომიანი


image
პოლონეთში ლამაზების კატეგორიაში მოსახვედრად არ არის საჭირო სიმაღლე – 170 სმ. და ზევით, არც დიდი მკერდი და თეძოებია საჭირო. ამ ქვეყანაში, ყველაზე მეტად, სხეულის პროპორციული აღნაგობა და გრძელი თმა ფასობს.


შვედეთი - მაღალი და ქერა


image
შვედები ღია ფერის თმით არიან ცნობილები – მათ ხშირად, თითქმის თეთრი ან პლატინისფერი თმა აქვთ. შვედი გოგონა ლამაზად ითვლება, თუ მას აღნიშნული ფერის თმასთან ერთად, ცისფერი თვალებიც აქვს. გარდა ამისა, ყურადღება მის ჩაცმულობასაც ექცევა: ის აუცილებლად უნდა ატარებდეს მაღალი მოდის სამოსს. სტილისადმი მიდგომა კი, ერთი ფრაზით შეიძლება გადმოიცეს: «რაც უფრო ნაკლებია – მით უკეთესია» ანუ მინიმალისტური (ეს კოსმეტიკასაც ეხება და სამოსის ფერებსაც). ყველაფერი უბრალოდ და ელეგანტურად უნდა იყოს.



სამხ. კორეა - ღია ფერის კანი


image
შორი-შორს მდებარე დიდი მრგვალი თვალები და ძალიან ფერმკრთალი, «ფაიფურისებური» კანი – მთავარი პირობაა, რომ სამხრეთ კორეაში გოგონა სექსუალურად გამოიყურებოდეს. სილამაზის ამ სტანდარტებმა ის გამოიწვია, რომ ყოველი მეათე კორეელი ქალი პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ წვება, რომ თვალის ჭრილი გაიფართოვოს და ის «უკეთესობისკე» შეცვალოს. გარდა ამისა, ისინი სახის ოვალის ფორმასაც იცვლიან – ქვედა ნაწილში ივიწროვებენ (იკეთებენ V-line-ს ოპერაციას, რაც ძვლების რეზექციას და კისრის ცხიმის მოცილებას ნიშნავს).



ირანი - დახვეწილი ცხვირით


image
მკაცრი დრეს-კოდის მიუხედავად, ირანელი ქალბატონები ისევე განიცდიან თავიაანთი გარეგნობის გამო, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის სუსტი სქესის წარმომადგენლები. შესაძლებელია, იმის გამო რომ, ისინი მთლიანად ქსოვილში არიან «გახვეულები», განსაკუთრებულ მზრუნველობას, სხეულის ერთადერთ ღიად დარჩენილ ნაწილისადმი – სახისადმი იჩენენ. მათ სურთ, რომ სახე იმდენად ლამაზი იყოს, რომ მის გარდა არაფერს ჰქონდეს მნიშვნელობა. ირანელი ქალბატონების აზრით, სილამაზის მთავარი მახასიათებელი – ლამაზი ცხვირია და ის იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. ამიტომ, იქ, ყველაზე პოპულარული ოპერაცია რინოპლასტიკა არის. უკანასკნელი წლის მანძილზე, ცხვირის კორექციის 70 ათასზე მიტი ოპერაცია ჩატარდა ქვეყანაში.


აშშ - მაღალი, ქერა, სპორტული...


image
ამერიკაში ძალიან ძნელია, სილამაზის რომელიმე ერთი სტანდარტის არჩევა, რადგან ამ ქვეყანაში ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანს სილამაზის საკუთარი სტანდარტი აქვთ. თუმცა რაღაც საერთო მაინც არსებობს, რასაც ამერიკელები სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ. მათი აზრით, ქალი უნდა იყოს: კარგი ან სპორტული აღნაგობის, მაღალი, დიდი მკერდით, კარგი რუჯით და დიდი თვალებით.


ბრაზილია – სუპერმოდელი


image
ბრაზილიაში ყველაზე მომხიბვლელებად ითვლებიან მაღალი და ქერა ქალები, ბრინჯაოსფერი კანით და ღია ფერის თვალებით. გარდა ამისა, ქალი იდეალურად მოვლილი უნდა იყოს: მანიკური, პედიკური, ცვილის ეპილაცია, მასაჟი და ა. შ.


პაკისტანი – ნამდვილი ფიფქია


image
ეს არის ქვეყანა, რომელიც არასდროს ახსენდებათ, როდესაც ქალის სექსუალურობაზე საუბრობენ. არა და აუცილებლად უნდა გაიხსენონ, რადგან პაკისტანში ძალიან ბევრი ლამაზი ქალბატონი ცხოვრობს. სტანდარტები კი ასეთია: ღია, კრემისფერი ელფერის კანი, გრძელი შავი თმა, ცისფერი ან მწვანე თვალები.


ტაილანდი – ქალური


image
ტაილანდი არ გამოირჩევა ორიგინალურობით: იქაც ღია ფერის კანის მქონე მომხიბვლელ გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ, ქვეყანაში, ყველაზე დიდი მოთხოვნილება კანის გამათეთრებელ კრემებზე და შესაბამის პროცედურებზე არის. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაილანდში, ღია ფერის კანი სიმდიდრის და მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშნად ითვლება.



დანია – გოგონა-ბარბი


image
კიდევ ერთი ჩრდილოეთის ქვეყანა და იდეალური სილამაზის კიდევ ერთი სტანდარტი – «ბლონდ» სტილში. დანიელებს, ისევე როგორც შვედებს, მოსწონთ ღია ფერის თმა, მაგრამ ამავდროულად, მოსწონთ ღია ფონზე, კონტრასტული ფერების არსებობა, რაც თვალებზე შავი კონტურის შემოვლებაში და მუქი ფერის მაკიაჟში გამოიხატება.


სერბეთი - დაწესებული სტანდარტების შესაბამისი


image
სერბეთში სექსუალურობის და მომხიბვლელობის ძალიან მკვეთრი სტანდარტები არის დაწესწბული: ხორბლისფერი სახის კანი, ფუმფულა დიდი ტუჩები, პატარა ცხვირი, დიდი ცისფერი თვალები, გამხდარი და მაღალი ყვრიმალებ და ლამაზი ტანი.

0
692
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0