x
მეტი
  • 28.05.2020
  • სტატია:100917
  • ვიდეო:346106
  • სურათი:464393
როგორ გავწმინდოთ სამკაული ძველებურად რომ იბრწყინოს?
image

ყველამ კარგად ვიცით, რომ სამკაული სხეულისა და ტანსაცმლის შესამკობელი ნივთია. ცნობილია როგორც მუდმივი (მყარი), ისე მოძრავი სამკაული. უძველეს ხანაში მუდმივი სამკაული კეთდებოდა მოხატვით, ტატუირებით ან დაშრამვით. იკეთებდნენ სხვადასხვა მიზნით (სხეულის ფორმების ხაზგასმა, ასაკობრივი მდგომარეობისა და რანგის, ომისა და ნადირობის მიმდევრობის, რომელიმე ტომის კუთვნილების გამოხატვა და სხვა). ყველაფრის გამარტივებასთან ერთად გაიზარდა და გამრავალფეროვანდა სამკაულების როლიც ჩვენს ყოფით ცხოვრებაში, რომელიც არამარტო ქალისთვის, თუმცა მათთვის უფრო აუცილებელი საკაზმია- საათი, საყურე, ყელსაბამი, ბეჭედი, სამაჯური, თმის საბნევი და ა.შ. დროსთან ერთად ყველა სამკაული, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული იქნება ის თუ უბრალო, იცვლის ფერს და კარგავს ძველებურ ბრწყინვალებას, თუმცა ბევრმა ჩვენგანმა არ ვიცით, როგორ დავუბრუნოთ მათ ძველი იერი. სწორედ დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ მარტივ ხრიკს, რომლის საშუალებითაც თქვენს საყვარელ ნივთს წარმოუდგენელ ბრწყინვალებას შესძენთ.


როგორ გავწმინდოთ სამკაული?


ამისათვის დაგჭირდებათ:



1). 1 ს.კ. მარილი;

2). 1 ს.კ. სოდა;

3). 1 ს.კ. ქვაბების სახეხი ფხვნილი;

4). 1 ჭიქა წყალი;

5). ალუმინის ფილტრი.


image


საჭირო პროცედურა:


მიკროტალღურ ღუმელში გაათბეთ წყალი 2 წუთის მანძილზე. ალუმინის ფილტრის ნაჭერი დააფინეთ თეფშის ან ფინჯანის ძირზე, (ნებისმიერ კონტეინერზე) სადაც უნდა გაწმინდოთ სამკაული. ჩაასხით გამთბარი წყალი, ჩაყარეთ მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილი, ჩაალაგეთ სამკაულები და დააყოვნეთ ამ სითხეში 10-15 წუთით. ამის შემდეგ გაავლეთ სამკაულებს სუფთა წყალი და გაამშრალეთ პირსახოცის ნაჭრით.



ამ მარტივი ხერხითა და იდეალური სითხით, არნახულ ბრწყინვალებას შესძენთ თქვენს საყვარელ სამკაულს. გისურვებთ წარმატებებს.


image

1
2646
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2646
  
2016, 1 მაისი, 12:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1