x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
25 ყველაზე სახიფათო საბრძოლო ხელოვნება
imageთანამედროვე საბრძოლო ხელოვნებაში გასწავლიან გამოიყენო ნებისმიერი ნივთი შენს სასარგებლოდ და ითვალისწინებს სხეულისა და გონების ერთმანეთთან სრულ კომუნიკაციას.ეს საბრძოლო ხელოვნებები ძალიან სახიფათო და ხშირ შემთხვევებში მომაკვდინებელიც კია.დღევანდელ რეალობაში უმეტეს მათგანს თავდაცვისთვის იყენებენ, თუმცა მასში შემავალი ილეთები უძველესი სასიკვდილო დარტყმებიდან მოდის და ვითარდება.წარმოგიდგენთ დღესდღეობით არსებულ 25 ყველაზე საშიშ საბრძოლო ხელოვნებას.

25)Boxingimageკრივი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბრძოლო სახეობა და დღეს უკვე სპორტია.მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი და მძიმე ზიანი მიაყენო მოწინააღმდეგეს სახის არეში ხელებით და ანალოგიურისგან დაიცვა თავი.კრივი ჯერ კიდევ ეთიოიიდან მოდის და ოლიმპიურ თამაშებშიც ჰქონდა ადგილი დამკვიდრებული

24)Shaolin Kung Fuimageკუნგ ფუ საკმაოდ კარგადაა ცნობილი ჩინეთის მოსახლეობისთვის და ძალიან საშიშ საბრძოლო ხელოვნებადაც მიიჩნევა.ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ჰუნანში, კერძოდ შაოლინის მონასტერში ბუდისტი ბერები დაახლოებით 5-6 საათი ვარჯიშობენ ყოველდღე, რათა შეძლონ თავდაცვა და ზოგ შემთხვევებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებიც ქალაქში

23)Varma Kalaiimageინდოეთის უძველესი საბრძოლო ხელოვნებაა, სადაც ორიენტაცია გაკეთებულია მოწინააღმდეგის სხეულის ორგანოების მწყობრიდან გამოყვანაზე.ასევე თავად ასეთი დაავადებების სწრაფ თვითმკურნალობასა და მოშუშებაზე.უშუალოდ ბრძოლის დროს ხშირად აქცენტი გაკეთებულია პარალიზებასა და ორგანიზმის ნერვული სისტემის მოშლაზე, რაც ანატომიის დიდ ცოდნას მოიცავს.


22)Jeet Kune Doimageამ სახეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განმვითარებელია ბრუს ლი.მიუხედავად იმისა, რომ ამ საბრძოლო ხელოვნებაში უფრო მეტი მუშაობა მიმდინარეობს ფსიქოლოგიურად, ვიდრე ფიზიკურად ძლიერი და სახიფათო საბრძოლო ხელოვნებაა და აქცენტი გაკეთებულია სისწრაფეზე და ახლო მანძილიდან მიყენებულ დიდი ძალაზე.თავად ბრუს ლი ამას ადამიანის სხეულის გამოხატვის ხელოვნებას უწოდებდა

21)Ninjitsuimageიაპონური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც სასიკვდილო ილეთებთან ერთად მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანასაც(მოტყუებას) გულისხმობს.ამ საბრძოლო ხელოვნების მიმდევრები ხშირად მკვლელები ან ჯაშუშები ხდებიან.მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერები არიან და ახლო მანძილზეც კარგად ბრძოლობენ, ხშირად იყენებენ ისეთ იარაღებს, როგოებიცაა შურიკენი და კატანა

20)Wing Chunimageჩინური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელშიც აქცენტი სხეულის ფლობასა და ბალანსზეა გაკეთებული.დარტყმის დროს სწორი ბალანსითა და პოზით უძლიერესს დარტყმებს ახორციელებენ.ასევე მოწინააღმდეგის ძალის მისივე საწინააღმდეგოდ მიმართვის ხელოვნება

19)Bakomimageპერუს ქუჩის საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც არაოფიციალურად იმართება მიწისქვეშა დარბაზებში.მისი მიზანია მოწინააღდეგეს ბალანსი დააკარგვინოს და რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მას.აკრძალულია სასქესო ორგანოებზე და ყელზე შეხება

18)Kalaripayattuimageსამშობლოდ სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთი ითვლება.ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სახიფათო საბრძოლო ხელოვნება, აქცენტი კეთდება სასიკვდილო წერტილების დაზიანებასა და კუნთების გათიშვაზე.

