x
beko777
ჟურნალისტთა საერთაშორისო ტურნირი წყალტუბოში

ერთი გასროლით დაჭერილი ორი კურდღელი


image21-24 აპრილს იმერეთეის ულამაზეს ქალაქში, ძველი დროის წალკოტად ხსენებულ - წყალტუბოში, მსოფლიოს 9 ქვეყნის 41 ჟურნალისტი შეიკრიბა და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდა - ნარდი! დიახ ნარდი... თამაში, რომელიც ასე პოპულარულია საქართველოში და რომლის კლასის ამაღლებასა და განვითარებაზე საქართველოში 1989 წლიდან უკვე ოფიციალურად ზრუნავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ თემაზე და მოვლენაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.


ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას სახელი არამარტო პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ ხელოვნების და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის თემასაც მკვეთრად უკავშირდება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ ორ წელიწადში ერთხელ სამეგრელოში გრანდიოზული „მეგრული სიმღერის, ხობის საერთაშორისო ფესტივალი“ ტარდება ხოლმე და ნარდი... ნარდი, რომლის პოპულარიზაციისთვის დაარსდა ჟურნალისტ გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ნარდის ტურნირი, რომელიც თავის მხრივ კატალიზატორი აღმოჩნდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ტურნირისა, რომელიც პირველად გაიმართა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საქართველოს ნარდის კლუბის“ და კომპანია „ევროპაბეთის“ ძალისხმევით ორგანიზებულმა აღნიშნულმა ტურნირმა 21-24 აპრილს გარდა იმისა, რომ შეძლო და ერთმანეთს დაახლოვა და გააცნო ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები, საფუძველი ჩაუყარა ტურიზმის პირდაპირი ხაზით პოპულარიზაციას, რადგან გარდა იმისა, რომ სხვადასხვა დონის და რანგის ნარდის მცოდნე ჟურნალისტები ეტაპობრივად თამაშობდნენ, აქტიურად იყვნენ ჩართულნი მედია-ტურებში - ბაგრატის ტაძარში, გელათში, სათაფლიაზე, პრომეთეს მღვიმეში და ღვინის კომპანია „ხარებას“ საწარმოო ხაზზე. რათქმაუნდა უცხოელი ჟურნალისტებისთის ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და სიმართლე უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ქართველი ჟურნალისტისთვისაც კი, ეს პირველი მსგავსი ტიპის ექსკურსია იყო მშობლიური ქვეყნის ამ ღირშესანიშნაობებზე.


imageრაც შეეხება ჟურნალისტთა კონკრეტულ ტურნირს - განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, ნარდის თამაშის დროს თოთოეულ სვლას და კენჭის გადაადგილებას მთელი მონდომებით თვლიდნენ, სტრატეგიას გეგმავდნენ და ნერვიულობდნენ, მაგრამ მთავარი ტურნირის ფინალში ისე როგორ იქნებოდა, რომ ერთი ქართველი მაინც არ მოხვედრილიყო და 24 აპრილს, სამდღიანი დაძაბული და აზარტული თამაშის შემდეგ ფინალში ერთმანეთს ქართველი, რადიო „იმედის“ სპორტული ჟურნალისტი - კახა გელაშვილი და ჟურნალისტი აშშ-დან, პროფესიონალი მონარდე 40 წლიანი სათამაშო გამოცდილებით - რობერტ ვახტელი დაუპირისპირდნენ, თამაში 9 ქულამდე მიმდინარეობდა და კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ტაბლოზე ანგარიში 5:6 დაფიქსირდა, რადგან ამერიკელ სტუმარს რატომღაც ეგონა მარტივად დაეუფლებოდა საპრიზო ფონდს, რომელიც თავის მხრივ 3, 000 დოლარს შეადგენდა და რომელიც საბოლოო ჯამში რამდენიმე ადამიანზე გადანაწილდა.


imageფინალისტებს შორის დაძაბული თამაში ამერიკელი კოლეგის გამარჯვებით დასრულდა და ის დაჯილდოების ცერემონიალზეც ამაყად თავაწეული გამოცხადდა.
საბოლოო ჯამში აღნიშნული ტურნირი 27 აპრილს თბილისში „ქორთიარდ მარიოტში“ დაგეგმილი მსოფლიო თასის რეკლამირებისთვის ჩატარდა, ტურნირის რომელიც მაღალი დონის და კლასის ნარდის მსოფლიო მოთამაშეებს უყრის თავს საქართველოში და რომელიც ზუსტადაც, რომ ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერას გავს, რადგან - ცალკე ტურისტების პირდაპირი ხაზით ჩამოყვანა, უცხოელი ჟურნალისტებისთვის მედია-ტურები და ქართული კურორტების პოპულარიზაცია, ეს უკვე - თემაა.


წარმოგიდგენთ ფოტო-რეპორტაჟს 21-24 აპრილის ღონისძიებიდან


image

image

image

image

image

image







0
41
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0