x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
პრაქტიკული სიახლე Aiphone- ის მომხმარებლებისთვის
ტექნოლოგია განვითარების მაღალ საფეხურზეა ... არსებობს სმარტფონები,

პლანშეტები, ათასობით აპლიკაცია, სადაც ინფორმაციის სწრაფ რეჟიმში ჩანიშვნაა

შესაძლებელი. თუმცა, ვისთვის როგორ... ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები და

არამარტო საშუალო ასაკის, არამედ ახალგაზრდა თაობაშიც ვისთვისაც უფრო მეტად


კომფორტული კალმით წერაა. (ერთ-ერთი მეც ვარ). სწორედ ასეთი ადამიანებისთვის

გამოიგონეს დამცავი სტიკერი, რომელზეც ჩანაწერის გაკეთება შეიძლება.



image











ძალიან საინტერესო მოფიქრებაა და გადაჭარბებული არ იქნება ასეთი შეფასება:

პრაქტიკული, მოსახერხებელი, საჭირო, დამცავი ...


image














პრაქტიკული – ადვილია ჩანიშვნა

მოსახერხებელი – მუდამ შენთანაა

საჭირო – მუზა ან ჩასანიშნი ინფორმაცია არ დაგეკარგება

დამცავი – ამორტიზაცია დავარდნისას.


ასე რომ, საინტერესო ინოვაციაა. ასევე იქნებ ეს ერთ-ერთი მიზეზი მაინც

იყოს, რომ კაცობრიობას წერა არ დაავიწყდეს. ჯერჯერობით ამის საშიშროება

არ არსებობს, მაგრამ საფრთხის მოახლების ფაქტები ნამდვილად შეინიშნება.


... და ბოლოს, დამცავი სტიკერის მომხმარებლებო ან მომავალო მომხმარებლებო, იმედია ჩანაწერსაც ინგლისური ”შრიფტით” არ გააკეთებთ.


2
63
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
63
  
2016, 27 აპრილი, 23:40
საინტერესოა ;) კალმის გამოყენება აღარ დაგვავიწყდება! ;)
2016, 27 აპრილი, 22:36
Aiphone ეს რამე ახალი ხილია? :D :D :D :D
თუ კალმიანი გინდა ეს უაზრობა რატო უნდა იყიდო? ნოუთ სერიას ხო ისედაც აქვს კალამი? :D :D
0 1 2