x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ შეიქმნა ირაკლი კაკაბაძე სამსახურში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
image

ქართველი მწერალი, პერფომანსი და ადამიანთა უფლებების დამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რამიშვილი -სამხარაძის გახმაურებულ ფაქტს ეხმაურება და იხსენებს როგორ შეიქმნა თვითონ 25 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რომელიც ჯოჯოხეთად ექცა და ამის შემდეგ იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა.


"მე ფემინისტი ვარ.


მინდა ნათელი მოვფინო და პირდაპირ ვთქვა რა აზრის ვარ სამუშაო ადგილებზე სექსუალური ზეწოლის და შევიწროვების ფაქტებზე, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად ხდება საქართველოში.


ჩემი უკვე 27 წლიანი სამუშაო პრაქტიკის დროს მუდმივად ჩემი პრინციპი იყო რომ არასდროს არანაირი ზეწოლა ჩემთან ერთად მომუშავე ადამიანებს არ ეგრძნოთ არა მხოლოდ ჩემგან, არამედ მთლიანად ორგანიზაციაში. იყო პერიოდები, როცა უფრო მრავალრიცხოვანიორგანიზაციის თავში ვიყავი და იყო პერიოდები, როცა მცირერიცხოვანი.


სექსუალური შევიწროება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება
სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით არის არაპირდაპირი ძალადობის ფორმა,
რომელიც აუცილებლად უნდა აღიკვეთოს ჩვენი საზოგადოებიდან.
მე არ ვიცი რა მოხდა ტელეკომპანია "იმედში" და არ მინდა შალვა რამიშვილის
უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო. ცხადია, თუ მისი მხრიდან ადგილი არ
ჰქონია სექსუალურ ზეწოლას და შევიწროებას, მაშინ ის არ უნდა დაიჩაგროს.
ორი აზრი არ არის. მაგრამ, თუ საქმე პირიქით არის, ცხადია ყველა თანასწორი
უნდა ვიყოთ კანონის წინაშე.

მე თვითონ გახლდით 25 წლის ასაკში სამუშაო ადგილას სექსუალური ზეწოლის მსხვერპლი. ამ დროს ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ჩემი უშუალო დირექტორი 40 წლის საკმაოდ მიმზიდველი ქალი იყო. ერთხელ მან თავის სახლში დამპატიჟა, იქ ალკოჰოლური სასმელი შემომთავაზა და მერე ლოგინში მიმიწვია. მეც - 25 წლის უჭკუო ახალგაზრდას არ მეყო გამძლეობა და დავყევი. ამის მერე დაიწყო ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი სამსახურში - ეს ქალი ყოველდღიურად ითხოვდა მასთან სქესობრივ კავშირს.

image



ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა რომ სამსახურიდან წამოსვლა
მომიწია - ნაწილობრივ ტრავმირებულს. არ დამავიწყდება იმ ქალის სიტყვები -
"უნდა კომპრომისზე წახვიდე თუ კარგად ცხოვრება გინდაო!' - და ეს
'კომპრომისი მასთან თანაცხოვრება იყო. მიუხედავად იმისა რომ ის ქალი
ფიზიკურ ძალას არ იყენებდა, მისი ეს ყოველდღიური შანტაჟი იყო ფიზიკური
ძალადობაზე უარესი ფსიქოლოგიური წნეხი და სტრუქტურული ძალადობა. როდესაც
სამსახურის იერარქიულ სტრუქტურას ადამიანი (არა აქვს მნიშვნელობა კაცი თუ
ქალი) სხვა ადამიანის იძულებისთვის იყენებს - ეს საშინელი ძალადობაა.

ყველამ უნდა გავიგოთ რომ სამუშაო ადგილას ადამიანებზე ზეწოლა და იერარქიული
სტრუქტურის გამოყენება ამ ადამიანების თანაცხოვრებისკენ მიზიდვის მიზნით
არის ძალიან დიდი სტრუქტურული ძალადობა - და ამას ბოლო უნდა მოეღოს.
ამ გაგებით მე ნამდვილად ფემინისტი ვარ."

1
110
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
2016, 29 აპრილი, 22:21
პრეზიდენტისა არ იყოს ამანაც "მაჩო" ვარო. :))
0 1 1