x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508826
საზოგადოება უსახლკარო მოხუცების წინააღმდეგ

imageდღეს დავრწმუნდი, რომ საზოგადოება სასტიკია, ის ბრბბოა, რომელიც საკუთარი ინსტინქტების შესაბამისად მოქმედებს. საზოგადოებას სრულიადაც არ აინტერესებს იმ ადამიანის გასაჭირი, რომლებსაც ისინი შეურაცხყოფენ და ათასგვარ უმსგავსობას ეუბნებიან. დღეს პირადად გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ სჯიდა ბრბბო მოხუცს თავისი უმოქმედობისა და ძალის არქონის გამო, დღეს დავრწმუნდი, რომ საზოგადოებაში ყველაფერი ადამიანური დაიკარგა და მხოლოდ ადამიანთა 1%-ს შერჩა იგი. ჩემი ამგვარი აღშფოთება და საზოგადოებისადმი უნდობლობა გამოიწვია შემდეგმა ფაქტმა: მოხუცი ქალბატონი ავტობუსში ამოვიდა, ჯოხი ეჭირა გაჭირვებით მოახერხა კიბის 2 საფეხურზე ამოსვლა, დაჯდა თავისთვის ბოლო სჯამზე, ჩემი ვარაუდით ახლად ნაოპერაციევი იყო, თვალი შეხვეული ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ცხოვრებას სასტიკად დაესაჯა. ავტობუსი თანდათან ხალხით ივსებოდა და ისინი აღშფოთებას გამოხატავდნენ მოხუცი ქალბატონის მიმართ, რადგან მას არასასიამოვნო სუნი ჰქონდა, "კონტროლიორს" განუცხადეს, რომ დაუყონებლივ ჩაეშვა მომდევნო გაჩერებაზე, "კონტროლიორმა" არ დააყოვნა, განუცხადა მოხუც ქალბატონს რომ ჩასულიყო (მანამდე თვითონაც გამოხატა უკმაყოფილება მგზავრის მიმართ და აშკარა იყო, რომ არავითარი თანაგრძნობის ნიშანი არ გააჩნდა მის მიმართ), წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის ძალით ჩაიყვანდა, მოხუცი სასტიკი წინააღმდეგი იყო ჩასვლის, რომ ვერ ჩაუშვეს ავტობუსიდან ხალხმა და კონტროლიორმაც საშინლად გალანძღეს, ათასგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვა უთხრეს, მხოლოდ 2 ადამიანი ვიყავით, რომლებიც მის დაცვას ვცდილობდით, ჩვენც არ დაგვინდეს და ჩვენც შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მოხუცი ქალბატონი თავისი დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა ის მოხუცთა თავშესაფარში მიდიოდა... ყველაზე გულსატკენია, როცა საზოგადოება ადამიანს განიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ არ იცის თუ რა გადაიტანა მან, რა ცხოვრებით იცხოვრა და რა გააკეთა იმ ქვეყნის შესაქმნელად, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ასე ვამაყობთ ჩვენი "სიკარგკაცით". არავინ იცის დრო ვის რად გვაქცევს, დრონი მეფობენ და არა მეფენი. თითოეულმა ადამინმა მის ადგილზე უნდა წარმოიდგინოს თავი და მერე გალანძღოს იგი, არავინ იცის ჩვენ რა მოგველის, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მის ადგილზე აღმოჩნდეს, ცხოვრებას ძალიან ბევრი აღმართი და დაღმართი აქვს, არასდროს არ უნდა თქვა, რომ არასდროს იქნები მის ადგილას შეიძლება ცხოვრებამ დაგცინოს საკუთარი სიტყვების გამო. კიდევერთი რამ რისი თქმაც მინდა: ავტობუსები და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმიტომ არის საზოგადოებრივი, რომ საზოგადოების ნებრისმიერ წევრს შეუძლია შემოსვლა და ამ ნებრისმიერში ნებისმიერი შედის, ასეთიც და ისეთიც, "სუნიანიც და უსუნოც" ამიტომ საზოგადოებას აქვს არჩევანი წავიდეს რითიც სურს, თუ უნდათ, რომ სუნმა არ შეაწუხონ ან მსგავსი შემთხვევები არ შეემთხვეთ თავისუფლად შეუძლიათ ტაქსით იარონ. არც ერთ ადამიანს არ აქვს მეორე ადამიანი უფლებები ხელყოს, მითუმეტეს "კონტროლიორს" არ ჰქონდა ამის უფლება, მან ბოროტად ისარგებლა საკუთარი უპირატესობით და მეორეც კერძო სამართალი თმენის ვალდებულებას გვაკისრებს. ამიტომ სდავიცვათ ერთმანეთის უფლებები!...

3
94
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მსხილაძე
მარიამ მსხილაძე
94
  
2016, 7 მაისი, 22:14
გავაზიარე, ყველამ რომ წაიკითხოს
2016, 7 მაისი, 20:07
გული მეტკინა :(
0 1 3