x
image
თამუნა გეწაძე
ვიქტორია ბექჰემს თაყვანისმცემლები ანორექსიის პროპაგანდაში ადანაშაულებენ?

imageვიქტორია ბექჰემს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ბოლო ფოტოებმა, რომლებიც დიზაინერმა სოციალურ ქსელში ატვირთა მისი თაყვანისმცემლების აღშფოთება გამოიწვია. სურათზე კარგად სჩანს, რომ 41 წლის ვიქტორიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო და ის ძალიან გამხდარია.ზოგიერთი თაყვანისმცემელი აღშფოთებული აგრესიულ კმენტარს წერს იმის შესახებ, რომ დიზაინერი ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ახალგაზრდა გოგონებს და მისი ამ მდგომარეობით პროპაგანდას უწევს ანორექსიას.

ოფიციალური მონაცემების დიზაინერი 165 სმ. სიმაღლისაა და იწონის 45 კილოგრამს.მაგრამ ამ სურათიდან გამომდინარე, ზოგი მათგანი ასკვნის, რომ დევიდ ბექჰემის მეუღლემ კიდევ რამდენიმე კილოგრამი დაიკლო.ერთ-ერთ ინტერვიუში დიზაინერის პერსონალური მზარეული აცხადებს, რომ ვიქტორიას კვებით რაციონს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული.ასეთმა კვებამ კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს დიზაინერის ჯანმრთელობას. არიან მის თაყვანისმცემლებში ისეთებიც რომლებსაც მოსწონთ ასეთი ვიქტორია და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მის მიმართ. თვით დიზაინერი კი როგორც ჩანს არანაირ ყურადღებას არ აქცევს მისი თაყვანისმცემლების კრიტიკას.

imageimage


0
234
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0