17)French Savateimageუმეტესად გამოიყენება საფრანგეთის ღარიბ უბნებში და სასტიკ სპორტად ითვლება.ძირითადად წელსქვემოდან დარტყმებით ცდილობენ ძვლების გატეხვას, ასევე ასწავლიან სახეში ერთი დარტყმით მოწინააღმდეგის გათიშვას

16)Hapkidoimageკორეული საბრძოლო სტილია, რომელშიც ძირითადად დარტყმების ბლოკირებასა და გამძლეობას ასწავლიან.ასევე მოიცავს რამოდენიმე მოწინააღმდეგის გამთიშავ დარტყმას და შორიდან ნივთების(მაგალითად დანების) სროლას.გამოიყენება როგორც ახლო, ისე შორი ბრძოლებისას

15)Aikidoimageსაფუძველი ჩაეყარა იაპონიაში, თუმცა შემდეგ გავრცელდა თითქმის მთელ მსოფლიოში.ძირითადი მიზანია დარტყმების აცილება და მოწინააღმდეგის განეიტრალება.დაარსა იაპონელმა Morihei Ueshiba-მ ფილოსოფიურ, რელიგიურ და საბრძოლო მოტივებზე.

14)San Sooimageკუნგ ფუს ნაირსახეობა, რომელიც ამერიკაში ჩაიტანა ცნობილმა მებრძოლმა Jimmy H. Woo-მ.ითვლება სასიკვდილო საბრძოლო ხელოვნებად, თუმცა მაინც იმართება გარკვეული რაოდენობის ტურნირები.აქცენტი კეთდება მოწინააღმდეგის რაც შეიძლება სწრაფად დაზიანებაზე.ასევე ზიანის მიღენება ისეთ მგრძნობიარე ადგილებში, როგორიცაა კისერი, მუხლი და სხვა.

13)Kapu Ku’ialuaimageუნიკალური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს სახეობად ითვლება.ძირითადად შესწავლილი აქვთ პროფესიონალ მებრძოლებს, დაცვის ან სამეფო კარის პირებს.ორიენტირება კეთდება დარტყმების ბლოკირებასა და სამანიპულაციო წერტილებზე შეტევა.ასევე შედის ღია ზღვაში ბრძოლის ტექნიკაც

12)Brazilian Jiu-Jitsuimageბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც დიდი და სახიფათო ილეთები უდევს საფუზვლად.აქცენტი გაკეთებულია ბლოკირებაზე, ტექნიკასა და სხეულის კონცენტრაციაზე.ასევე ადამიანის ძირს დაცემაზე(დამიწებაზე)

11)Lethweiimage

10)Judoimage9)LINEimage8)Taekwondoimage7)Systemaimage6)Muay Thaiimage5)Pencak Silatimage4)Krav Magaimage3)Arnis/Eskrima/Kaliimage2)Samboimage1)Vale Tudoimage





















33
1477
12-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1477
  
2018, 25 ივნისი, 10:25
წარმოიდგინეთ, ადამიანმა წლობით ივარჯიშოს, დახარჯოს თავისი ცხოვრების განუსაზღვრელი დრო ვარჯიშში, და რისთვის? იმისთვის რომ ელოდოს მომენტს, რომ ქუჩაში ვინმე დაესხას თავს და გამოიყენოს თავისი კუნთები და ილეთების ცოდნა. რა სისულელეა ეს ყველაფერი.

მუდმივი ვარჯიში, მხოლოდ მაშინაა გასაგები, როცა ადამიანი დროს ისეთ სამსახურს უთმობს სადაც მართლა გამოადგება. და არა კუნთების სამარიაჟოდ ივარჯიშოს.

პ.ს. ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, ან ჯანმრთელობისთვის ან იმისთვის რომ სპორტს გაყვეს, (ყველაზე შემოსავლიანი სპორტი არის კალათბურთი ან ფეხბურთი, საზღვარგარეთ რა თქმა უნდა) ორთაბრძოლების შესწავლა ფინანსური შემოსავლის თვალსაზრისით სისულელეა რა თქმა უნდა. თუ ადამიანმა შეისწავლა ორთაბრძოლები და მწვრთნელად დადგა, ე.წ. ,,პურის ფული'' ექნება.
2018, 25 ივნისი, 9:56
ეჰ, თქვენ ვერ გაიგეთ, ხომ დასვით ქვემოთ შეკითხვა, რატომ არ ქმნიდა ქართველი საბრძოლო ხელოვნებასო? იქ გიპასუხეს რომ შექმნა ქართველმა საბრძოლო ხელოვნება, ოღონდ ხმლით და ფარით.

მე კი გიპასუხეთ რომ უიარაღო თავდაცვა მაშინ რომ შეექმნა იყო სისულელე მეთქი, იმიტომ რომ როცა მოწინააღმდეგე ხანჯალს დააძრობდა, იქ მუშტების ქნევა სისულელეა, არ იყო ძველ დროში საჭირო უიარაღო თავდაცვა. ხმლიან კაცთან მუშტებით მოჩხუბარი რას გახება? ვერაფერს. და თუ ვინმეს გონია, რომ კარატეს და კუნფუს ილეთებით ხანჯლით ან თოფით შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს მოიგერიებს, მაშინ ძალიან ბევრი უაზრო ფილმი აქვს ნანახი, რომელიც დადგმული სიაფანტობაა და მეტი არაფერი.


თავდაცვის ილეთები ეგ დღესაა საჭირო, როცა ხმალი, ფარი, და თოფი აღარავის დააქვს. და დანის და ბიტის აცდენა თუ უნდა ვინეს ისწავლოს, (ისიც მხოლოდ ერთი ერთზე თუ გამოიყენებს.) დავწერე ქვემოთ და თუ გაქვთ სურვილი წაიკითხეთ.

