x
image
ტორნადო07
მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე საშიში და უჩვეულო ადგილი დაასახელეს
მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებიც საზოგადოება Europlanet-ს წარმოადგენენ დანაკილის დაბლობი, რომელიც ეთიოპიაში მდებარეობს დაასახელა დედამიწაზე ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილად. არსებები, რომლებიც ამ დაბლობში გადარჩენას შეძლებენ, საზოგადოებას საშუალებას მისცემდნენ წარმოდგენა შეიქმნას თუ, როგორ გამოიყურება სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. image

"უცხოპლანეტური დაბლობი გარეგნულად მართლაც, რომ ფანტასტიკურ სამყაროს ჰგავს. ამის მიზეზი უამრავი მარილია, რომლებას "შეღებეს" ის მრავალფერად. image

დაბლობის თავზე ჰაერი გაჯერებულია ქლორისა და გოგირდის ორთქლით, წყალი კი თითქმის დუღს და შეიცავს უამრავ მავნე ნივთიერებას. მიუხედავად ასეთი პირობებისა მეცნიერთა სიტყვებით დაბლობი დაუსახლებელი არაა, აქ მიკროორგანიზმები ცხოვრობენ, რომლებიც მინიმუმ სამ სიცოცხლისუნარიან ეკოსისტემას ქმნიან.image

ამასთან, როგორც მკვლევარები ამბობენ რთული პირობების გამო აქამდე დაბლობი თითქმის არ ყოფილა შესწავლილი, თვითონ დაბლობს ძალიან ცოტა ნაშრომი მიეძღვნა, მის "მცხოვრებლებს" კი არც ერთი.image
ამ თვეში მეცნიერებმა დაიწყეს კვლევები ამ თეთრი ლაქების შესავსებად.image


90 გრადუსამდე გაცხელებული წყალი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ის ამოდის ლავით გაცხელებული ქანებიდან. თავისი შემადგენლობით ის ძალიან ჰგავს ჯერ კიდევ სიცოცხლის წარმოშობამდე დედამიწაზე არსებულ წყალს.image

0
416
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0