x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508769
უცნაური ბროლის თავის ქალა

ბროლის თავის ქალა1927 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქ ლუანტუნაში უძველესი მაიას ტაძრის ნანგრევების გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უცნაური საგანი, ადამიანის თავის ქალა, მაგრამ შექმნილი ბროლისაგან. ფორმითა და ზომით იგი ადამიანის თავის ქალის იდენტურია. მეცნიერების აზრით ასეთი საოცრების შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიები და 7000000 სამუშაო საათი დასჭირდებოდა. თავის ქალას გააჩნია უნიკალური ოპტიკური სისტემა რომლის წყალობითაც იგი თითქოს შიგნიდან ანათებს. ხოლო გარკვეული რაკუსით მოთავსებისას შეგვიძლია პირის ღრუდან გამომავალი სხივის მიღება. ლეგენდის თანახმად თავის ქალას შეუძლია გაანადგუროს ყველა ვინც დაარღვევს ტაძრის მყუდროებას. როგორც ამბობენ ბევრი მათგანი ვისაც ეს თავის ქალა ხელში ეჭირა მოულოდნელად და უცნაურად გარდაიცვალა. ცნობილია კიდევ ერთ ბროლის თავის ქალაზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში მე-18-ე საუკუნის ბოლოდან ინახება.
პროფილში უცნაურია მაგრამ ორივე თავის ქალა ქალისას მოგვაგონებს. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ქალების სახის რეკონსტრუირებაც კი მოხერხდა. გაურკვეველია რისთვის შეიქმნა ისინი? იქნებ მათში რაიმე ინფორმაციაა დაშიფრული მომავალი თაობისათვის? ან იქნებ ისინი დაკავშირებულნი არიან ლეგენდარულ ატლანტიდასთან? რაც არ უნდა იყოს ბროლის თავის ქალები რეალურად არსებობენ და ჯერ კიდევ ელიან როდის ამოიცნობს მათ საიდუმლოს კაცობრიობა

0
157
3-ს მოსწონს
ავტორი:კახა კახელი
კახა კახელი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0