პ.ს. თავდაცვის ილეთები მაქსიმუმ მხოლოდ სკოლაში გამოიყენოს ადამიანმა, რომ კლასელებმა არ დაჩაგრონ.

თორემ ნორმალური ადამიანი, ქუჩაში ჯიბგირებისგან ყოველთვის შორს დაიჭერს თავს, და ჩხუბი რომც მოუვიდეს ჯიბგირებთან და საბრძოლო ილეთებით 2-3 ადამიანი ცემოს, მეორე დღეს 5-6 კაცი დანებს დაუძრობს და ძმაკაცების ჩამოყვანაზე წავა ბაზარი, მაშინ ასეთი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს ადამიანი. . .
2018, 25 ივნისი, 9:17
ჰოდა, შვილო, გენაცვალოს ლალი დეიდა, სანამ ვინმეს დამოძღვრავ, კარგად წაიკითხე, რასაც კითხულობ, გაანალიზე და ისე წერე შენიშვნები! მე მოვრჩი! ესაა ჩემი ბოლო კომენტარი))))
2018, 24 ივნისი, 20:45
კი ნამდვილად.
2018, 24 ივნისი, 18:57
რაოოოო, სანამ დაწერ, დაფიქრდიო? პატივცემულო, ხომ მშვიდობა გაქვთ?)))))
2018, 24 ივნისი, 13:22
და რა უნდა შეექმნა ქართველს? უიარაღო თავდაცვა? იმ დროს როცა ხმალი, ფარი, შუბი, ხანჯალი, მშვილდი და ჯარის სიმრავლე წყვეტდა ომის მოგება-წაგების პროცესს?

წარმოიდგინეთ ახლა 10 000 შეიარაღებული ქართველი, და ამდენივე თურქი რომ დადგებოდნენ ერთამენთის პირისპირ, და ორივე მხარის გენერალი რომ იტყოდა: ,,აბა დაყარეთ იარაღი, გაიხადეთ ჯავშანი, დღეს ომი მუშტებით და წიხლებით გვექნება'' სასაცილოა ხო? სასაცილოა აბა რა არის,


პ.ს. სანამ კომენტარს დაწერდეთ იქნებ დაფიქრდეთ ხოლმე :D
2018, 24 ივნისი, 13:15
აბა რაა, ეგრეც უნდა იყოს :D ხან ომი, ხან ქეიფი, ხან ომი ხან ქეიფი, ოღონდ მთავარია ომში გავიმარჯვოთ და, რა საჭიროა კარატე კუნ-ფუს სტილები? ისედაც მაგრები ვართ ქართველები ყველაფერში
2018, 28 მაისი, 23:46
კი ფილმებში სამარიაჟოდ კარგია, ქუჩაში პრაქტიკულად გამოუსადეგარია, მით უფრო როცა "ტოლპასთან" გიწევს გამკლავება.
ვნახე ორივე ვიდეო. :)
2018, 28 მაისი, 22:37
გაიხარე მეც მაგას არ ვამბობ? სხვაა ფილმი და სხვაა რეალობა, უბრალოდ ზოგი ადამიანი რომელიც ვერ ერკვევა საბრძოლო ხელოვნებებში, უცბად აღფრთოვანდება და გონია რომ მაგარია ესა თუ ის ხელოვნება.

თუ ვინმეს მაინცდამაინც კუნგ ფუ (უშუ) მოსწონს ყველაზე ნორმალური სტილი არის ,,სანდა'' და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ კიკბოქსინგის და ჭიდაობის ელემენტებია შერწყმული ერთმანეთში.

თორემ რაც შეეხება ვინ ჩუნს, ეგ მხოლოდ ფილმებშია მაგარი :D თორემ ძნელად ასათვისებელი და ქუჩაში გამოუსადეგარი კი არის, უბრალოდ ძაან საცოდავი რაღაცაა :D დავდებ ვიდეოს მაგაზეც როგორ იმართება ჩემპიონატები ვინ ჩუნში, და მოწინააღმდეგეს, ზოგი ზურგს აქცევს და ზოგი რინგიდან გარბის :D

პ.ს. იპ მენის სამივე ნაწილი მაქვს ნანახი, დროის გასაყვანად და ერთჯერადად საყურებლად რა თქმა უნდა კარგია :D
2018, 27 მაისი, 21:16
ყოფილი სპეცრაზმელი ვარ ოფიცრის ჩინით. შერეული სტილია ქუჩაში საჩხუბრად უებარი საშუალება.
კრივიცაა, საბრძოლო სამბოც, აიკიდოც, კრავ მაგაც და კიკბოქსინგიც.
მთავარია დისტანციაზე გყავდეს მოწინააღმდეგე ან მოწინააღმდეგეების
ჯგუფი და ხედვის არედან არ გაუშვა, რათა ზურგიდან არ მოგეპარონ.
გეთანხმებით, ერთია კინოში ნაჩვენები სიაფანდობა და მეორეა ქუჩაში ჩხუბი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10